ფინალური ოთხეული 24 იანვარს გამოვლინდება
- Details
- Published: Monday, 22 January 2018 12:36

ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე ჯერ არცერთი ნახევარფინაისტის ვინაობა არ გარკვეულა. უკეთეს მდგომარეობაში არიან მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი, ვინც 23-17 დაამარცხა შვედეთი და ოლიმპიური ჩემპიონი დანია, რომელმაც 26-25 მოუგო ევროპის ჩემპიონ გერმანიას. ჯგუფური ეტაპი 24 იანვარს სრულდება.