ახალგაზრდული ნაკრების ტესტ მატჩები
საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 18-20 ივლისს სამი ტესტ-მატჩი გამართა თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ და სამივე მათგანი გამარჯვებით დაასრულა: 29-23, 40-28 და 32-29.
ჩვენი გუნდი 24-25 ივლისს 18:00 საათზე ირანს დაუპირისპირდება და ამით დაასრულებს შეხვედრებს მსოფლიო ჩემპიონატამდე. მატჩები ოლიმპიურ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში ჩატარდება. მატჩებს ოთხი დარბაზი უმასპინძლებს: Varaždin, Koprivnica, Opatija და Rijeka, რომელთაგან პირველ მათგანში ფინალური ტური გაიმართება.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მატჩებს ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება.
გუნდის შემადგენლობა
მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.
უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი.
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელი: შოთა თევზაძე
მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი
გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე
ექიმი: გიორგი საღინაძე
საქართველოს ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava