ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ ფინალში 30-25 დაამარცხა ხელბურთის კლუბი ქუთაისი და საქართველოს თასი მესამედ მოიპოვა 2015 და 2019 წლების შემდეგ. 

ამავე გუნდებს შარშანდელი ფინალი, ერთი წლის წინ, ბათუმმა 27-20 მოიგო. ქუთაისს რევანში ეწადა. 

პირველმა ტაიმმა ძირითადად უკანა ხაზის შეჯიბრებაში ჩაიარა. ბათუმელთა სამეულს (გიორგაძე, ბერძენიშვილი, მსხვილიძე) ქუთაისელთა მხრიდან სიმონია, სტურუა და ფერაძე უპირისპირდებოდნენ. თამაში ერთხანს თანაბარი იყო, სანამ ზედიზედ 3 გოლი არ გაიტანა რატი მსხვილიძემ (15-11). გოლიათი მარჯვენა შუამარბი (208 სმ) პირველ ტაიმში უდავოდ საუკეთესო იყო 7 გოლით, ამის გარდა მან 2 შვიდმეტრიანი მოიპოვა. ბათუმი შესვენებაზე ოთხბურთიანი უპირატესობით წავიდა - 16-12.

მეორე ნახევარი ქუთაისელთა კარში 16 წლის რუხაძემ დაიწყო და 6 ბურთიც მოიგერია. გუნდმა რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა მინიმუმამდე და ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი (19-20, 20-21), მაგრამ მეტოქე ამ სიტუაციას დაუძვრა.

როდესაც ბერძენიშვილი და მსხვილიძე დაიღალნენ, ბათუმელთა მწვრთნელმა თამამად შეუშვა მოედანზე ახალგაზრდები - ტიელიძე და ბაინაზიშვილი, რითაც ვეტერანებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.  ბაინაზიშვილის პასით ლაპიაშვილმა სხვაობა გაზარდა (23-20), შემდეგ მეკარე ტორონჯაძემ მოიგერია მეტოქის ერთი-ერთზე გასვლა, მეორე ნახევარში 5 გოლი გაიტანა ხაზის მოთამაშემ ლაპიაშვილმა, ხოლო მარცხენა ინსაიდმა, გივი გიორგაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 9 გოლი.

დასრულებამდე  4 წუთით ადრე, ბათუმმა სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა (27-22) და მოგება გაინაღდა. ქუთაისელებმა ვერ შეძლეს თამაშის აჩქარება, გამრავალფეროვნება და მატჩის მთელმა სიმძიმემ უკანა სამეულზე გადაიარა - მათ კი შესვენების შემდეგ გაუჭირდათ ბათუმის მძლავრი დაცვის (გიორგაძე, ბერძენიშვილი, მსხვილიძე, მაისურაძე) და მეკარე ტორონჯაძის დაძლევა. წაგებულ გუნდში საუკეთესო იყო შალვა სტურუა 9 გოლით.

ფინალი, ბათუმი - ქუთაისი:  https://www.youtube.com/watch?v=IYSFLHhfXwM

 „შავი ზღვის ბიჭებმა“ შინაურ ასპარეზზე ზედიზედ მეოთხე ტიტული მოიგო:  - 2018 და 2019 წლების ჩემპიონობა და 2019 და 2020 წლების თასი. მის გარდა ბათუმელთა ანგარიშზე კიდევ თითო ჩემპიონობა (2016) და თასია (2015). ქუთაისი, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ბოლო წლებში, ჯერაც უტიტულოდაა და ბრძოლას საქართველოს 2020-21 წლების ჩემპიონატში განაგრძობს. 

საქართველოს თასის გათამაშება მეხუთედ გაიმართა. ბათუმელთა გარდა, ჯილდო მოგებული აქვთ სამტრედიას (2014) და თბილისის პეგასს (2018).

ხელბურთი. საქართველოს თასი 2020. კაცები

13 ნოემბერი, სპორტის სასახლე. ფინალი

BSB ბათუმი - ქუთაისი 30-25

ბათ: ტორონჯაძე (7 მოგერიება), ვარშალომიძე - გიორგაძე 9, მსხვილიძე 8, ლაპიაშვილი 6, აბრამიშვილი 3, ბერძენიშვილი 2, ახალბედაშვილი 1, უ. მაისურაძე 1, ტიელიძე, ბაინაზიშვილი თურმანიძე, მჟავანაძე, კაკულია, კახიძე, ზაქარაძე - მწვ. მ. მჟავანაძე, ა. კომახიძე

ქუთ: შ. მაისურაძე (4), რუხაძე (6), გულეიშვილი (1) - სტურუა 9, სიმონია 5, გამზარდია 3, ფერაძე 2, ხაჟომია 2, სურმავა 2, მერკვილაძე 1, გოგოლაძე 1, ჯუღელი - მწვ. ა. ბოყოჩაძე, ე. მამასახლისი, დ. გობეჯიშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი (თბილისი)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი

მე-3-4 ადგილები. სპორტუნი - სტუ-იმედი 38-35

სპ: ხარაიშვილი (14) - ზურაბიანი 9, ჯ. იმნაძე 8, იობაშვილი 5,  ჩიკვილაძე 5, მიქავა 4, ლ. იმნაძე 4, აბჟანდაძე 3, კორსანტია, აბდულდაიემი

სტუ: მ. კობახიძე (11) - ყორიაული 11, ტალახაძე 9, ერისთავი 6, გრიშიკაშვილი 4,  გოგალაძე 3, ნაწილაშვილი 2, უ. კობახიძე

მსაჯები: გ.გველესიანი (წყალტუბო) - თ. ბჟალავა (ფოთი)

დელეგატები: გ. ბროლაძე, თ. ჩოგოვაძე

სამდივნო: ლ. ზაქარიაძე, ქ. იაშვილი, ნ. სურგულაძე

კლასიფიკაცია: 1. ბათუმი 2. ქუთაისი 3. სპორტუნი 4. სტუ-იმედი 5. სამტრედია 6. ფოთი 7. პეგასი 8. ქარიშხალა

საქართველოს ჩემპიონატი
2020-21

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი
ქარიშხალა 27-26 წყალტუბო
BSB ბათუმი 38-14 ფოთი
პეგასი 27-42 ქუთაისი
11 დეკემბერი
BSB ბათუმი 40-20 წყალტუბო
ქარიშხალა 27-35 ფოთი
12 დეკემბერი
ფოთი 22-26 წყალტუბო
ქარიშხალა 20-54 ქუთაისი
BSB ბათუმი 38-25 სამტრედია
13 დეკემბერი
ქარიშხალა 33-38 სამტრედია
BSB ბათუმი 32-28 ქუთაისი
  13 დეკ.
                გატ-გაშ        
  BSB ბათუმი 4     4     0     0     148-87     8    
  ქუთაისი 3     2     0     1     124-79     4    
  სამტრედია 2     1     0     1     63-71     2    
  წყალტუბო 3     1     0     2     72-89     2    
  ფოთი 3     1     0     2     71-91     2    
  ქარიშხალა 4     1     0     3     107-153     2    
  პეგასი 1     0     0     1     27-42     0    
საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal