ეგვიპტეში, მსოფლიო ჩემპიონატზე, კიდევ 6 ხუთი გუნდი გავიდა მეორე ეტაპზე: გერმანია, უნგრეთი, დანია, არგენტინა, ყატარი და ხორვატია. 

A ჯგუფიდან ესენი არიან უნგრეთისა და გერმანიის ნაკრებები. გერმანიას 10-0 მოგება მიენიჭა კაბო ვერდეს წინააღმდეგ. ამ აფრიკული სახელმწიფოს გუნდმა ჯგუფური რუნდის პირველი მატჩი 11 ხელბურთელით ითამაშა, ამის შემდეგ კი ორს კოვიდ-ვირუსი დაუდასტურად. ბოლო ტურის მატჩში, ურუგვაის წინაღმდეგ, კაბო ვერდეს იმ შემთხვევაში ექნებ თამაშის უფლება, თუ ათ ჯანსაღ მოთამაშეს შეკრებს.   

B ჯგუფში ბრაზილიამ მე-60 წუთზე ორი გოლი გაუტანა ტუნისს და ზედიზედ მეორე მატჩი დასრულა ფრედ - 32-32. ესპანეთმა 27-26 მოუგო პოლონეთს და 3 ქულით დაწიინაურდა, თუმცა, ამ ჯგუფში ყველაფერი 19 იანვარს, ბოლო ტურში გადაწყდება.

C ჯგუფში ყატარმა მძიმე თამაში მოუგო იაპონიას, 31-29, 4 ქულა მოაგროვა და მთავარ რაუნდში გავიდა. ხორვატიაც მერე ეტაპზეა ანგოლის დამარცხების შემდეგ: 28-20.

D ჯგუფში არგენტინასა და დანიას 4-4 ქულა აქვთ და ბოლო ტურში ერთმანეთში თამაშობენ „ოქროს“ ქულებისთვის, მესამე საგზურის მფლობელის ვინაობა კი ბაჰრეინ-კონგოს მატჩში გაირკვევა.

მომდევნო ორი დღეში მსოფლიო ჩემპიონატზე წინასწარი რაუნდი დასრულდება. დღეს 8 თამაშია E-H ჯგუფებში. მეორე რაუნდში უკვე გასულები არიან ეგვიპტე, შვედეთი, რუსეთის ხელბურთის ფედერაციის გუნდი, ბელარუსი და სლოვენია.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

წინასწარი რაუნდი, 17 იანვარი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)დ

A ჯგუფი. გერმანია 4 ქულა, უნგრეთი 4, კაბო ვერდე 0, ურუგვაი 0

კაბო ვერდე - გერმანია 0-10

უნგრეთი - ურუგვაი 44-18

მათე 8, სეკელი (11 მოგერიება), ბორბეი (12) - მორანდეირა 4

19 იანვარი. 21:00 ურუგვაი - კაბო ვერდე, 23:30 გერმანია - უნგრეთი

15 იანვარი. გერმანია - ურუგვაი 43-14, უნგრეთი - კაბო ვერდე 34-27

B ჯგუფი. ესპანეთი 3, პოლონეთი 2, ბრაზილია 2, ტუნისი 1

ტუნისი - ბრაზილია 32-32

დარმული 8, რგიზი 7, ჰარბაუი (12) - ლანგარო 6, ჰაკბარტი 6

პოლონეთი - ესპანეთი 26-27

სიცკო 6, მორავსკი (17) - ენტრერიოსი 5, კორალესი (10)

19 იანვარი. 21:00 ესპანეთი - ტუნისი, 23:30 ბრაზილია - პოლონეთი     

15 იანვარი. ესპანეთი - ბრაზილია 29-29, ტუნისი - პოლონეთი 28-30

C ჯგუფი. ყატარი 4, ხორვატია 3, იაპონია 1, ანგოლა 0

ყატარი - იაპონია 31-29

მარზო 11, აბიდი (11) - დოი 7, აგარიე 6

ანგოლა - ხორვატია 20-28

ფერეირა 4 - ჩუპიჩი 6, მარტინოვიჩი 5

19 იანვარი. 18:30 იაპონია - ანგოლა, 21:00 ხორვატია - ყატარი

15 იანვარი. ყატარი - ანგოლა 30-25, ხორვატია - იაპონია 29-29

D ჯგუფი. დანია 4, არგენტინა 4, ბაჰრეინი 0, დრ კონგო 0

არგენტინა - ბაჰრეინი 24-21

პისარო 6, მოსკარიელო 5, მასიელი (11) - აჰმედი 5

დრ კონგო - დანია 19-39

მვუმბი 4 - ი. ჰანსენი 8, ჰოლმი 6, ნილსენი (13)

19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი - დრ კონგო, 23:30 დანია  - არგენტინა

15 იანვარი. არგენტინა - დრ კონგო 28-22, დანია - ბაჰრეინი 34-20

E ჯგუფი. საფრანგეთი 4, ნორვეგია 2, შვეიცარია 2, ავსტრია 0

18 იანვარი. 21:00 საფრანგეთი - შვეიცარია, 23:30 ნორვეგია - ავსტრია

14 იანვარი. ავსტრია - შვეიცარია 25-28, ნორვეგია - საფრანგეთი 24-28

16 იანვარი. ავსტრია - საფრანგეთი 28-35, შვეიცარია - ნორვეგია 25-31

F ჯგუფი. პორტუგალია 4, ისლანდია 2, ალჟირი 2, მაროკო 0

18 იანვარი. 21:00 პორტუგალია - ალჟირი, 23:30 ისლანდია - მაროკო

14 იანვარი. ალჟირი - მაროკო 24-23, პორტუგალია - ისლანდია 25-23

16 იანვარი. მაროკო - პორტუგალია 20-33, ალჟირი - ისლანდია 24-39

G ჯგუფი. ეგვიპტე 4, შვედეთი 4, ჩილე 0, მაკედონია 0

18 იანვარი. 21:00 ჩრდ. მაკედონია - ჩილე, 23:30 შვედეთი - ეგვიპტე

13 იანვარი. ეგვიპტე - ჩილე 35-29, 14 იან. შვედეთი - ჩრდ. მაკედონია 32-20

16 იანვარი. ეგვიპტე - ჩრდ. მაკედონია 38-19, ჩილე - შვედეთი 26-41

H ჯგუფი. ბელარუსი 3, რხფ 3, სლოვენია 2, კორეა 0

18 იანვარი. 18:30 კორეა - რხფ, 21:00 სლოვენია - ბელარუსი

14 იანვარი. ბელარუსი - რხფ 32-32, სლოვენია - კორეა 51-29

16 იანვარი. ბელარუსი - კორეა 32-24, რხფ - სლოვენია 31-25

 

KacebiUmaglesiLiga





Our partners: