ბათუმი-თელავი, ვინ მოიგებს მეორე წრეს?
ხელბურთელთა ეროვნულ ჩემპიონატზე პარასკევს მეორე წრის მთავარი მატჩი გაიმართება. ლიდერი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები ეთამაშება თელავის იმედს, რომელსაც 1 ქულით უსწრებს. შეხვედრა 16 საათზე დაიწყება სპორტკომპლექს არენის მეორე დარბაზში.
8 მარტს ბათუმმა 49-27 მოუგო გორს, იმედმა კი 37-25 დაამარცხა წყალტუბო. მესამე ადგილზეა ქუთაისის გუნდი, რომელმაც მეორე ტაიმში გატეხა პეგასი (16-15, 35-31). დღის ბოლო მატჩში სტუ-ქარიშხალამ მოუგო სამტრედიას, 40-30.
ხვალინდელი 4 მატჩის შემდეგ ჩემპიონატი გადაინაცვლებს ტყიბულის სპორტის სასახლეში, სადაც 21-23 მარტს დასავლეთის 4 გუნდი შეიკრიბება და მესამე წრეს დაიწყებს. საბოლოოდ, სამწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. საქართველოს 2018 წლის ჩემპიონის ვინაობა 9 მაისს გვეცოდინება.
ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:
https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა
მეორე წრე. თბილისი, არენა 2. 13 ტური, 8 მარტი
გორი – BSB ბათუმი 27-49
გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – გაგლოშვილი 8, მჭედლიშვილი 7, ახალბედაშვილი 5, ტიელიძე 4, ანტონოვიჩი 2, ზუბიაშვილი 1, ნიაზაშვილი, გახოკიძე
ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – გოგოლაძე 9, სტურუა 9, ხაჟომია 8, სურმავა 8, თევზაძე 5, ბერძენიშვილი 3, მჟავანაძე 3, წივწივაძე 2, ქარდავა 2, ყაველაშვილი
მსაჯები: პიოტრ ვოიდირ – ლუკაშ კამროვსკი (პოლონეთი)
წყალტუბო – იმედი თელავი 25-37
წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე, აფხაძე – ჯიმშელეიშვილი 9, მ. გველესიანი 7, ხელაძე 4, მეტონიძე 2, შვანგირაძე 2, კახაია 1, კუხალაშვილი, გელა გველესიანი
თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ბაინაზიშვილი 10, იობაშვილი 6, დოლმაზაშვილი 3, ალანია 3, ცისკარიშვილი 3, ერისთავი 3, მიქავა 2, გავაშელიშვილი 2, ყორიაული 2, გიორგაძე 1, აბჟანდაძე 1, ბერაძე 1, კორსანტია, გულდედავა
მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი (თბილისი)
პეგასი – ქუთაისი 31-35
პეგ: დიხამინჯია – კალანდაძე 12, ლაპიაშვილი 7, კუხალაშვილი 6, ქათამაძე 5, ჭანტურია 1, ტაბატაძე, გვაზავა, შუბითიძე, დ. ჟვანია
ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – რუსტამოვი 11, სიმონია 9, გრიშიკაშვილი 4, გოგალაძე 4, მერკვილაძე 3, გამზარდია 2, მათნაძე 2, ფერაძე, ჭელიძე, კობახიძე
მსაჯები: კრიშტოფ ალტმარ – მარტონ ჰორვატ (უნგრეთი)
სამტრედია – სტუ-ქარიშხალა 30-40
სამ: შველიძე – ადამია 9, ძნელაძე 7, თევზაძე 5, გაგუა 5, ხომერიკი 1, ნადირაძე 1, მანაგაძე 1, ხელისუფალი 1
სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ასაბაშვილი 12, ჯინჭარაძე 9, გ. კობახიძე 7, ეძგვერაძე 6, მამულაშვილი 4, ჩიკვილაძე 2, თამაზაშვილი, გურასპაული, ბარკალაია, თიგიშვილი
მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი (თბილისი)
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი, ლ.მარგიანი, მ. ჩიხლაძე
————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——–ქ
BSB ბათუმი——–13–12—1—0–504-370–25
იმედი თელავი—-13–12—0—1–442-356–24
ქუთაისი————13—9—1—3–473-375–19
პეგასი—————13—7—0—6–480-450–14
გორი—————-13—5—0—8–435-487–10
სტუ-ქარიშხალა—13—4—0—9–394-399—8
წყალტუბო———13—2—0–11–373-497—4
სამტრედია———13—0—0–13–326-493–0
9 მარტი
12:00 სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი
14:00 პეგასი – სამტრედია
16:00 იმედი თელავი – BSB ბათუმი
18:00 წყალტუბო – გორი
ტყიბული, 21-23 მარტი: მესამე წრე, დასავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები
თბილისი, 27-29 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები
17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები
ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი