ნაკრები კლაიპედაში მიემგზავრება
დღეს ღამით ლიეტუვაში, ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მიემგზავრება 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები. პირველი მატჩი ჩვენს გუნდს ორშაბათს აქვს კლაიპედაში, სვიტურიო არენაზე, ჩრდილო მაკედონიის წინააღმდეგ. ტურნირი 21 ივლისს დასრულდება.
კბილაშვილი სკოპიეს მეტალურგში ითამაშებს

ხელბურთის ეროვნული ნაკრების გათამაშებელი, 21 წლის ირაკლი კბილაშვილი, რომელმაც წინა სეზონი უკრაინის სუპერლიგაში გაატარა, საკლუბო კარიერას მაკედონიის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში, სკოპიეს მეტალურგში გააგრძელებს.
გოგონათა ნაკრები ორი ჩემპიონატისთვის ემზადება
ჭაბუკთა ნაკრების გეტებორგში გამოსვლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი უწევთ გოგონათა ხელბურთის ნაკრებებს. 15-21 ივლისს კლაიპედაში გაიმართება ევროპის 19-წლამდელთა პირველობა, ხოლო 3-11 აგვისტოს, ჩვიდმეტწლამდელთა ტურნირს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ფარერები ჩემპიონია, კალანდაძე მეორეა
ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი მოიგო ფარერის კუნძულების ნაკრებმა, რომელმაც ფინალში, გეტებორგის სკანდინავიუმში, 36-29 დაამარცხა მასპინძელი შვედეთი, ხოლო საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ნიკოლოზ კალანდაძემ 67 გოლით ბომბარდირთა შორის მეორე ადგილი დაიკავა.