საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეექვსე ადგილზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში.  მეხუთე ადგილისთვის მატჩში ჩვენები 16-30 დამარცხდნენ ფარერის კუნძლებთან. ფინალში შვეიცარიამ 35-27 დაამარცხა სერბეთი, მესამე ადგილისთვის უკრაინამ 30-22 მოუგო ლიეტუვას. 

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი მოიგო - 22-21 დაამარცხა საბერძნეთი და ხვალ, 14 საათზე, მეხუთე ადგილისთვის ფარერის კუნძულებს შეხვდება.

თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18-31 დამარცხდა ტურნირის ფავორიტ შვეიცარიასთან და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს. ნახევარფინალში, შაბათს, 15 საათზე, ჩვენი მეტოქე იქნება საბერძნეთის ნაკრები. 

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT