არსენაშვილი და „სპორტინგი“ ლიდერობენ

ერეკლე არსენაშვილმა და „სპორტინგმა“ პორტუგალიაში 13-დან 13 შეხვედრა მოიგეს.

ლისაბონის „სპორტინგი“ Andebol 1-ში (პორტუგალიის უმაღლესი ლიგა) მოგებების სერიას აგრძელებს. მე-13 ტურის მატჩში არსენაშვილის გუნდმა „ჰორტა“ 34-21 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა საკუთარ ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა.

ლისაბონური კლუბი 39 ქულით გათამაშების ლიდერია.

22