ახალგაზრდული ნაკრებების ნაყოფიერი შეკრება ესპანეთში, ქართული ხელბურთის მომავლისთვის

6-18 აპრილს, გოგონათა და ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა (15-წლამდელთა) კატალონიაში შეკრება გამართეს. შეკრების ფარგლებში გუნდებს დღეში ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდათ, ამხანაგური მატჩები გამართეს და ერთი წლით უფროს გოგონათა და ვაჟთა შორის საერთშორისო ტურნირებში მიიღეს მონაწილება.
აღნიშნულ ტურნირებში, ძირითადად, ესპანეთის სხვადასხვა რეგიონის გუნდები და რამდენიმე უცხოური კლუბიც მონაწილეობდა.

ჟირონაში ერთობლივ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას ესპანელი სპეციალისტები, პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი ხელმძღვანელობდნენ.

გოგონათა ნაკრებმა 3 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგეს – ბარსელონაში დაამარცხეს „სანტ ჟოან დესპის“ ხელბურთის კლუბი და „მონტგრი“, ხოლო დამარცხდნენ „გარბისთან“.

შეკრების ფარგლებში გოგონათა გუნდმა საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, ჩაატარა 7 შეხვედრა – ოთხი მოიგო, ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა.

საბოლოოდ ტურნირზე, სადაც 20-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა, საქართელომ მერვე ადგილი დაიკავა.

ესპანურ შეკრება ნაყოფიერი იყო ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებისთვისაც. გუნდმა ჩაატარა ამხანაგური მატჩები და საერთაშორისო ტურნირში ითამაშა.

საერთო ჯამში ჩვენმა ხელბურთელებმა 7 მატჩი გამართეს, საიდანც ოთხი მოიგეს, სამში დამარცხდნენ და 24-გუნდიან ტურნირში მე-10 ადგილზე გავიდნენ.

თითქმის ერთკვირიანი ესპანურ შეკრებაზე მიღებული გამოცდილება ახალბედა ხელბურთელებს საშუალებას მისცემს პრაქტიკულად შეისწავლონ თანამედროვე თამაშის სტრატეგიები და ხელს შეუწყობს მომავალში მათ ზრდასა და განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებსა და მთლიანად ქართულ ხელბურთს დიდ სარგებელს მოუტანს.

Leave a Reply