აჭარულ დერბიში ლიდერი დამარცხდა
საშინაო სახელბურთო სეზონი განახლდა ზესტაფონში, სადაც უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატზე მეორე წრე დაიწყო დასავლეთის ლიგის ექვსმა გუნდმა. აქ 11-11 ქულით შარშანდელი ჩემპიონი სამტრედია და ვერცხლის პრიზიორი აჭარის გუნდი ლიდერობდნენ, მაგრამ დღეს აჭარელებმა პირველი თამაში წააგეს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებთან“ – 24-32.
თანაქალაქელთა პირველი წრის მატჩი აჭარამ 25-24 მოიგო, ამჯერად კი დამარცხდა და ერთპიროვნული ლიდერობა დაუთმო სამტრედიას, რომელმაც 34-9 დაამარცხა ხელვაჩაურის გუნდი. აჭარამ მეორე მატი კი მოუგო ფოთის „ოქროს ვერძს“ 35-30, მაგრამ დაკარგული ქულებით ჩამორჩა ჩემპიონს. საქართველოს ჩემპიონატის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი, „შავი ზღვი ბიჭები“ მესამე ადგილზეა. დღესვე ორი მატჩი წააგო აუტსაიდერმა, წყალტუბოს „პრომეთემ“ ქუთაისთან 16-23 და ხელვაჩაურთან, 16-30.
ხვალ, სპორტკომპლექს არენაშ მეორე წრეს იწყებენ აღმოსავლეთის გუნდები. ორივე ლიგა ჯერ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჩემპიონებს გამოავლენს, შემდეგ კი დაიწყება ბრძოლა საქართველოს ჩემპიონობისთვის.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.
ჭაბუკები, 17 წლამდე
დასავლეთი. 19 იანვარი, ზესტაფონი
წყალტუბო – ხელვაჩაური 16-30
აჭარა – ბსბ ბათუმი 24-32
წყალტუბო – ქუთაისი 16-23
ხელვაჩაური – სამტრედია 9-34
აჭარა – ფოთი 35-30
მსაჯები: ზ. აბრამიშვილი-შ. სტურუა,
გ. გველესიანი – თ.ბჟალავა. დელეგატი: გ. გვაზავა
——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ
სამტრედია—7—6—1—0–221-134–13
აჭარა———–8—6—1—1–231-193–13
ბსბ ბათუმი—7—5—0—2–169-149–10
ფოთი———–7—3—0—4–145-149—6
ქუთაისი——-7—2—1—4–145-124—5
ხელვაჩაური–8—2—1—5–171-192—5
წყალტუბო—-8—0—0—8—92-233—-0
განახლდება 2 თებერვალს, ქუთაისში
12:00 ქუთაისი – სამტრედია, 13:00 ბსბ ბათუმი – ფოთი,
14:00 წყალტუბო – სამტრედია, 15:00 ბსბ ბათუმი- ხელვაჩაური
აღმოსავლეთი: 20 იანვარი, არენა 2
—————-თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ
პეგასი———7—7—0—0–179-63—14
ყვარელი——7—6—0—1–155-72–12
რუსთავი—–7—5—0—2–175-176–10
ქარიშხალა—-7—4—0—3–151-147–8
გორი———–7—3—0—4–116-137–6
ქარელი——–7—2—0—5–126-156–4
ლაგოდეხი—-7—1—0—6—65-137–2
თელავი——-7—0—0—7—93-172–0
5-5 საუკეთესო გადის მეორე ეტაპზე