ფინალში ესპანეთი და შვედეთი გავიდნენ

ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე, ორივე ნახევარფინალი მოულოდნელად დამთავრდა. ესპანეთმა 27-23 მოუგო მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, ხოლო შვედეთმა დამატებით დროში დაამარცხა ოლიმპიური ჩემპიონი დანია, 35-34.
ჩემპიონიც გავარდა და მასპინძელიც

ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიაში გამოვლინდა ნახევარფინალური წყვილები. პარასკევს თამაშობენ საფრანგეთი-ესპანეთი და დანია-შვედეთი. ევროპის 2016 წლის ჩემპიონი გერმანია ესპანეთთან დამარცხდა და ტურნირი მეცხრე ადგილზე დაასრულა.
ჯგუფური ეტაპის უმწვავესი ბოლო დღე

ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიაში დღეს 6 მატჩია და ჯგუფური სტადია სრულდება. ჯერჯერობით ნახევარფინალში გასვლა განაღდებული აქვს მხოლოდ დანიას, მიზანთან ძალიან ახლოსაა საფრანგეთი, ხოლო დარჩენილი 2 ადგილისთვის 7 გუნდი იბრძვის! ყველა მატჩის რეპორტაჟი 19 საათიდან შეგიძლიათ ნახოთ სილკ სპორტზე.
ფინალური ოთხეული 24 იანვარს გამოვლინდება

ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე ჯერ არცერთი ნახევარფინაისტის ვინაობა არ გარკვეულა. უკეთეს მდგომარეობაში არიან მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი, ვინც 23-17 დაამარცხა შვედეთი და ოლიმპიური ჩემპიონი დანია, რომელმაც 26-25 მოუგო ევროპის ჩემპიონ გერმანიას. ჯგუფური ეტაპი 24 იანვარს სრულდება.