Home Page
საქართველოს ნაკრების მეკარეები, სანდრო ხანდოლიშვილი და იური სილაგაძე იმყოფებიან სერბეთში, ერთკვირიან საერთაშორისო სახელბურთო კემპზე, რომელაც ხელმძღვანელობს საქართველოს ნაკრები კონსულტანტი, დრაგან ჯუკიჩი.
შვედეთში, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა სამმატჩიანი სერია აზერბაიჯანის გუნდთან. მეორე მატჩი გლდანში მასპინძლებმა 27-15 მოიგეს, მესამე კი ფრედ, 18-18 დასრულდა.
17-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრებმა გეტებორგში, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ პირველი საკონტროლო მატჩი გამართა აზერბაიჯანელ თანატოლებთან და მეტოქე 33-27 დაამარცხა. ხვალ და ზეგ გუნდები კიდევ ორჯერ ითამაშებენ გლდანის ხელბურთის აკადემიაში.