მიხაელ აპელგრენი: “საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა”

ანდრეას პალიჩკა (შვედეთის ნაკრების კაპიტანი): „პირველ ტაიმში გარკვეული თავდაუჯერებლობა გვქონდა. მათ (საქართველო) ჰყავთ ორი საოცარი დამრტყმელი გიორგი ცხოვრებაძე და ნიკოლოზ კალანდაძე. მათ წინააღმდეგ რამდენიმეჯერ მითამაშია და ისინი მართლა კარგები არიან. ეტყობათ, რომ უფრო განვითარდნენ. დაცვაში უნაკლო თამაში არ გვქონია, მაგრამ ცუდიც არ ყოფილა.“


შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხაელ აპელგრენი ადრე აღებულ ტაიმ აუტს საქართველოს მხრიდან წნეხით ხსნის: „ნაწილობრივ ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ხორვატიასთანაც ასეთი სცენარით დაიწყეს. საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე აქამდე მეგონა. ის ვიდეოები, რომლებიც აქამდე ვნახეთ, ასეთ დონეს სულაც არ აჩვენებდა. მათ კვლავაც დაამტკიცეს, რომ კარგები არიან, ჩვენ კი იმ მომენტში დაცვაში საქმე კარგად არ მიგვდიოდა. შემდეგ რაღაცებს გადავხედეთ, ტაქტიკა შევცვალეთ და რამდენიმე „დარტყმა“ მივაყენეთ. დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ მეტი უკეთესი მოთამაშე გვყავს, ვიდრე მათ.“

Leave a Reply