ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U20) ევროპის ჩემპიონატზე დასკვნითი შეხვედრა გამართა და დიდი ბრიტანეთი 41-21 დაამარცა. ჩვენი გუნდიდან საუკეთესოდ გიგი რუხაძე დასახელდა (32 დარტყმა/18 მოგერიება).

ეს იყო ახალგაზრდული ნაკრების ბოლო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე, რომლის შემდგომაც ჩვენმა გუნდმა გამოსვლა მე-10-ე ადგილზე დაასრულა. დღეს გაიმართება მესამე ადგილის მატჩი, სადაც ფინეთი ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, ხოლო ფინალში ერთმანეთს ლატვია და სლოვაკეთი დაუპირისპირდებიან.

ამ დროისთვის ბომბარდირთა დავის სამეულში ორი ქართველია, ვახტანგ ხელისუფალი – 40 გოლი (I ადგილი) და ლევან ფანცხავა – 39 გოლი (III ადგილი), შესაბამისად მათთან ყველაზე ახლოს ფინელთა ინსაიდია (35 გოლი), რომელსაც დღეს ფინალური შეხვედრა ელის.

სტატისტიკა
საქართველო 41-21 დიდი ბრიტანეთი
ლ. ფანცხავა 9 (გოლი), ვ. ხელისუფალი 7, ვ. ხარებაშვილი 6, დ. გრიშიკაშვილი 6, ლ. მუკბანიანი 3, გ. მელიავა 3, ნ. ტარიელაძე 2, ს. დარსანია 1, ა. აბულაძე 1, გ. გრიშიკაშვილი 1, გ. კაპანაძე 1, ლ. ლანჩავა 1, გ. არეშიძე

გ. რუხაძე 32 დარტყმა/18 მოგერიება (56.25%)
თ. გაგუა 7 დარტყმა/1 მოგერიება (14.29%)
თ. ქამადაძე

ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს

Photo Credits: Kosovo Handball Federation, Rikard Quni


ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია
კომპავა • Kompava
Silk Sport
Marnaveli • მარნაველი
Macron

Leave a Reply