gnhf-rrr

შეკრება ფინეთთან მატჩებისთვის

საქართველოს ნაკრების შეკრება 26 დეკემბრიდან დაიწყება. ევროპის 2024 წლის ვაჟთა ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში საქართველოს მეტოქე ფინეთის ნაკრებია, რომელსაც ორმატჩიან პლეი ოფში ვეთამაშებით.

ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას 5 იანვარს თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, მეორეს კი – 9 იანვარს სტუმრად გამართავს. ორმატჩიან დუელში გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეები 26 დეკემბერს შეიკრიბებიან, 27 დეკემბრიდან კი ინტენსიური სავარჯიშო პროცესი დაიწყება.

როგორც ცნობილია ჩვენს გუნდს ტრავმის გამო ნიკოლოზ კალანდაძე გამოაკლდება, კითხვის ნიშნის ქვეშაა ხაზეინ რუსტამოვის თამაშიც. ნაკრების შემადგენლობას და შეკრების სხვა დეტალებს ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.