ბათუმის “შავი ზღვის ბიჭები” საქართველოს ჩემპიონია
დღეს დასრულდა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატი, რომლის ფინალშიც ბათუმის “შავი ზღვის ბიჭები” თბილისის “პეგასს” დაუპირისპირდა. ფინალური სერია ორ მატჩს მოიცავდა, რომლის პირველ შეხვედრაში ბსბ-მ 22:21 დაამარცხა პეგასი, ხოლო მეორე მატჩში ძირითადი დრო 23:24 დასრულდა. ამის შემდეგ დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც ბათუმურმა გუნდმა 5:2 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. აღსანიშნავია, რომ ფინალურ შეხვედრებს ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
კაცთა ეროვნულ ჩემპიონტში ბრინჯაოს პრიზიორი “ქუთაისი 2015” გახდა, რომელმაც ასევე ორ მატჩიან დაპირისპირებაში წყალტუბოს “პრომეთეს” აჯობა.
საბოლოო მდგომარეობა:
I ადგილი- ბსბ (ბათუმი)
II ადგილი – პეგასი (თბილისი)
III ადგილი- ქუთაისი 2015
შაბათ-კვირას გაირკვევა ქალთა ჩემპიონატის პრიზიორებიც. მესამე ადგილისთვის მატჩში, აჭარა მართვეს დაუპირისპირდება, ხოლო ფინალში ერთმანეთს ფოთის “ოქროს ვერძი” და ყვარელი შეხვდება. მატჩები ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართება.