ბოლო საგზური ყატარმა მოიპოვა  

დანია – ეგვიპტე, ესპანეთი – ნორვეგია, საფრანგეთი – უნგრეთი, შვედეთი – ყატარი: ასეთია მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის წყვილები. 

გუშინ, მთავარი რაუნდის ბოლო დღეს, ბოლო მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. არგენტინას ფრე ჰყოფნიდა ყატართან და დასაწყისში 11-4 იგებდა. შესვენებამდე ფრანკის მარზომ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ფედერიკო პისარომ ისევ დააწინაურა არგენტინა ოთხით – 19-15, 38-ე წუთი. ამის შემდეგ არგენტინამ ვეღარ მოახერხა ყატარელთა მძლავრი წყვილის, მარზო-კაპოტეს შეჩერება. აზიელები ნელ-ნელ წინ გავიდნენ და არგენტინელი მოსკარიელოს ბოლო დარტყმა, ცენტრიდან, მეკარემ მოიგერია. ყატარმა მოიგო, 26-25.

არგენტინას და ყატარს 6-6 ქულა დაუგროვდათ, პირადი მოგებით ყატარი წინ იყო, თუმცა ყველაფერს უკვე დანია-ხორვატიის მატჩი წყვეტდა.  ხორვატია მოგების შემთხვევაში თავად გადიოდა მეოთხედფინალში, ფრე არგენტინას აწყობდა, დანიის მოგება – ყატარს. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონმა 38-26 გაიმარჯვა, ხორვატია 5 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზე დარჩა, პლეიოფში კი ყატარი გავიდა.

პირველი ჯგუფიდან ბრძოლას აგრძელებენ გავიდნენ ესპანეთი და უნგრეთი, მესამიდან – საფრანგეთი და ნორვეგია, მეოთხიდან – შვედეთი და ეგვიპტე. 26 იანვარს ჩემპონატზე დასვენების დღეა, ხვალ – მეოთხედფინალი.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

მთავარი რაუნდის ბოლო ტური, 24-25 იანვარი

1 ჯგუფი. ესპანეთი 9 ქულა, უნგრეთი 8 – გერმანია 5, პოლონეთი 5, ბრაზილია 3, ურუგვაი 0

ბრაზილია – ურუგვაი 37-17

ესპანეთი – უნგრეთი 36-28

სოლე 8, გომესი 7, პერესი (17 მოგერიება) – ბალოგი 5, დიორი 5

პოლონეთი – გერმანია 23-23

კრაევსკი 5, მორავსკი (13) – ვებერი 4, ვოლფი (13)

2 ჯგუფი. დანია 10, ყატარი 6 – არგენტინა 6, ხორვატია 5, იაპონია 3, ბაჰრეინი 0

ბაჰრეინი – იაპონია 25-29

ალსაიადი 5 – იოშინო 9, ვატანაბე 8, ივაშიტა (14)

არგენტინა – ყატარი 25-26

ფ. პისარო 7, მოსკარიელო 6, მასიელი (11) –  მარზო  8, კაპოტე 6, მადადი 6

დანია – ხორვატია 38-26

იაკობსენი 8, ჰოლმი 6 – მარიჩი 6, კარაჩიჩი 5

3 ჯგუფი. საფრანგეთი 10, ნორვეგია 8 – პორტუგალია 6, შვეიცარია 4, ისლანდია 2, ალჟირი 0

ალჟირი – შვეიცარია 24-27

აიუბი 6 – შმიდი 9, ტინოვსკი 6, პორტნერი (14)

ისლანდია – ნორვეგია 33-35

გუდმუნდსონი 5 – საგოსენი 8, რაინკინდი 6, იოჰანესენი 5

პორტუგალია – საფრანგეთი 23-32

მარტინსი 6, კინტანა (10) – დესკა 8, ნგესანი 5, მემი 5

4 ჯგუფი. შვედეთი 8, ეგვიპტე 7 – სლოვენია 6, რუსეთი 5, ბელარუსი 4, ჩრდ. მაკედონია 0

ბელარუსი-მაკედონია 30-26

კულეში 7, მაროზი (12) – ლაზაროვი 7

სლოვენია-ეგვიპტე 25-25

იანცი 7, ფერლინი (18) – სანადი 7, ომარი 6

რხფ-შვედეთი 20-34

კოტოვი 5 – პელასი 8, ვანე 6, პალიჩკა (14)

27 იანვარი, მეოთხედფინალი

20:30 დანია – ეგვიპტე

23:30 ესპანეთი – ნორვეგია

23:30 საფრანგეთი – უნგრეთი

23:30 შვედეთი – ყატარი

29 იანვარი, ნახევარფინალი

დან/ეგვ – ესპ/ნორ, საფ/უნგ – შვდ/ყატ

31 იანვარი, ფინალი

პრეზიდენტის თასი, 25-32 ადგილები

ჯგუფი 2. ავსტრია 6 ქულა, ჩილე  4, მაროკო 2, კორეა 0

მაროკო – ჩილე 17-18, კორეა – ავსტრია  29-26

ჯგუფი 1. ტუნისი 6, დრ კონგო 4, ანგოლა 2, კაბო ვერდე 0

დრ კონგო – კაბო ვერდე 10-0, ტუნისი – ანგოლა 34-29

27 იანვარი. გასანაწილებელი მატჩები:

25-26 ადგილები:  ავსტრია – ტუნისი

27-28 ადგილები: ჩილე – დრ კონგო

29-30 ადგილები: მაროკო – ანგოლა

31-32 ადგილები: კორეა – კაბო ვერდე 10-0