Error
  • The template for this display is not available. Please contact a Site administrator.

Home Page

08/10/14 ქუთაისელთა მესამე მოგება

სენაკში, საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთი ლიგის ტურნირზე, 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის ქუთაისის გუნდმა მესამე თამაშიც მოიგო და პირველი წრის ბოლო ტურის წინ 6 ქულით ლიდერობს.

 

ქუთაისელებს შარშან წარუმატებელი სეზონი ჰქონდათ და საპრიზო სამეულში ვერ მოხვდნენ, წლეულს კი სხვა გეგმები აქვთ. მესამე დღეს მათ დაამარცხეს შარშანდელი მესამე პრიზიორი, ზუგდიდი - 39:26.

მეორე მატჩი მოიგო ბათუმის გუნდმა, რომელმაც აჯობა წყალტუბოს - 26:23. წყალტუბოელები სამტრედიასთანაც დამარცხდნენ - 30:31.

პირველი წრე ხუთშაბათს დასრულდება წყალტუბო-ქუთაისისა და სამტრედია-ზუგდიდის მატჩებით. ორწრიანი ტურნირის შემდეგ სამი საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

საქართველოს ჩემპიონატი 2014-15. ბიჭები, 1998-99

დასავლეთის ლიგა. პირველი წრე, სენაკი. 8 ოქტომბერი

ბათუმი – წყალტუბო 26:23

ბათ: დავითაძე - სიხარულიძე 13, ქათამაძე 7, მახაჭაძე 3, მალაყმაძე 2, კოტიშაძე 1
წყ: აფხაძე, ჯანელიძე - ხელაძე 10, ბენდელიანი 4, მეტონიძე 3, ნემსიწვერიძე 3, ჭოლოკავა 2, აფხაძე 1

ზუგდიდი - ქუთაისი 26:39

ზუგ: ხასია - ბულია 11, ხურციძე 6, ეხვაია 3, ესართია 2, ძაძამია 2, შედანია 1, გოგოხია 1

ქუთ: ფაილოძე, კუპატაძე - ნოდია 10, გიორგაძე 9, კბილაშვილი 6, მამისეიშვილი 6, რობაქიძე 4, მერკვილაძე 2, არსენიძე 1, სულაბერიძე 1

სამტრედია – წყალტუბო 31:30

სამ: ქავზინაძე, შველიძე - ანტონოვიჩი 10, ლ.ცხვარაძე 7, ზურაბიანი 6, გ. ცხვარაძე 4, გეგია 2, ბოცვაძე 2

წყ: აფხაძე, ჯანელიძე - მამისეიშვილი 10, ხელაძე 8, მეტონიძე 5, ჭოლოკავა 4, ნემსიწვერიძე 3

მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე

მდგომარეობა: ქუთაისი 6 (3), სამტრედია 4 (3), ბათუმი 4 (4), ზუგდიდი 2 (3), წყალტუბო 0 (3)

9 ოქტომბერი
14:00 წყალტუბო - ქუთაისი
15:30
სამტრედია - ზუგდიდი