ახალგაზრდული ნაკრების პირველი ტესტ მატჩი ირანთან

საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა ირანთან და სამწუხაროდ ბოლო წამებზე 26 – 27 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი მეორე შეხვედრას ხვალ, 25 ივლისს 18:00 საათზე გამართავს და ამით დაასრულებს შეხვედრებს მსოფლიო ჩემპიონატამდე. მატჩი ოლიმპიურ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) შედგება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ზაგრებში ჩატარდება. მატჩებს ოთხი დარბაზი უმასპინძლებს: Varaždin, Koprivnica, Opatija და Rijeka, რომელთაგან პირველ მათგანში ფინალური ტური გაიმართება.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მატჩებს ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება.

გუნდის შემადგენლობა

მეკარეები: გიგი რუხაძე, თემურ ქამადაძე, ირაკლი გურული.

უკანა ხაზი: გიგა მელიავა, ლევანი ფანცხავა, სანდრო დარსანია, ნიკოლოზ შერვაშიძე, გიორგი არეშიძე, დავით გრიშიკაშვილი

კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი, ანრი აბულაძე, ლუკა მუკბანიანი, ნუგზარ ტარიელაძე, ალექსანდრე შიოშვილი.

ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელი: შოთა თევზაძე

მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი

გუნდის უფროსი: ბექა ორჯონიკიძე

ექიმი: გიორგი საღინაძე

საქართველოს ნაკრების სპონსორია Leaderbet

ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply