ფარერები ჩემპიონია, კალანდაძე მეორეა
ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი მოიგო ფარერის კუნძულების ნაკრებმა, რომელმაც ფინალში, გეტებორგის სკანდინავიუმში, 36-29 დაამარცხა მასპინძელი შვედეთი, ხოლო საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ნიკოლოზ კალანდაძემ 67 გოლით ბომბარდირთა შორის მეორე ადგილი დაიკავა.
მეორე მოგება გეტებორგში

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე დაამარცხა ლუქსემბურგი (21-13), მძიმე ბრძოლაში წააგო ჰოლანდიასთან (19-22) და ხვალ, ბოლო მატჩი ფინეთთან აქვს.
ჯგუფური ეტაპი მოგებით დავასრულეთ
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - 18-16 დაამარცხა ესტონეთი და ბრძოლას მე-17 ადგილისთვის აგრძელებს.
ჭანტურია სკოპიეს მეტალურგში დაბრუნდა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ვეტერანი, 37 წლის რევაზ ჭანტურია კარიერას გააგრძელებს მაკედონიის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, სკოპიეს მეტალურგში, სადაც 2004-11 წლებში თამაშობდა.