მწვრთნელთა ტრენინგის პირველი ეტაპი წყალტუბოში

წყალტუბოში, სასტუმრო პრომეთემ უმასპინძლა ხელბურთის მწვრთნელთა სემინარ-ტრენინგის პირველ ნაწილს. მონაწილეობდა ორმოცამდე მწვრთნელი საქართველოს ყველა რეგიონიდან და სახელბურთო კლუბიდან.
დიხამინჯია: მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ!

მაკედონიის ჩემპიონატი დაასრულა სახელბურთო კლუბმა სტრუგამ, რომელშიც საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე - გიორგი დიხამინჯია, ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია თამაშობენ. 3 ივნისიდან ჩვენი ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას იწყებს IHF ერთა ჩემპიონატის წინ.
ვარდარმა ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა 2017 წლის შემდეგ მეორედ მოიგო მაკედონიის ვარდარმა. კლუბმა ნახევარფინალში 29-27 დაამარცხა ბარსელონა, ხოლო ფინალში 27-24 აჯობა უნგრეთის ვესპრემს.
კბილაშვილის 121 გოლი უკრაინაში

ხელბურთის საკლუბო სეზონი თითქმის ყველა ქვეყანაში დასრულდა. 2 ივნისს თბილისში იკრიბება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელსაც 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს - IHF ერთა ჩემპიონატი, რომელიც ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრებაცაა.