ჭაბუკები ევროპის ჩემპიონატში ჩაებნენ

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა პირველი ორი მატჩი გამართა გეტებორგში (შვედეთი), ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე. პირველ მატჩში 21-33 წავაგეთ ესპანეთთან, მეორეში კი 26-29 დავმარცხდით ისრაელთან. 2 ივლისს ნორვეგიას ვეთამაშებით.

პირველი მატჩი შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტთან, ესპანეთთან გვქონდა. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო და ესპანეთმა მხოლოდ დაბოლოებაში გვაჯობა (15-11). თამაშის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაწყდა, როდესაც ესპანეთმა ზედიზედ გაიტანა 7 გოლი და საბოლოოდ 33-21 მოიგო.

ამ ტურნირის ფორმატით გუნდები 25-წუთიან ტაიმებს თამაშობენ და ზოგიერთ დღეს 2 მატჩის ჩატარება უწევთ. საღამოს საქართველოს ნაკრების მეტოქე ისრაელის გუნდი იყო. პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 14-13 მოიგო, შემდეგ მოედანზე ორი კაცით ნაკლები დარჩა და ამ მონაკვეთში ისრაელი 20-17 დაწინაურდა. ცოტა ხანში ანგარიში გათანაბრდა (20-20), მაგრამ ჩვენმა მეტოქემ ბოლო 10 წუთი უკეთესად ჩაატარა – 29-26.

ჩვენს ჯგუფში სრული სენსაცია მოახდინა ფარერის კუნძულების ნაკრებმა, რომელმაც პირველ დღეს ორივე ფავორიტი დაამარცხა: ჯერ ნორვეგიას მოუგო (33-22) მერე კი – ესპანეთს (31-27). ისრაელმა მოუგო ესტონეთს (26-20), რომელიც ნორვეგიასთანაც დამარცხდა 18-27.

პირველი დღის შემდეგ ტურნირზე ყველაზე მეტი, 22-22 გოლი აქვთ გატანილი ნიკოლოზ კალანდაძეს და ფარერელ ელიას სკიპაგოტუს. მონაწილე 24 ნაკრებიდან ჯგუფებში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის, მომდევნო ორი – 9-16 ადგილებისთვის, მე-5 და მე-6 ადგილებზე გასულები, შესაბამისად, 17-20 და 21-24 ადგილებისთვის.

ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი

C ჯგუფი. ფარერები 4, ისრაელი 4 – ესპანეთი 2, ნორვეგია 2 – საქართველო 0 – ესტონეთი 0

1 ივლისი. ესპანეთი – საქართველო 33-21

ესპ: ონრადო, დ. მარტინესი 1 – ალვარესი 5, ლოდოსი 4, სერანო 4, გური 3, მარუგანი 3, ლაგო 2, რეგვარტი 2, როდრიგესი 2, სალგადო 2, სოლერი 2, ურუსოლა 2, პარერა 1, ფურუნდარენა, ა. მარტინესი

საქ: ალიევი, გორგოძიანი – კალანდაძე 10, თურმანიძე 3, კოხრეიძე 2, შუბითიძე 2, ჟვანია 2, ნაწილაშვილი 1, პატაშური 1, აფრიდონიძე, გაბაიძე, ფანცულაია, ბჟალავა, ხომერიკი, ადამია, მუკბანიანი

მსაჯები: კოშტა, ტეიშეირა (პორ), დელეგატი: რეცი (შვც)

1 ივლისი. საქართველო – ისრაელი 26-29

საქ: ალიევი, გორგოძიანი – კალანდაძე 12, ჟვანია 4, კოხრეიძე 3, თურმანიძე 3, ხომერიკი 2, აფრიდონიძე 1, შუბითიძე 1, ნაწილაშვილი, გაბაიძე, ადამია, მუკბანიანი, ბჟალავა, ფანცულაია, პატაშური

ისრ: ე. ლიბგოტი, ბუჰნიკი – ლევი 11, დაჰანი 5, შალმა 5, რ. ლიბგოტი 4,  მამანი 2, კოენი 1, როზენფელდი 1, აზრიელი, ბატიტო, ჰადარი, ლეიბოვი, პელეგი, შარაბი, შულმანი, იარიმი

მსაჯები: ბერდიჩი, შორაკი (სრბ), დელეგატი: ბერნდტსონი (შვდ)

2 ივლისი. 13:30 საქართველო – ნორვეგია

3 ივლისი. 12:45 საქართველო – ფარერები, 19:00 საქართველო – ესტონეთი

A ჯგუფი. ჩეხეთი 4, შვედეთი 4 – ლუქსემბურგი 2, რუსეთი 2 – შვეიცარია 0 – ბრიტანეთი 0

B ჯგუფი. იტალია 4, ისლანდია 4 – მონტენეგრო 2, რუმინეთი 2 – ავსტრია 0 – ჰოლანდია 0

D ჯგუფი: უნგრეთი 2, ფინეთი 2 – სლოვაკეთი 2, ბელარუსი 0 – ბელგია 0 – პოლონეთი 0

მეორე ეტაპი, 4-5 ივლისი. 1-8, 9-16, 17-20, 21-24 ადგილები

Leave a Reply