ახალგაზრდული ნაკრების დასანანი მარცხი ფინალში

დღეს საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდული ნაკრები 18 წლამდე ახალგაზრდული ჩემპიონატის (M18 Championship) ფინალში კოსოვოსთან 30-22 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან საუკეთესოდ ვახტანგ ხარებაშვილი დასახელდა (5 გოლი). საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზედა დივიზიონში აღზევდა და 2026 წელს M18 Championship I-ს ითამაშებს.

შეხვედრის პირველი ტაიმში ახალგაზრდულ ნაკრებს მეკარე თორნიკე გაგუასთან ერთად გუნდს ერთ-ერთი ლიდერი დავით გრიშიკაშვილი გამოაკლდა, რომელიც კოსოვოელთან შეჯახებისას დაზიანდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. კოსოვომ ტაიმი 16-12 მოიგო და მეორე ნახევარში სხვაობა გაზარდა – საბოლო ანგარიში 30-22.

ტურნირის საუკეთესო შვიდეულში ჩვენი გუნდიდან 3 მოთამაშე მოხვდა: ალექსანდრე შიოშვილი, დავით გრიშიკაშვილი და დავით ხელისუფალი.

სტატისტიკა
საქართველო 22-30 კოსოვო
ვ. ხარებაშვილი 5 (გოლი), ს. ფუტკარაძე 5, ნ. მამულაშვილი 4, ა. შიოშვილი 3, დ. ხელისუფალი 2, გ. მაზანიშვილი 1, ს. ბუიღლიშვილი 1, გ. კაპანაძე 1, ს. შუბაშიშვილი, გ. ბერიძე, ნ. ბოჟაძე, ა. ბოჟაძე, ნ. ნარიმანიძე, დ. გრიშიკაშვილი

ი. გურული 41 დარტყმა/11 მოგერიება/ 26.83%
თ. გაგუა

ოფიციალური პირები
შოთა თევზაძე
გიორგი ქობელაშვილი
სანდრო ჩახვაშვილი (ექიმი)

მადლობა ბიჭებო ბრძოლისთვის ❤️🤍

Photo credits: Kosovo Handball Federation


ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია
კომპავა • Kompava
Silk Sport
Marnaveli • მარნაველი
Macron

Leave a Reply