ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ისტორიული შეხვედრა ნიდერლანდების ნაკრებთან გამართა და 29-34 დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელმაც ნიდერლანდებს 9 გოლი გაუტანა.
სტატისტიკა
ზურაბ ცინცაძე (3 მოგერიება/27 დარტყმა/ 11.11%), დავით ნიქაბაძე (1 მოგერიება/9 დარტყმა/ 11.11%), გიორგი ცხოვრებაძე (9 გოლი/14 დარტყმა), ერეკლე არსენაშვილი (7/7), თეიმურაზ ორჯონიკიძე (6/12), ხაზეინ რუსტამოვი (3/4), გიორგი ლაპიაშვილი (1/1), ირაკლი კბილაშვილი (1/2), გიორგი დიხამინჯია (1/1), გიორგი არეშიძე, ირაკლი გოგოლაძე, სანდრო დარსანია, ზურაბ გოგავა, ზურაბ აბრამიშვილი, მირიანი გავაშელიშვილი, ზურიკო სიმონია
ოფიციალური პირები: ტიტე კალანდაძე, შოთა თევზაძე, მერაბ მეტრეველი, ლევან კაკუშაძე
ტიტე კალანდაძის გუნდი E ჯგუფის მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს ევროპის მოქმედ ჩემპიონთან – შვედეთთან გამართავს, ხოლო 15 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.
Kolektiff images