ქალების ლიგა განახლდა

განახლდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ქალთა შორის. ჯგუფური ეტაპის ბოლომდე 4 ტური და 15 გადადებული მატჩია სათამაშო. დაუმარცხებლად 2 გუნდია – უნგრეთის დიორი და ნორვეგიის კრისტიანსანდი. 

მე-10 ტურის მთავარ მატჩში საფრანგეთის მეცმა პირველი დამარცხება აგემა რუსეთის როსტოვს, 27-26. მეორე ფრანგულ-რუსულ დაპირისპირებაში კი ბრესტ-ბრეტონმა წააგო ცსკა-სთან 24-25.

დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა ნორვეგიის კრისტიანსანდმა და ფრედ, 28-28 დასრულა თამაში დანიის ესბიერგთან. 10 გოლი ევროპის ბოლო ჩემპიონატის მთავარმა  ბომბარდირმა ნორა მორკმა გაიტანა. კრისტიანსანდს ყველაზე ნაკლები, 5 მატჩი აქვს ნათამაშები და ყველაზე ნაკლები, 2 ქულა ქვს დაკარგული. 2 თამაში დასრულა ფრედ ბოლო 3 გათამაშების გამარჯვებულმა, უნგრეთის დიორმაც.

პლეიოფში გასვლის შანსი 16 გუნდიდან ჯერ არცერთს არ დაუკარგავს. მე-11 ტური 16-17 იანვარსაა დანიშნული, 13 იანვარს კი მნიშვნელოვანი გადადებული მატჩია: კრისტიანსანდი – როსტოვი. ამავე დღეს, ოთხშაბათს, ეგვიპტეში კაცების მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ბოლო, 2019-20 სეზონი პანდემიის გამო შეწყდა და გამარჯვებული არ გამოვლენილა.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები.

ჯგუფური ეტაპი, 10 ტური, 9-10 იანვარი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები – მერვედფინალში

ჯგუფი. როსტოვი 13 ქულა (8 თამაში), ბუკურეშტი 11 (9) – მეცი 10 (7), ფერენცვაროში 10 (8), კრისტიანსანდი 8 (5), კრიმი 5 (9) – ესბიერგი 4 (9), ბიტიგჰაიმი 3 (9)

ფერენცვაროში (უნგ) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 31-27

ბოლკი, ჰაფრა, კლუიბერი 5 – ნიაგუ 9, ლაზოვიჩი 5, პინტეა 4

კრისტიანსანდი (ნორ) – ესბიერგი (დან) 28-28

მორკი 10, ლუნდე (9 მოგერიება) – პენია, იაკობსენი 7

ბიტიგჰაიმი (გერ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 22-22

სმიტსი 6, ნაიძინავიჩუსი 5 – გომილარი 5, რისოვიჩი (15)

მეცი (საფ) – როსტოვი (რუს) 27-26

ო. კანორი 6, ნოკანდი 5 – ვიახირევა 5

ჯგუფი. დიორი 16 (9), ბრესტი 14 (10) – ცსკა 13 (8), ოდენსე 12 (10), ბუდუჩნოსტი 7 (8), დორტმუნდი 2 (8) – კოპრივნიცა 2 (7), ვილჩა 0 (6)

ცსკა (რუს) – ბრესტ-ბრეტონი (საფ) 25-24

ილინა 7, გორშკოვა 6 – იაუკოვიჩი 6, გროსი 5, ტოფტი (16 მოგერიება)

ოდენსე (დანია) – პოდრავკა კოპრივნიცა (ხორ) 35-20

ბიდსტრუპი 9, ივერსენი 5, რაინჰარდტი (10) – მილოსავლიევიჩი 5

ბუდუჩნოსტი (მნტ) – ბორუსია დორტმუნდი (გერ) 31-27

რადიჩევიჩი 10, პინო, მეჰმედოვიჩი 5 – გრიზელსი 6, ვან დერ ჰაიდენი, დულფერი 5

რიმნიკუ ვილჩა (რუმ) – დიორი (უნგ) 20-37

მინევსკაია 4 – კრისტიანსენი 9, ამორიმი 6, ფოდორი 6, სოლბერგი (15)

ჯგუფური ეტაპის ბოლომდე:

11 ტური: 16-17 იანვარი, 12 ტური: 23-24 იანვარი, 13 ტური: 6-7 თებერვაალი, 14 ტური: 13-14 თებერვაალი

15 გადადებული მატჩი: 13 იანვარი.  კრისტიანსანდი – როსტოვი, 20 იანვარი.  ფერენცვაროში – მეცი, რიმნიკუ ვილჩა – ბუდუჩნოსტი, 27 იანვარი. კრისტიანსანდი – ფერენცვაროში,  30 იანვარი. ბუკურეშტი – ბიტიგჰაიმი, კრისტიანსანდი – მეცი, 31 იანვარი. კოპრივნიცა – ცსკა, 3 თებერვალი. მეცი – კრისტიანსანდი, 9 თებერვალი. როსტოვი – კრისტიანსანდი, რიმნიკუ ვილჩა – ბორუსია, გამოცხადდება: რიმნიკუ ვილჩა – კოპრივნიცა, ცსკა – კოპრივნიცა, ბორუსია – რიმნიკუ ვილჩა; კრიმი – ესბიერგი, ბუდუჩნოსტი – დიორი

მერვედფინალი: 6-13 მარტი, მეოთხედფინალი: 3-10 აპრილი, ფინალური ოთხეული: 28-20 მაისი, ბუდაპეშტი