facebook

 

Chenel
2017 მსოფლიო ჩემპიონატი
კაცები U19
  WC2017L
2016/17 Men's IHF Trophy
European Zone
2016Nov8 13 2
ქუთაისის სპორტის სასახლე
8-13 ნოემბერი

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U18 საფინალო ეტაპი

aa

პლაჟის ხელბურთი
ევროპის ჩემპიონატი U16
BEACH 1

2016 European Open
გოგონები U18
Getenburg

2016 ევროპის ჩემპიონატი
ვაჟები U20 კვალიფიკაცია

Me1liQ  u  a  l  i  f  i  c  a  t  i  o  n

2016 მსოფლიო თასი
გოგონები U19
Me4

 

მთავარი

გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში კაცთა შორის. ორი დღის შემდეგ ლიდერობენ სტუ და ბათუმი.

დღის ყველაზე დაძაბული მატჩი ქუთაისსა და თბილისის პეგასს შორის გაიმართა. პეგასს აკლდა ტრავმირებული მოთამაშე მწვრთნელი, ლევან გელაშვილი ხოლო ქუთაისელებს დაემატათ ვეტერანი ალექსანდრე ბოყოჩაძე.

პირველ ტაიმში პეგასის უპირატესობა უდაო იყო - 21:16. მეორეში ქუთაისმა დევნა წამოიწყო. მთავარი მოვლენები ბოლო 10 წუთში განვითარდა. პეგასს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰქონდა, ხოლო ქუთაისელთა მწვრთნელმა გრიგოლ თავხელიძემ ბოლო წუთებში ორი ახალი ხელბურთელი ჩააბა თამაშში - კარლო მათნაძე და მეკარე დავით შიშინაშვილი. მათნაძემ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა და სწორედ მან დააწინაურა პირველად ქუთაისი - 33:32, დასრულებამდე 7 წუთით ადრე. აქედან თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ქუთაისელები ერთხელ დაწინაურდნენ 2 ბურთით, მაგრამ ტიტე კალანდაძემ და და გიორგი დიხამინჯიამ გაათანაბრეს - 36:36, შემდეგ კი - 37:37.

ბოლო წუთი ყველაზე დრამატული გამოდგა. ჯერ პეგასის მეკარემ, ზურაბ ცინცაძემ მოიგერია მატჩის საუკეთესო მოთამაშის, გიორგი კვერნაძის (17 გოლი) შვიდმეტრიანი, თბილისელთა ბოლო შეტევაში კი ტიტე კალანდაძე გააძევეს, რის შემდეგაც პეგასმა უკანასკნელი შანსი ვერ გამოიყენა. ასე დაფიქსირდა ჩემპიონატის პირველი ფრე.

დღესვე ბათუმმა 33:24 დაამარცხა თელავი, სამტრედიამ - იმედი 34:24, ხოლო სტუ-მ - ჭაბუკთა ნაკრები - 21:18.

შაბათს ტურნირი სპორტკომპლექს არენაში გაგრძელდება 14:30 საათიდან. საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება გაზაფხულზე, სამწრიანი ტურნირის შემდეგ.

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

მეორე დღე, 11 ოქტომბერი. არენა

თელავი - ბათუმი 24:33

თელ: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი - გ. სვიმონიშვილი 9, დიდებაშვილი 4, გიორგელაშვილი 4, ანდრიაშვილი 3, მღებრიშვილი 2, ნ. სვიმონიშვილი 2, ი. სამიტაშვილი, იაგორაშვილი, (მწ. ა. ანდრიაშვილი)

ბათ: სამყურაშვილი - ჯორბენაძე 6, წივწივაძე 6, ხუნჯუა 4, გამზარდია 3, ქარდავა 3, ი. ნარსია 3, ვინოგრადსკი 3, ჭელიძე 2, მაისურაძე 2, გოგიჩაიშვილი 1, ყაველაშვილი, ჭანტურია, ქავთარაძე, წიტაიშვილი (მწ. მ. ჭანტურია)

მსაჯები: ზურაბ ქოქოსაძე, გია ბროლაძე

სამტრედია - იმედი 34:24

სამ: ხონელიძე - თევზაძე 9, გ. ნიკურაძე 7, წითელიშვილი 6, ავალიანი 6, გაგლოშვილი 3, ელგანდაშვილი 1, ხვიჩია 1, ჯ. ნიკურაძე 1, ხაჟომია, ზურაბიანი (მწ. გ. ხელისუფალი)

იმე: მღებრიშვილი, ლორია - გ. იობაშვილი 8, ალანია 4, გიორგაძე 4, ბეჟანიშვილი 2, გ. ხანდოლიშვილი 2, მძელური 2, თაბაგარი 1, ჩიკვილაძე 1, რუსტამოვი, წიკლაური, გოთოშია, ი. კალანდაძე, ჩაკვეტაძე, აბაშიძე (მწ. გ შარანგია)

მსაჯები: ზურაბ ქოქოსაძე, გია ბროლაძე

პეგასი - ქუთაისი 37:37

პეგ: ცინცაძე - ტ. კალანდაძე 9, დიხამინჯია 8, ლობჟანიძე 7, ქუთათელაძე 4, ბაძაღუა 4, დემეტრაშვილი 3, კოხრეიძე 2, ა. ცხვარაშვილი, აბულაძე, სახვაძე (მწ. ლ. გელაშვილი)

ქუთ: გულეიშვილი, შიშინაშვილი - გ. კვერნაძე 17, ბოყოჩაძე 7, ჟვანია 5, ჯუღელი 4, მათნაძე 3, მამასახლისი 1, ჩიხლაძე, კობახიძე, ი.კვერნაძე, ლომიძე, ახალაძე, ბახტურიძე, (მწ. გ. თავხელიძე)

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

ჭაბუკთა ნაკრები - სტუ 18:21

ჭაბ: ა. ხანდოლიშვილი, ზურაბიშვილი - კბილაშვილი 9, ბულბულაშვილი 4, ზ. იობაშვილი 2, არსენაშვილი 2, გაწერელია 1, ბაინაზაშვილი, ნაზღაიძე, მაისურაძე, გოგავა, ფერაძე, ბიბილეიშვილი, ჰუსეინოვი (მწ. დ. აბესაძე)

სტუ: ტორონჯაძე, ცერცვაძე ხიდეშელი - გრიშიკაშვილი 4, სიმონია 4, ამირანაშვილი 3, სტურუა 3, გოგალაძე 3, სურმავა 2, გოგოლაძე 1, არსენიშვილი 1, აბრამიშვილი, მსხვილიძე, ორჯონიკიძე (მწ. ი. კეკელიძე)

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

მდგომარეობა

ბათუმი--------2 0 0 74-55 4

სტუ------------2 0 0 62-52 4

ქუთაისი-------1 1 0 67-63 3

სამტრედია----1 0 1 68-65 2

იმედი----------1 0 1 59-64 2

პეგასი----------0 1 1 68-78 1

ჭაბუკები-------0 0 2 48-56 0

თელავი--------0 0 2 50-63 0

12 ოქტომბერი, შაბათი. არენა

14:30 პეგასი - ჭაბუკთა ნაკრები

15:50 ბათუმი - იმედი

17:10 სამტრედია - თელავი

18:30 სტუ - ქუთაისი

10 ოქტომბერს იწყება საქართველოს ჩემპიონატი კაცთა გუნდებს შორის. დღეს ხელბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია.

ფედერაციას წარმოადგენდნენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბერიაშვილი.

ზურაბ კაკაბაძე: - ბოლო წლებთან შედარებით, წლევანდელი ჩემპიონატი ბევრად უფრო წარმომადგენლობითი და საინტერესო იქნება. სადღეისოდ კაცთა 8 გუნდი გვყავს. დაგვემატა თელავისა და ქუთაისის კლუბები. წლეულს შეიქმნა ორი ახალი სახელბურთო კლუბი თბილისში, პეგასი და იმედი, რომელთაც საინტერესო შეხამება ექნებათ გამოცდილი და ახალგაზრდა ხელბურთელებისა. მაგალითად, პეგასში ითამაშებს ქართული ხელბურთის ორი ვეტერანი, ტიტე კალანდაძე და ლევან გელაშვილი. გარდა ამ გუნდებისა, ჩემპიონატში ასპარეზობენ შარშანდელი ჩემპიონი სტუ, ქუთაისი, ბათუმი და ასევე 1998-99 წლებში დაბადებული ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც სპეციალური პროგრამით ემზადება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის.

ვახტანგ ბერიაშვილი: - გარდა რაოდენობისა, გაიზრდება კონკურენციაც. განსხვავებით შარშანდელი ჩემპიონატისგან, რომელიც სტუ-მ უპრობლემოდ მოიგო, წლევანდელი მონაწილეების შემადგენლობები გაცილებით უფრო თანაბარია, რის გამოც ძალიან სერიოზულ ბრძოლას მოველით ჩემპიონობისთვის. თავისთავად, ტურნირი უფრო საინტერესოც იქნება. ახალი კლუბების შექმნით საშუალება მოგვეცა, ხელბურთში დაგვებრუნებინა ან დაგვეტოვებინა ახალგაზრდები, რომლებიც ჭაბუკთა ასაკიდან გამოვიდნენ და დიდ ხელბურთში ასპარეზი არ ჰქონდათ.

ზურაბ კაკაბაძე: - ჩვენ გვინდა, რომ ხელბურთი ვაქციოთ ერთ-ერთ წამყვან სათამაშო სახეობად და ეროვნულ თამაშად, ისე, როგორც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაშია. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი გვაქვს. ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ, 15 ოქტომბერს უკვე ეროვნული ნაკრები განაგრძობს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის. ნაკრების წევრთა უმეტესობა ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობს. 20 ოქტომბრიდან უკვე დაგვემატებიან ლეგიონერები, ხოლო 25 ოქტომბერს ახალ მწვრთნელ, სერბ ჯორჯე რასიჩთან ერთად გავემგზავრებით უკრაინაში, სადაც ორ საკონტროლო მატჩს გავმართავთ, 30 ოქტომბერს კი უკვე პირველი შესარჩევი თამაში გვაქვს პანევეჟისში, ლიტვის ნაკრებთან, შემდეგ კი, 3 ნოემბერს, ფინეთს ვმასპინძლობთ. ჯგუფში მესამე მეტოქეა თურქეთი. პირველი ორი საშემოდგომო მატჩის შემდეგ, შესარჩევი ტურნირი იანვარში დასრულდება. გამარჯებული პლეიოფში გადის.

რიგაში გამართული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სახელბურთო სემინარის შესახებ ისაუბრა გენერალურმა მდივანმა ქეთევან კობერიძემ, შემდეგ კი ორი შეკითხვა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალსა და 2017 წლის ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს შეეხო.

ზურაბ კაკაბაძე: - 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი იმ მოტივით შევიტანეთ, რომ თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის უკვე კარგად მომზადებული გუნდი გვეყოლება და ორი წლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იმავე ასაკის, 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს უწევთ. სახელბურთო ინფრასტრუქტურაც განვითარდება, რაშიც სახელმწიფო, სპორტის სამინისტრო ყოველგვარ მხარდაჭერას გვპირდება. თავდაპირველად მასპინძლობის სამი კანდიდატი იყო, მაგრამ კორეა საერთაშორისო ფედერაციამ დაიწუნა - დავრჩით საქართველო და ხორვატია. ხორვატებს სხვა ტურნირზეც აქვთ შეტანილი განაცხადი, ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ძალიან კარგი შანსები გვაქვს. ყველაფერი გადაწყდება 27 ოქტომბერს, ყატარში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე.


საქართველოს ჩემპიონატის ფორმატი

8 მონაწილე გუნდი ორ, აღმოსავლეთ (სტუ, იმედი, პეგასი, თელავი) და დასავლეთ (სამტრედია, ბათუმი, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ქვეჯგუფად არის დაყოფილი. შეჯიბრება იწყება საერთო ტურით, რომელშიც ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი ქვეჯგუფების გუნდები ეთამაშებიან. აღმოსავლეთი და დასავლეთი ქვეჯგუფების ტურები ნოემბერში გაიმართება თბილისსა და სენაკში, რის შემდეგადაც დასრულდება პირველი წრე.

ჩემპიონი გამოვლინდება 2014 წლის გაზაფხულზე, სამწრიანი ტურნირის შემდეგ.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს სპორტკომპლექს არენაში (საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება, ხოლო კვირას ტურნირი გლდანის ხელბურთის დარბაზში დასრულდება.

 

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

10 ოქტომბერი, ხუთშაბათი. სპორტკომპლექსი არენა

13:00 იმედი - ჭაბუკთა ნაკრები

14:20 ქუთაისი - თელავი

15:40 სტუ - სამტრედია

17:00 ბათუმი - პეგასი

11 ოქტომბერი, პარასკევი. არენა

13:30 თელავი - ბათუმი

14:50 სამტრედია - იმედი

16:10 პეგასი - ქუთაისი

17:30 ჭაბუკთა ნაკრები - სტუ

12 ოქტომბერი, შაბათი. არენა

14:30 პეგასი - ჭაბუკთა ნაკრები

15:50 ბათუმი - იმედი

17:10 სამტრედია - თელავი

18:30 სტუ - ქუთაისი

13 ოქტომბერი, კვირა. გლდანი

11:00 სტუ - ბათუმი

12:30 სამტრედია - პეგასი

14:00 ქუთაისი - იმედი

15:30 ჭაბუკთა ნაკრები - თელავი

 

საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების განაცხადები.

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები


ბათუმი

-------------------------------------დწ-----სიმ----წონ----N

გიორგი სამყურაშვილი----------1982----187-----80----16

უჩა გამზარდია--------------------1990----174-----57----10

მეთოდე ჭელიძე------------------1993----180-----75----39

ირაკლი წიტაიშვილი------------1980----178-----70-----8

რეზო ჭანტურია------------------1994----190-----80-----6

ირაკლი ნარსია--------------------1993---175-----73----13

იგორ ვინოგრადსკი--------------1990----186-----83-----4

გიორგი ქავთარაძე---------------1992----185-----70-----7

გურამ გოგიჩაიშვილი------------1992----181-----80-----5

უჩა მაისურაძე--------------------1986----190----105----18

გიორგი წივწივაძე----------------1981----190----110----11

ვანო ქარდავა----------------------1989----183-----85-----9

ნიკოლოზ ჯორბენაძე------------1988----178-----72----14

აკაკი ყაველაშვილი---------------1987----200----120----22

ჯუმბერ ხუნჯუა------------------1990----183-----85----15

მთ. მწვრთნელი მერაბ ჭანტურია

დირექტორი გია ბზეკალავა

თელავი

-------------------------------------დწ-----სიმ----წონ---N

ზურაბ წვერიკმაზაშვილი-------1978----***-----***-----1

არჩილ სამიტაშვილი-------------1994----***-----***----12

გიორგი ბეჟაშვილი---------------1992----***-----***-----7

ნიკოლოზ სვიმონიშვილი-------1988----***-----***----11

ანდრია ანდრიაშვილი-----------1975----***-----***----14

ალექსანდრე გიორგელაშვილი-1981----***-----***-----3

ალექსი იაგორაშვილი------------1997----***-----***-----8

ირაკლი ბიწკინაშვილი-----------1995----***-----***-----2

ლექსო დიდებაშვილი------------1994----***-----***-----5

გიორგი სვიმონიშვილი----------1980----***-----***----10

მიხეილ მღებრიშვილი----------1995-----***-----***-----9

ნიკა ცისკარიშვილი--------------1996-----***-----***-----6

თორნიკე მაისაშვილი------------1996----***-----***-----4

იოსებ სამიტაშვილი--------------1994----***-----***----15

დავით ელიზბარაშვილი--------1986----***-----***-----**

ვასილ გიგაური-------------------1992----***-----***----**

სანდრო გოგრიჭიანი-------------1997-----***-----***----**

გიორგი ოთარაშვილი------------1980-----***-----***----**

მოთამაშე-მწვრთნელი ანდრია ანდრიაშვილი

მოთამაშე-მწვრთნელი ზურაბ წვერიკმაზაშვილი

დირექტორი ნიკოლოზ სვიმონიშვილი

იმედი

-------------------------------------დწ-----სიმ----წონ---N

ავთო მღებრიშვილი-------------1996----184-----78-----1

ნოდარ ლორია--------------------1997----185-----81----12

ნიკა წიკლაური-------------------1996----185-----73-----2

გიორგი იობაშვილი--------------1990----193-----88-----7

გიორგი აბაშიძე------------------1992----180-----78-----4

ვახტანგ გოთოშია----------------1994----182-----85-----5

რობერტ ბეჟანიშვილი-----------1992----180-----81-----6

ირაკლი ჩაკვეტაძე---------------1993----195-----89-----3

გიორგი თაბაგარი----------------1994----162-----65-----9

ომიკო ალანია---------------------1995----185-----74-----8

დავით მძელური-----------------1992----186-----86----10

გივი გიორგაძე--------------------1996----195-----90----11

გიგა ხანდოლიშვილი------------1996----182-----73----14

ბექა ჩიკვილაძე--------------------1990----186-----75----13

ირაკლი კალანდაძე---------------1993----202-----89----15

ხაზეინ რუსტამოვი---------------1998----178-----64----16

გოგა ჯმუხაძე----------------------1989----186---104----**

შალვა მუქთიაშვილი-------------1992----191-----82----**

რატი შეყელაშვილი--------------1992----177-----71----**

გიორგი მიქავა---------------------1998----194-----80----**

საბა დვალიძე----------------------1998----180-----71----**

გიორგი ახალბედაშვილი--------1997----175-----71----**

გურამ დარსაველიძე--------------1992----186-----82----**

გრიგოლ მამაცაშვილი------------1996----185-----76----**

მთ. მწვრთნელი გივი შარანგია

პრეზიდენტი მერაბ მეტრეველი

ექიმი იური გოგიაშვილი

პეგასი

-------------------------------------დწ-----სიმ----წონ---N

ალექსანდრე გონჩაროვი--------1985----195----110----85

ზურაბ ცინცაძე-------------------1996----181-----76----12

დემეტრე ნარსია------------------1997----188-----79----22

პაატა აბულაძე--------------------1984----188----105---20

ლევან გელაშვილი---------------1975----186-----95----21

ომარ ქუთათელაძე---------------1986----190-----90----99

გიორგი ნატროშვილი------------1984----194----100----18

ზაზა ფერაძე-----------------------1978----188-----80----14

ტიტე კალანდაძე------------------1972----192----110----55

გიორგი სახვაძე-------------------1981----195----110-----9

გიგა კოხრეიძე---------------------1996----190-----75-----1

ამირან აბჟანდაძე------------------1996----183-----78---2+2

ალექსანდრე ცხვარაშვილი------1996----184-----85----19

კირილე ცუხიშვილი--------------1997----188-----70-----7

ილია ცხვარაშვილი---------------1986----182-----80-----4

გიორგი დიხამინჯია--------------1997----182-----67-----5

გიგა დემეტრაშვილი--------------1996----188-----80-----3

ვლადიმერ ბაძაღუა----------------1996----183-----70----10

ალექსანდრე ლობჟანიძე----------1978----195----100-----6

გიგა ზარნაძე-----------------------1999----180------70----**

მოთამაშე მთ. მწვრთნელი ლევან გელაშვილი

მოთამაშე მწვრთნელი ტიტე კალანდაძე

მწვრთნელი გიორგი სახვაძე

სამტრედია

-------------------------------------დწ-----სიმ----წონ---N

ალექსანდრე ხონელიძე---------1985----185-----75-----1

გიგა კიკნაძე-----------------------1992----189-----94----12

ვაჟა ხვიჩია------------------------1995----180-----82-----2

ავთანდილ ქავზინაძე-----------1986----180----110-----3

ირაკლი ღაღანიძე----------------1982----196----110-----4

ირაკლი ავალიანი----------------******----*****----*****-----5

სპარტაკ ელგანდაშვილი--------******----*****-----****-----6

გოგიტა ნიკურაძე----------------1990----176-----78-----7

ვეფხია ზურაბიანი---------------1997----174-----57-----8

ირაკლი თევზაძე-----------------1992--- 178-----77-----9

ლექსო წითელიშვილი-----------1992----193-----85----10

ჯაბა ნიკურაძე--------------------1995----191-----80----11

ჯაბა ხაჟომია----------------------1996----180-----79----13

თორნიკე გაგლოშვილი----------1992----178-----75----14

ჭოლა ბოცვაძე---------------------1988----175-----81----15

სერგო ჯანელიძე------------------1997----174-----68----16

ლევან სიხარულიძე--------------1984----176-----90----17

ზურაბ ფანჩულიძე---------------1997----183-----72----18

უფ. მწვრთნელი გიორგი ხელისუფალი

მწვრთნელი ავთანდილ ქავზინაძე

მწვრთნელი ალექსანდრე ხონელიძე

გუნდის უფროსი დავით დუნდუა

სტუ

-------------------------------------დწ-----სიმ----წონ---N

კორნელი ანდრიაძე-------------1984----182----102----**

გიგა ტორონჯაძე-----------------1989----192-----85----16

ჯანო ცერცვაძე-------------------1994----187-----86-----1

ირაკლი ხიდეშელი--------------1996----190-----78----12

გიორგი გვაზავა------------------1978----198----100----14

რატი მსხვილიძე-----------------1986----208----130-----4

ლევან ბერძენიშვილი-----------1986----193----103----28

ოთარ ამირანაშვილი------------1987----194-----94-----9

შოთა გრიშიკაშვილი------------1984----200----105----10

ილია გოგალაძე------------------1986----190-----85----31

ზურაბ აბრამიშვილი------------1994----192-----74-----8

ზურაბ სიმონია-------------------1994----188-----72----23

გიორგი სურმავა------------------1992----182-----72-----7

შალვა სტურუა--------------------1994----187-----72----18

ირაკლი გოგოლაძე----------------1996----175-----67-----3

თეიმურაზ ორჯონიკიძე---------1996----197-----85----77

ლაშა არსენიშვილი----------------1997----187-----92----21

კახა დაგარგულია-----------------1996----179-----67----**

ბექა ყაზაიშვილი-----------------1992----185-----85----**

ლევან ოსეყმაშვილი--------------1981----183-----91----**

მთ. მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე

მწვრთნელი ბექარ ორჯონიკიძე

მწვრთნელი მამია კობახიძე

გუნდის უფროსი ბორის გითოლენდია

ქუთაისი

-------------------------------------დწ-----სიმ----წონ---N

დავით შიშინაშვილი-------------1990----177-----88-----1

ჯუმბერ გულეიშვილი-----------1994----182-----82----12

ალექსანდრე ბოყოჩაძე-----------1973----192----100----16

ეროსი მამასახლისი--------------1983----190-----95----10

გელა ჟვანია------------------------1990----182-----70-----9

გაგა ბახტურიძე-------------------1994----182-----80----13

ჯუმბერ ჯუღელი-----------------1993----201-----90----11

კარლო მათნაძე--------------------1997----170-----65-----5

გიორგი ლომიძე-------------------1976----172-----67-----4

გიორგი კვერნაძე------------------1986----190-----85----17

უჩა კობახიძე-----------------------1994----204-----89----14

გიორგი ახალაძე-------------------1995----192-----83-----6

მირიან ჩიხლაძე-------------------1994----178-----71-----3

ირაკლი კვერნაძე------------------1988----188-----88----15

შალვა მაისურაძე-----------------1991----189-----87----**

ვალერი ჩალხაშვილი------------1994----170-----76----**

მამუკა ქარქაშაძე------------------1986----186-----96----**

დავით ცერცვაძე------------------1982----202----105----**

უფ. მწვრთნელი გრიგოლ თავხელიძე

მოთამაშე-მწვრთნელი ალექსანდრე ბოყოჩაძე

გუნდის უფროსი ზურაბ ყაველაშვილი

 

ჭაბუკთა ნაკრები 1998-99

-------------------------------------დწ-----სიმ----წონ---N

ალექსანდრე ხანდოლიშვილი--*****-----****----****-----1

ნიკო ზურაბიშვილი--------------*****-----****----****----12

ერეკლე არსენაშვილი------------*****-----****----****----11

გიორგი ბიბილეიშვილი---------*****-----****----****-----5

ლუკა გაწერელია-----------------*****-----****----****----14

ვუსალ ჰუსეინოვი---------------*****-----****----****-----6

ირაკლი კბილაშვილი------------*****-----****----****----10

ზეზვა იობაშვილი---------------*****-----****----****----15

მიხეილ ნაზღაიძე----------------*****-----****----****-----8

ზურაბ გოგავა---------------------*****-----****----****----18

გიგი ფერაძე-----------------------*****-----****----****-----7

გოგა ბაინაზაშვილი--------------*****-----****----****-----9

ლუკა ბულბულაშვილი----------*****-----****----****----13

ნოდარ მაისურაძე----------------*****-----****----****----17

მთ. მწვრთნელი დიმიტრი აბესაძე

მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი

 

10 ოქტომბერს სპორტკომპლექს არენაში იწყება საქართველოს ჩემპიონატი კაცთა გუნდებს შორის.

ამასთან დაკავშირებით ხვალ, 9 ოქტომბერს, 12 საათზე, ხელბურთის ფედერაციაში (ჩოლოყაშვილის 9 ა, მესამე სართული) მოეწყობა პრესკონფერენცია.

8 მონაწილე გუნდი ორ, აღმოსავლეთ (სტუ, იმედი, პეგასი, თელავი) და დასავლეთ (სამტრედია, ბათუმი, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ქვეჯგუფად არის დაყოფილი. შეჯიბრება იწყება საერთო ტურით, რომელშიც ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი ქვეჯგუფების გუნდები ეთამაშებიან. აღმოსავლეთი და დასავლეთი ქვეჯგუფების ტურები ნოემბერში გაიმართება თბილისსა და სენაკში, რის შემდეგადაც დასრულდება პირველი წრე.

ჩემპიონი გამოვლინდება 2014 წლის გაზაფხულზე, სამწრიანი ტურნირის შემდეგ. მაისში დაგეგმილია საქართველოს თასის გათამაშება.

საქართველოს ჩემპიონატში ცალკე გუნდად მონაწილეობს 1998-99 წლებში დაბადებული ჭაბუკების ნაკრები. ამ ასაკის გუნდი სპეციალური პროგრამით ემზადება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც 2015 წელს გაიმართება თბილისში. ამავე ასაკს უწევს 2017 წლის ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის მასპინძლობის პრეტენდენტები არიან საქართველო და ხორვატია. კენჭისყრა სულ მალე, 27 ოქტომბერს გაიმართება დოჰაში, ყატარი, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული ნაკრების დაკომპლექტების მხრივ. საქართველოს ნაკრები 30 ოქტომბერს იწყებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს. ოთხი გუნდიდან (საქართველო, ლიტვა, თურქეთი, ფინეთი) ევროპული ზონის პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული და 2014 წლის ივნისში უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ითამაშებს. ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრნელი, სერბი ჯორჯე რასიჩი წვრნის.

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს სპორტკომპლექს არენაში (საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმარება, ხოლო კვირას ტურნირი გლდანის ხელბურთის დარბაზში დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

10 ოქტომბერი, ხუთშაბათი. სპორტკომპლექსი არენა

13:00 იმედი - ჭაბუკთა ნაკრები

14:20 ქუთაისი - თელავი

15:40 სტუ - სამტრედია

17:00 ბათუმი - პეგასი

11 ოქტომბერი, პარასკევი. არენა

13:30 თელავი - ბათუმი

14:50 სამტრედია - იმედი

16:10 პეგასი - ქუთაისი

17:30 ჭაბუკთა ნაკრები - სტუ

12 ოქტომბერი, შაბათი. არენა

14:30 პეგასი - ჭაბუკთა ნაკრები

15:50 ბათუმი - იმედი

17:10 სამტრედია - თელავი

18:30 სტუ - ქუთაისი

13 ოქტომბერი, კვირა. გლდანი

11:00 სტუ - ბათუმი

12:30 სამტრედია - პეგასი

14:00 ქუთაისი - იმედი

15:30 ჭაბუკთა ნაკრები - თელავი

სპორტკომპლექს არენაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში კაცთა შორის. გაიმართა პირველი 4 მატჩი.

1998-99 წლებში დაბადებულთა ნაკრები პირველი 20 წუთის განმავლობაში საკმაოდ გაუძალიანდა თბილისის იმედს, მაგრამ ტაიმის ბოლომდე 8 ბურთით ჩამორჩა - 13:21. ჭაბუკებმა, რომლებიც სპეციალური პროგრამით ემზადებიან 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის, ბოლომდე იბრძოლეს და სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს, 30:35.

თელაველებმა სამი ვეტერანის, მოთამაშე-მწვრთნელ ანდრო ანდრიაშვილის, ალეკო გიორგელაშვილისა და გიორგი სვიმონიშვილის წინამძღლობით, პირველი ტაიმი 14:12 მოუგეს ქუთაისს, მაგრამ, მეორის დაწყებისთანავე უფრო ახალგაზრდულმა ქუთაისურმა გუნდმა თამაში გარდატეხა და 30:26 მოიგო.

სამტრედია, რაც შეეძლო, გაუძალიანდა ქვეყნის ჩემპიონ სტუ-ს, ტაიმი მხოლოდ ორი ბურთით წააგო და თამაში შვიდით - 34:41.

პირველ ტაიმში ბრძოლა იყო შარშანდელ პირველობის ვერცხლის პრიზიორ ბათუმსა და თბილისის პეგასს შორის - 15:12 ბათუმის სასარგებლოდ. პეგასის ორმა ვეტერანმა და მოთამაშე მწვრთნელმა, ლევან გელაშვილმა და ტიტე კალანდაძემ ჯამში 16 გოლი გაიტანა, მაგრამ ბათუმი შესვენების შემდეგ სწრაფად დაწინაურდა. მათ შორის გამოირჩეოდა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი წევრი გიორგი წივწივაძე (11 გოლი), ხოლო საუკეთესო იყო მარჯვენა გარემარბი ნიკოლოზ ჯორბენაძე - რომელიც, ძირითადად სწრაფი შეტევებისა და შვიდმეტრიანების ხარჯზე, 16 გოლით პირველი დღის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

პარასკევს სპორტკომპლექს არენაში მორიგი 4 მატჩია. დასაწყისი 13:30 საათზე.

საქართველოს ჩემპიონატი 2013-14. კაცები

პირველი ტური. 10-13 ოქტომბერი

პირველი დღე, 10 ოქტომბერი. სპორტკომპლექსი არენა

 

 

იმედი – ჭაბუკთა ნაკრები 35:30

იმე: მღებრიშვილი, ლორია - გ. იობაშვილი 10, ბეჟანიშვილი 5, გ. ხანდოლიშვილი 5, ალანია 5, რუსტამოვი 3, გიორგაძე 3, მძელური 2, თაბაგარი 1, ჩიკვილაძე 1, წიკლაური, გოთოშია, ი. კალანდაძე, ჩაკვეტაძე (მწ. გ შარანგია)

ჭაბ: ა. ხანდოლიშვილი, ზურაბიშვილი - კბილაშვილი 7, არსენაშვილი 5, გაწერელია 5, ბულბულაშვილი 4, ბაინაზაშვილი 4, ზ. იობაშვილი 2, გოგავა 1, ნაზღაიძე 1, მაისურაძე 1, ფერაძე, ბიბილეიშვილი, ჰუსეინოვი (მწ. დ. აბესაძე)

ქუთაისი - თელავი 30:26

ქუთ: გულეიშვილი, შიშინაშვილი - გ. კვერნაძე 10, ჩიხლაძე 7, ჟვანია 5, მამასახლისი 4, მათნაძე 3, კობახიძე 1, ლომიძე, ახალაძე, ჯუღელი, ბახტურიძე, ი.კვერნაძე (მწ. გ. თავხელიძე)

თელ: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი - გიორგელაშვილი 6, ანდრიაშვილი 5, მღებრიშვილი 5, გ. სვიმონიშვილი 3, ბეჟაშვილი 3. ი. სამიტაშვილი 1, მაისაშვილი 1, ცისკარიშვილი 1, იაგორაშვილი 1, ბიწკინაშვილი, დიდებაშვილი, ნ. სვიმონიშვილი (მწ. ა. ანდრიაშვილი)

მსაჯები: ზურაბ ქოქოსაძე, გია ბროლაძე

სტუ - სამტრედია 41:34

სტუ: ტორონჯაძე, ცერცვაძე - სურმავა 7, აბრამიშვილი 6, გოგალაძე 6, სიმონია 6, გვაზავა 5, გოგოლაძე 3, გრიშიკაშვილი 3, მსხვილიძე 2, ამირანაშვილი 1, სტურუა 1, არსენიშვილი 1 ბერძენიშვილი, ორჯონიკიძე, ხიდეშელი (მწ. ი. კეკელიძე)

სამ: ხონელიძე, კიკნაძე - წითელიშვილი 7, თევზაძე 6, გ. ნიკურაძე 6, ავალიანი 5, ხვიჩია 3, ჯ. ნიკურაძე 3, ხაჟომია 2, გაგლოშვილი 2, ელგანდაშვილი, სიხარულიძე, ზურაბიანი (მწ. გ. ხელისუფალი)

ბათუმი - პეგასი 41:31

ბათ: სამყურაშვილი - ჯორბენაძე 16, წივწივაძე 11, გამზარდია 4, ქარდავა 4, მაისურაძე 2, ყაველაშვილი 1, ჭანტურია 1, ვინოგრადსკი 1, ხუნჯუა 1, გოგიჩაიშვილი, ქავთარაძე, წიტაიშვილი, ი. ნარსია, ჭელიძე (მწ. მ. ჭანტურია)

პეგ: ცინცაძე, გონჩაროვი - გელაშვილი 9, ტ. კალანდაძე 7, ა. ცხვარაშვილი 7, ლობჟანიძე 2, ნატროშვილი 2, დ. ნარსია 2, ქუთათელაძე 2, აბჟანდაძე, დემეტრაშვილი, დიხამინჯია, სახვაძე, ბაძაღუა, აბულაძე, კოხრეიძე (მწ. ლ. გელაშვილი)

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

11 ოქტომბერი, პარასკევი. არენა

13:30 თელავი - ბათუმი

14:50 სამტრედია - იმედი

16:10 პეგასი - ქუთაისი

17:30 ჭაბუკთა ნაკრები - სტუ

 


ამ უქმეებზე დაიწყო სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი ქალთა შორის.

ამ ეტაპს 16 უძლიერესი გუნდი შემორჩა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი ბრძოლას გააგრძელებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც გამოავლენს 4 ნახევარფინალისტს.

ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, უნგრულმა დიორი ეტომ შინ გაანადგურა ოდესღაც ძლევამოსილი ავსტრიული გუნდი, ჰიპო ნიდეროსტერრაიხი - 41:22. ავსტრიელებს ჩემპიონთა თასი რვაჯერ აქვთ მოგებული, უკანასკნელად - 2000 წელს.

შარშანდელმა ფინალისტმა, ნორვეგიული ლარვიკმა შინ მოუგო ხორვატიის პოდრავკას - 34:18, ხოლო ნორვეგიელი ლინ-კრისტინ კორენ-რიგელჰუტი ტურის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 12 გოლით.

ყველაზე დაძაბული გამოდგა შეხვედრა საფრანგეთში, სადაც მეცი დამარცხდა გერმანულ ლაიპციგთან - 22:23.

მეორე ტური გაიმართება 11-13 ოქტომბერს. ამავე უქმეებზე მესამე ტურია კაცების ჩემპიონთა ლიგაში.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი. 1 ტური. 5-6 ოქტომბერი

A ჯგუფი: დიორი ეტო (უნგ) - ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 41:22, ტიურინგერი (გერ) - ბაია მარე (რუმ) 36:29. B ჯგუფი: მიდტიულანდი (დან) - ფერენცვაროში (უნგ) 32:23, ბუდუჩნოსტი (მნტ) - ლიუბლინი (პოლ) 31:19. C ჯგუფი: მეცი (საფ) - ლაიპციგი (გერ) 22:23, კრიმ მერკატორი (სლნ) - სევეჰოფი (შვდ) 36:28. D ჯგუფი: ლარვიკი (ნორ) - პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 34:18, ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) - ვარდარი სკოპიე (მკდ) 19:23

 

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19
გოგონები 2002-03
14 ოქტ.         გატ-გაშ    
ფოთი 4   4   0   0   75-48   8  
აჭარა 4   3   0   1   84-53   6  
ყვარელი 3   2   1   0   49-33   5  
ქარიშხალა 3   2   1   0   70-60   5  
სამტრედია 4   2   0   2   64-61   4  
პეგასი 3   1   0   2   52-49   2  
წყალტუბო 4   0   1   3   44-73   1  
ბათუმი 4   0   1   3   35-67   1  
მამული 3   0   0   3   44-73   0  
გაგრძელდება 26-27 ოქტომბერს
29 სექტემბერი, არენა 2
ქარიშხალა 30-21 მამული
ყვარელი 11-8 პეგასი
მამული 4-17 ყვარელი
 
30 სექტემბერი, სენაკი
აჭარა 29-12 წყალტუბო
სამტრედია 23-6 ბსბ ბათუმი
წყალტუბო 10-16 ფოთი
ბსბ ბათუმი 8-16 აჭარა
ფოთი 22-13 სამტრედია
 
13 ოქტომბერი, არენა 2
პეგასი 18-19 ქარიშხალა
პეგასი 26-19 მამული
ქარიშხალა 21-21 ყვარელი
 
14 ოქტომბერი, სენაკი
წყალტუბო 12-12 ბსბ ბათუმი
სამტრედია 12-23 აჭარა
ფოთი 16-9 ბსბ ბათუმი
სამტრედია 16-10 წყალტუბო
აჭარა 16-21 ფოთი
საქართველოს თასი
2018
25-27 სექტემბერი. არენა 2
25 სექტემბერი. 1/4 ფინალი
გორი 19-49 BSB ბათუმი
იმედი სტუ თელავი 41-13 ფოთი
 სპორტუნი 43-34 სამტრედია
ქუთაისი 31-38 პეგასი
 
26 სექტემბერი. 1/2 ფინალი
BSB ბათუმი 28-21 იმედი სტუ თელავი
სპორტუნი 16-39 პეგასი
 
27 სექტემბერი. ფინალი
BSB ბათუმი 29-30 პეგასი
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
საერთაშორისო ტურნირი
თბილისის სპორტის სასახლე
ge it fi
დავიკავეთ პირველი ადგილი!





ჩვენი პარტნიორები: