საქართველოს ხელბურთის ფედერაცია „ბარსელონასთან“ თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია განაგრძობს ესპანელებთან თანამშრომლობას, რომლის მიზანია ახალგაზრდა ხელბურთელთა ევროპული სტანდარტებით განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების შეძენა.
პროექტი „იცხოვრე ხელბურთით“, რომელიც ესპანური მოდელით მიმდინარეობს უკვე იქცა ახალგაზრდა ტალანტების სწორად ჩამოყალიბების პლატფორმად. პროგრამის ფარგლებში დამყარდა კონტაქტი, ტიტულოვანი კლუბის “ბარსელონას” აკადემიასთან. კატალონიური გრანდის წამყვანი სპეციალისტები, ქართველ სპორტსმენებს სთავაზობენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსებს.
უკვე დაგეგმილია “ბარსელონასთან” სამომავლო ურთიერთობის გაღრმავება და ესპანელებთან ერთად საწვრთნელი შეკრებებსა და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა .
🌍
3 ოქტომბერს ბარსელონაში გაემგზავრებიან საქართველოს გაემგზავრებიან საქართველოს 16 წლამდელ ჭაბუკთა ნაკრების გამორჩეული მოთამაშეები ლევან ტვილდიანი და ერეკლე იაშვილი, ქართველ მწვრთნელებთან – გიორგი გვაზავასა და ვეფხია ზურაბიანთან ერთად.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდა ქართველი ხელბურთელები “ბარსელონას” აკადემიაში თანატოლებთან ერთად ივარჯიშებენ, ხოლო მათი მწვრთნელები კი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გაივლიან.
🔗 სტრატეგიული მნიშვნელობა
👉 „იცხოვრე ხელბურთით“ + ესპანელებთან პარტნიორობა ქმნის ერთიან საგანმანათლებლო და სპორტულ ჯაჭვს, რომლის მთავარი მიზანია:
• ქართველი ხელბურთელების განვითარება ევროპული სტანდარტის შესაბამისად,
• მწვრთნელების გადამზადება საერთაშორისო პრაქტიკის და სტაჟირების საფუძველზე
•რაც მთავარია – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მომზადება ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებისათვის.