
მოსამზადებელი შეკრება | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სერბეთში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
2026 წლის აგვისტოში ხელბურთში ახალგაზრდულ (U18) ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, რომელში მონაწილეობას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც მიიღებს
საქართელოს ნაკრებმა ამ ტურნირისთვის მზადება უკვე დაიწყო, გუნდი 19-24 აგვისტოს სერბეთში მოსამზადებელ შეკრებას გაივლის და სერბულ კლუბებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ქართველი ახალგაზრდები 21 აგვისტო „მეტალოპლასტიკას“ ეთამაშებიან, ხოლო 23 აგვისტო ბელგრადის „შამოტასთან“ მოსინჯავენ ძალებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ნიკოლოზ ბიბლაია, ალექსანდრე ბოჟაძე, ნიკოლოზ ბოჟაძე, საბა ბუიღლიშვილი, საბა დიასამიძე, ვანო გურგენიძე, ილია ღურწკაია, ალექსანდრე ჯღამაძე, გიორგი კაპანაძე, გიორგი კენჭაძე, ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი ქობელაშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი, გიორგი მაზანიშვილი, ნიკოლოზ ნარიმანიძე, გიორგი ფუტკარაძე, საბა შუბაშიშვილი, დიმიტრი თორია.
მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე.