ნაკრების შემადგენლობა გამოცხადდა
ხელბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა დაასახელეს შემადგენლობა IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატისთვის, რომელიც ხვალ იწყება თბილისის სპორტის სასახლეში.
მწვრთნელთა ტრენინგის პირველი ეტაპი წყალტუბოში

წყალტუბოში, სასტუმრო პრომეთემ უმასპინძლა ხელბურთის მწვრთნელთა სემინარ-ტრენინგის პირველ ნაწილს. მონაწილეობდა ორმოცამდე მწვრთნელი საქართველოს ყველა რეგიონიდან და სახელბურთო კლუბიდან.
დიხამინჯია: მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ!

მაკედონიის ჩემპიონატი დაასრულა სახელბურთო კლუბმა სტრუგამ, რომელშიც საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე - გიორგი დიხამინჯია, ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია თამაშობენ. 3 ივნისიდან ჩვენი ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას იწყებს IHF ერთა ჩემპიონატის წინ.
ვარდარმა ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა 2017 წლის შემდეგ მეორედ მოიგო მაკედონიის ვარდარმა. კლუბმა ნახევარფინალში 29-27 დაამარცხა ბარსელონა, ხოლო ფინალში 27-24 აჯობა უნგრეთის ვესპრემს.