Home Page
საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ერეკლე არსენაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატის მეორე ტურში, ლისაბონში, 5 გოლი გაუტანა ბენფიკას, თუმცა, მისი გუნდი, ბრაგა, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან 22-29 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ხელბურთელი თეიმურაზ ორჯონიკიძე ბუდაპეშტის ფერენცვაროშიდან უნგრეთის ეროვნული ლიგის სხვა გუნდში, ოროშჰაზიში გადავიდა. კლუბმა ჩემპიონატის პირველი მატჩი სტუმრად 24-32 წააგო დიონდიოშისთან, ქართველმა 3 გოლი გაიტანა.
ურეკში დასრულდა ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტურის მეორე ეტაპი, რომელიც მოიგეს ფოთის ოქროს ვერძის გოგონებმა და თბილისის ქორებმა, თუმცა, ორი ეტაპის ჯამში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ გორი და ყვარელი.