საქართველოს ნაკრები პლეიოფში და ფინალშია!
საქართველოს ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის ფინალშია. ნახევარფინალში ხელბურთის ეროვნულმა გუნდმა 28-21 მოუგო დიდ ბრიტანეთს და ხვალ, 20 საათზე, სპორტის სასახლეში, ფინალში ეთამაშება კუბას.
35-19 ბულგარეთთან, ნახევარფინალში ბრიტანეთი გველის
საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩიც მოიგო IHF ერთა ჩემპიონატზე და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა. თბილისის სპორტის სასახლეში 35-19 დავამარცხეთ ბულგარეთი და შაბათს, 18 საათზე ვეთამაშებით დიდ ბრიტანეთს. მეორე წყვილია კუბა-ბულგარეთი.
მეოთხე მოგებამ ნახევარფინალში გაგვიყვანა
საქართველოს ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის ნახევარფინალშია - მეოთხე ტურში ჩვენებმა 28-22 დაამარცხეს აშშ. ჯგუფში პირველობის ბედი გაირკვევა ხვალ, ბულგარეთთან მატჩში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია სამი ნახევარფინალისტი: საქართველო, ბულგარეთი და კუბა.
მოგება და სანახაობა სპორტის სასახლეში
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა თასზე 37-17 დაამაცხა ირლანდია და 3 თამაშიდან 6 ქულა აქვს. ნახევარფინალისტების ვინაობა თბილისის სპორტის სასახლეში 12 და 13 ივნისს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის შემდეგ გაირკვევა.