ორი დიდი სენსაცია ერთ დღეს

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ორი დიდი სენსცია მოხდა – ოლიმპიური ჩემპიონი დანია 25-27 დამარცხდა უნგრეთთან, ხოლო ევროპის ჩემპიონი გერმანია – ყატართან, 20-21. მეოთხედფინალს 24 იანვარს ითამაშებენ: ნორვეგია-უნგრეთი, საფრანგეთი-შვედეთი, სლოვენია-გერმანია, ესპანეთი-ხორვატია.

უნგრელების ესპანელმა მწვრთნელმა ჩავი საბატემ დააბრუნა განაცხადში 35 წლის კაპიტანი ლასლო ნადი, რომელმაც მუხლი მოირჩინა. მთელი თამაშის განმავლოაში დანია ერთხელაც არ გასულა წინ. უნგრეთმა ტაიმი 13-12 მოიგო, 46-ე წუთზე, იმან ჯამალის გოლის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. 17-21, მაგრამ თამაში წაუვიდა დანიელების ახალგაზრდა უკანახაზელს, მიქაელ დამგორს – მან და ლასე სვანმა 2-2 გოლი შეაგდეს, 23-23, დასრულებამდე 4 წუთით ადრე კი მაგნუს ლანდინმა  კიდევ ერთხელ გაათანაბრა – 24-24, მაგრამ ჟოლტ ბალოგმა და გაბორ ჩასარმა კიდევ ორჯერ გაიტანეს. 24-26 და დანიას გასათანაბრებლად წუთი და 10 წამი დარჩა. ჰანსენმა შეაგდო, მაგრამ უნგრეთმა დარჩენილ 35 წამში ბურთი შეინარჩუნა და ჩასარმა ბოლო გარღვევაც მოაწყო – 27-25. დანია, ვინც 5 თვის წინ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ამჯერად შინ გაემგზავრა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ხანგრძლივად ფორმის პიკში ყოფნა ძალიან ძნელია და გუნდის განახლებაც მუდმივი და აუცილებელი პროცესია.

უნგრეთი  2 დღის წინ ბელარუსთან დამარცხდა და ჯგუფში მეოთხე ადგილზე დარჩა, ახლა კი სენსაცია მოხდინა და მეოთხედფინალს უწია, სადაც შეხვდება ნორვეგიას, ხოლო უკვე ნახსენები ბელარუსი 22-41 განადგურდა შვედეთთან, რომელიც მეოთხედფინალში საფრანგეთს დაუწყვილდა.

ყატარმა წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, შინ, დოჰაში, მეოთხედფინალში მოუგო გერმანიას. იმ შემადგენლობიდან საფრანგეთში აღარ არის ძირითადი შვიდეულის სამი წევრი – ორი ცაცია, მარკოვიჩი და მემიშევიჩი და პივოტი ვიდალი, თუმცა, მთავარია, რომ მთავარ მწვრთნელად ისევ ვალერო რივერა მუშაობს. ორივე გუნდმა ძალიან მკაცრად ითამაშა დაცვაში, რაზეც მეკარეების სტატისტიკაც მეტყველებს. გერმანია მეათე წუთზე 6-2 ლიდერობდა, მაგრამ მეოცეზე 36 წლის ბერტრან რუანმა გაათანაბრა, 7-7. ტაიმი 10-9 მორჩა.

მეორე ნახევარში გერმანიამ ნელ-ნელა დაიწყო დაწინაურება და სირენამდე  15 წუთით ადრე შტეფან ფეტმა ანგარიში 17-13 გახადა. შვიდ წუთში ისევ ფრე იყო – 17-17. გლანდორფს ისევ ორით გაჰყავს წინ გერმანია, 20-18, რასაც რაფაელ კაპოტე პასუხობს წყვილი გასროლით, 20-20. მასვე გააქვს მატჩის ბოლო გოლი – 21-20 და დარჩენილია 2 წუთი. ამ ორ წუთში ფეტი და გლანდორფი ბურთს კარგავენ, დრუქსი გარბენს აკეთებს, ფეტის ბოლო დარტყმას კი, დასრულებამდე 14 წამით ადრე ყატარელთა დაცვა ბლოკავს – და გერმანია, ალბათ ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობის გუნდი ამ ჩემპიონატზე, შინ მიემგზავრება, ხოლო ყატარს მეოთხედფინალში სლოვენია ელის.

ხორვატია მეორე ტაიმის დასაწყისში 14-7 დაწინაურდა ეგვიპტესთან, მაგრამ საქმეში ჩაერთო აფრიკელთ ლიდერი, მარჯვენა ინსაიდი აჰმედ ელაჰმარი და სხვაობა უმალ შემცირდა – 12-14, მაგრამ ამ ორ ბურთზე მეტად ეგვიპტე მაინც ვერ დაუახლოვდა ხორვატიას – 19-21. დღეს ჩემპიონატზე გათამაშდება 17-24 ადგილები, ხვალ – ოთხივე მეოთხედფინალია.

ყველა მატჩის ჩანაწერი: https://www.youtube.com/channel/UCndKJh_Id2VotwRcDlI8WfQ/videos?view=0&sort=dd&shelf_id=5

ვიდეომიმოხილვები: https://www.youtube.com/watch?v=JszBRiMNcI4&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

მერვედფინალი. 22 იანვარი

ალბერვილი, ოლიმპიკი, 6540 მაყურებელი 

უნგრეთი-დანია 27-25

უნგ: ლეკაი 6, იუჰასი 4, ჯამალი 4, ბალოგი 4, ბოდო 3, ანჩინი 2, ჩასარი 2, ჰარშანი 1, ნადი 1, ზუბაი, ბანჰიდი, სოლოში,  ლიგეტვარი – მიკლერი 15/39, ფაზეკაში -/-

დან: ჰანსენი 8, სვანი 6, ზონდეგორი 4, დამგორი 3, მორტენსენი 2, მ. ლანდინი 1, ჰ. ტოფტი 1, რ. ტოფტი, მოლგორი, ნოდესბო, ოლსენი, ანდერსონი – ნ. ლანდინი 10/33, გრენი 1/5

https://www.youtube.com/watch?v=YKnwHBvAAxQ

ბელარუსი – შვედეთი 22-41

ლილი. სტად პიერ მორუა, 16 188 მაყურებელი

ბლრ: კარალეკი 7, პუხოუსკი 4, ბროუკა 2, კულეში 2, იურინოკი 2, ბარანაუ 2, პადშივალაუ 2, ასტრაშაპკინი 1, შილოვიჩი, ძ. რუტენკა, შინკელი, შუმაკი, გაიდუჩენკო,  ციტოუ – მაცკევიჩი 2/18, სალდაცენკა 5/29

შვდ: გოტფრიდსონი 8, ეკბერგი 7, ტოლბრინგი 4, ლაგერგრენი 4, ლ. ნილსონი 4, ა. ნილსონი 3, კონრადსონი 3, ფრენდი 3, ზახრისონი 2, პეტერსონი 1, ნილსენი 1, იეპსონი 1,  სტენმალმი, დარი – პალიჩკა 11/22. აპელგრენი 9/18

https://www.youtube.com/watch?v=WbVv83r_8Rg

გერმანია-ყატარი 20-21

პარიზი, ბერსი.  10 029 მაყურებელი

გერ: გროცკი 4, გლანდორფი 4, ფეტი 3, ჰეფნერი 3, დრუქსი 2, ვინჩეკი 2, კუნი 1, კოლბახერი 1, გენსჰაიმერი, ლემკე, პეკელერი – ვოლფი 19/39

ყატ: კაპოტე 9, რუანი 4, მალლაში 2, ბენალი 2, მადადი 1, ჰასაბ ალლა 1, ალრაიესი 1, მაბრუკი, ალ ქარბი, მურადი, სინენი, ალსალტიაკრადი – სარიჩი 1 გოლი, 15/35

https://www.youtube.com/watch?v=iErL6db1wj4

ხორვატია-ეგვიპტე 21-19

მონპელიე, ლარენა 6266 მაყურებელი

ხორ: ჰორვატი 6, ცინდრიჩი 5, მუსა 3, სტეპანჩიჩი 3, დუვნიაკი 2, შტრლეკი 1, მამიჩი 1, გოიუნი, მიჰიჩი, შებეტიჩი, კონტრეცი, მანდალინიჩი –  პეშიჩი 11/28, სტევანოვიჩი -/1

ეგვ: ელაჰმარი 5, რამადანი 4, აბუებაიდი 4, ელდერაა 3, ეისა 2, შებიბი 1, სანადი, აბდელრაჰიმი, ელმასრი, საიედი, ელბასიუნი, ხაირი, აბდელრაზეკი – შაჰინი 8/16, ჰენდავი 5/18

https://www.youtube.com/watch?v=-7T2nO6D8zc

21 იან. ნორ-მკდ 34-24, საფ-ისლ 31-25, რუს-სლნ 26-32, ბრა-ესპ 27-28

მეოთხედფინალი. 24 იანვარი.

ალბერვილი, 20:00 ნორვეგია-უნგრეთი

ლილი, 22:00 საფრანგეთი-შვედეთი

პარიზი, 23:45 სლოვენია-ყატარი

მონპელიე, 23:45 ესპანეთი-ხორვატია

ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი

26 იან. საფ/შვდ — სლნ/ყატ

27 იან. ესპ/ხორ — ნორ/უნგ

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი            

პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი

ნახევარფინალი. 21-24 ადგილები.

21 იან, იაპონია-ანგოლა 37-26

22 იან. ჩილე-ბაჰრეინი 35-30

ნახევარფინალი. 17-20 ადგილები

21 იან, პოლონეთი-ტუნისი 28-26

22 იან. საუდის არაბეთი-არგენტინა 22-24

23 იან. ფინალები 17, 19, 21, 23 ადგილებისთვის

16:00 ანგოლა-ბაჰრეინი 23-24 ადგილები    

18:00 იაპონია-ჩილე, 21-22 ადგილები

21:00 ტუნისი-საუდის არაბეთი, 19-20 ადგილები

23:00 პოლონეთი-არგენტინა, 17-18 ადგილები

Leave a Reply