აღმოსავლეთში პეგასია
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში იანვრამდე შესვენებაა. კვირას თბილისში გაიმართა პირველი წრის ბოლო ტური აღმოსავლეთის ლიგაში. შვიდიდან 14 ქულით ლიდერობს თბილისის პეგასი.
პეგასმა დღეს ორი მატჩი მოიგო – რუსთავთან 39-13 და გორთან, 23-13. კლუბი ჭაბუკებში საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო, მაგრამ შარშან ტიტული დაკარგა, თანაც მეხუთე ადგილზე გავიდა. ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის გუნდი წლეულს უთუოდ ჩემპიონობის დასაბრუნებლად იბრძოლებს.
აღმოსავლეთში მეორე ადგილზეა ყვარელი, მესამეზე – რუსთავი. დასავლეთში 11-11 ქულით ლიდერობენ შარშანდელი ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, სამტრედია და აჭარა. მეორე წრე დაიწყება 19-20 იანვარს. პირველ ეტაპზე გამოვლინდება აღმოსავლეთისა და დასვლეთის ჩემპიონები, 5-5 საუკეთესო გუნდი კი გავა მეორე რაუნდში. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება მაისში, ფინალური ოთხეულის ტურნირის შემდეგ.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.
ჭაბუკები, 17 წლამდე
აღმოსავლეთი. 16 დეკემბერი, არენა 2
ქარიშხალა – ქარელი 34-25
პეგასი – რუსთავი 39-13
ყვარელი – გორი 22-9
თელავი – ლაგოდეხი 0-10
გორი – პეგასი 13-23
—————-თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ
პეგასი———7—7—0—0–179-63—14
ყვარელი——7—6—0—1–155-72–12
რუსთავი—–7—5—0—2–175-176–10
ქარიშხალა—-7—4—0—3–151-147–8
გორი———–7—3—0—4–116-137–6
ქარელი——–7—2—0—5–126-156–4
ლაგოდეხი—-7—1—0—6—65-137–2
თელავი——-7—0—0—7—93-172–0
განახლდება 20 იანვარს
დასავლეთი
——————თ—მ—ფ—წ——ბ—-ქ
სამტრედია—-6—5—1—0–187-125–11
აჭარა———–6—5—1—0–172-131–11
ბსბ ბათუმი—-6—4—0—2–137-125—8
ფოთი———–6—3—0—3–115-114—6
ქუთაისი——-6—1—1—4–122-108—3
ხელვაჩაური–6—1—1—4–132-142—3
წყალტუბო—-6—0—0—6—60-180—-0
განახლდება 19 იანვარს
5-5 საუკეთესო გადის მეორე ეტაპზე