გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა

საქართველოს ნაკრებმა მისთვის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატზე სამი თამაში ჩაატარა. თითოეული მატჩის შემდეგ, გულშემატკივარს ბონუსად ქართველ ხელბურთელთა განსაკუთრებული მომენტებისთვის თვალის გადავლების საშუალება ეძლეოდა. მათ შორის, ერთგვარ ვირტუალურ რეიტინგში გიორგი ცხოვრებაძის ეფექტური გოლები ლიდერობდა.

საქართველოს ნაკრების 11 ნომერი ნიდერლანდებთან გატანილი ბურთით ჯგუფური ეტაპის საუკეთესოებს შორის მესამე ადგილზე გავიდა და ახლა, როდესაც ევროპის ჩემპიონი და პრიზიორებიც უკვე გამოვლენილია, შედგა საუკეთესო გოლების ათეული და აქაც ვხედავთ გიორგი ცხოვრებაძის გოლს, რომელიც მაშინ ჯგუფური ეტაპის საუკეთესოდ აღიარეს. ამჯერად, ქართველი ბომბარდირის ის გატანილი ბურთი მთლიანად ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გოლების ათეულში მეექვსე ადგილზე გავიდა.

ერთხელაც აღვნიშნოთ, რომ ცხოვრებაძე 29 გატანილი ბურთით ჯგუფური ეტაპის თანაბომბარდირი გახდა პორტუგალიელ ფრანსიშკუ კოსტასთან ერთად.

Leave a Reply