იაპონიის სენსაცია  

ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა ფრედ 29-29 ითამაშა ბრაზილიასთან, ხოლო ფინალისტმა ხორვატიამ იმავე ანგარიშით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი იაპონიასთან. 

პარასკევს ეგვიპტეში ბრძოლაში ჩაება კიდევ 16 გუნდი. B ჯგუფში 4 ძლიერი გუნდი თამაშობს და ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. ესპანეთი 0-4 ჩამორჩა, მაგრამ 16-13 მოიგო ტაიმი და მე-40 წუთზე სხვაობა ექვსამდე გაზარდა – 24-18. აქ ბრაზილიამ ზედიზედ გაიტანა 5 გოლი, ხოლო 53-ე წუთზე მორაესმა გაათანაბრა, 26-26. ამის შემდეგ ბრაზილია ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ ენტრერიოსმა გუნდს ქულა მოუტანა 29-29. ამ ჯგუფში, ტუნისთან 30-28 მოგების შემდეგ დაწინაურდა პოლონეთი.

C ჯგუფში ყატარმა 30-25 მოუგო ანგოლას, ხოლო მეორე მატჩში თავიდანვე დატრიალდა სენსაციის სუნი. იაპონია 7-2 დაწინაურდა ხორვატიასთან! ბროზოვიჩმა მხოლოდ 48-ე წუთზე გათანაბრა 23-23, მაგრამ იაპონელები ამის შემდეგ კიდევ ექვსჯერ გავიდნენ წინ და ხორვატებმა ექვსჯერ უპასუხეს გოლით, ქულა კი სირენამდე 9 წამით ადრე ზუსტი შვიდმეტრიანით მოიპოვა ჩუპიჩმა – 29-29.

D ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონმა დანიამ 34-20 მოუგო ბაჰრეინს, ხოლო არგენტინამ 28-22 აჯობა კონგოს დემოკრატიულ რესპულიკას. A ჯგუფში გერმანიამ 43-14 გაანადგურა ურუგვაი, ხოლო უნგრეთმა დაამარცხა კაბო ვერდე, 34-27.

შაბათს ეგვიპტის ოთხ ქალაქში წინასწარი რაუნდის მეორე ტურს გამართავენ E-H ჯგუფების გუნდები.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

წინასწარი რაუნდი, 15 იანვარი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)

A ჯგუფი. გერმანია 2, უნგრეთი 2, კაბო ვერდე 0, ურუგვაი 0

გერმანია – ურუგვაი 43-14

კასტენინგი 9, შილერი 5, შმიდტი 5 – გონსალესი (10 მოგერიება)

უნგრეთი – კაბო ვერდე 34-27

ანჩინი 7, მიკლერი (9) – სემედუ 6

17 იანვარი. 21:00 კაბო ვერდე – გერმანია, 23:30 უნგრეთი – ურუგვაი

19 იანვარი. 21:00 ურუგვაი – კაბო ვერდე, 23:30 გერმანია – უნგრეთი

B ჯგუფი. პოლონეთი 2, ბრაზილია 1, ესპანეთი 1, ტუნისი 0

ესპანეთი – ბრაზილია 29-29

ფერნანდესი 4, კანელასი 4, სოლე 4, პერესი (17) – ლანგარო 6, მორაესი 6, და როსა (12)

ტუნისი – პოლონეთი 28-30

სანაი 9, დარმული 6 – მორიტო 11, კრაევსკი 5

17 იანვარი. 21:00 ტუნისი – ბრაზილია, 23:30 პოლონეთი – ესპანეთი

19 იანვარი. 21:00 ესპანეთი – ტუნისი, 23:30 ბრაზილია – პოლონეთი     

C ჯგუფი. ყატარი 2, ხორვატია 1, იაპონია 1, ანგოლა 0

ყატარი – ანგოლა 30-25

მადადი 8, მარზო 7, ბერრაშედი 7, სარიჩი (15) – პესტანა 6

ხორვატია – იაპონია 29-29

მარიჩი 7  – ტოკუდა 5, აგარიე 5

17 იანვარი. 18:30 ყატარი – იაპონია, 21:00 ანგოლა – ხორვატია

19 იანვარი. 18:30 იაპონია – ანგოლა, 21:00 ხორვატია – ყატარი

D ჯგუფი. დანია 2, არგენტინა 2, დრ კონგო 0, ბაჰრეინი 0

არგენტინა – დრ კონგო 28-22

დ. სიმონეტი 5, პისარო 5, მარტინესი 5 – კიანგებენი 7

დანია – ბაჰრეინი 34-20

გიდსელი 10, მ. ჰანსენი 4 – აჰმედი 8

17 იანვარი. 21:00 არგენტინა – ბაჰრეინი, 23:30 დრ კონგო – დანია

19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი – დრ კონგო, 23:30 დანია  – არგენტინა

E ჯგუფი. საფრანგეთი 2, შვეიცარია 2 ქულა, ავსტრია 0, ნორვეგია 0

16 იანვარი. 21:00 ავსტრია – საფრანგეთი (სილკ 2), 23:30 შვეიცარია – ნორვეგია

18 იანვარი. 21:00 საფრანგეთი – შვეიცარია, 23:30 ნორვეგია – ავსტრია

14 იანვარი. ავსტრია – შვეიცარია 25-28, ნორვეგია – საფრანგეთი 24-28

F ჯგუფი. პორტუგალია 2, ალჟირი 2, მაროკო 0, ისლანდია 0

16 იანვარი. 21:00 მაროკო – პორტუგალია, 23:30 ალჟირი – ისლანდია (სილკ 3)

18 იანვარი. 21:00 პორტუგალია – ალჟირი, 23:30 ისლანდია – მაროკო

14 იანვარი. ალჟირი – მაროკო 24-23, პორტუგალია – ისლანდია 25-23

G ჯგუფი. შვედეთი 2, ეგვიპტე 2, ჩილე 0, მაკედონია 0

16 იანვარი. 21:00 ეგვიპტე – ჩრდ. მაკედონია, 23:30 ჩილე – შვედეთი

18 იანვარი. 21:00 ჩრდ. მაკედონია – ჩილე, 23:30 შვედეთი – ეგვიპტე

13 იანვარი. ეგვიპტე – ჩილე 35-29, 14 იან. შვედეთი – ჩრდ. მაკედონია 32-20

H ჯგუფი. სლოვენია 2, ბელარუსი 1, რხფ 1, კორეა 0

16 იანვარი. 18:30 ბელარუსი – კორეა (სილკ უნივერსალი), 21:00 რხფ – სლოვენია (სილკ 3)

18 იანვარი. 18:30 კორეა – რხფ, 21:00 სლოვენია – ბელარუსი

14 იანვარი. ბელარუსი – რხფ 32-32, სლოვენია – კორეა 51-29