ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში მეორე შეხვედრაც მოიგო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპს გადის, მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და აქაც წარმატებას მიაღწია – საქართველოს ნაკრებმა “აეროდრომი” რვა ბურთის სხვაობით – 33-25 დაამარცხა.

ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი კაპანაძე, რომელმაც ექვსი ბურთი გაიტანა. საქართველოს ნაკრებიდან ხუთ-ხუთი გოლი გაიტანეს სანდრო ბოჟაძემ და საბა ბუიღლიშვილმა.

ერთი დღით ადრე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის, შოთა თევზაძის ხელმძღვანელობით “ტინეკს პროლეტი“ 30-27 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს „ალკალოიდთან“.

საქართველოს ნაკრები: თორნიკე გაგუა, დიმიტრი თორია (2), სანდრო ბოჟაძე (5), ნიკოლოზ ბოჟაძე (2), ალექსანდრე შიოშვილი (3), საბა ფუტკარაძე (3), გიორგი კაპანაძე (6), საბა შუბაშიშვილი (3),  ნიკოლოზ მამულაშვილი (4), საბა ბუიღლიშვილი (5), გიორგი მაზანიშვილი, ვანო გურგენიძე (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე, საბა დიასამიძე, გიორგი კენჭაძე, დავით ხელისუფალი.

Leave a Reply