ხვალ  გლდანის ხელბურთის აკადემიაში იწყება საქართველოს თასის გათამაშება კაცთა გუნდებს შორის.  

ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა 2020 წლის მარტის შემდეგ, მასუკან, რაც შინაური სეზონი კოვიდ-პანდემიის გამო შეწყდა და აღარ განახლებულა. ცხადია, ტურნირი ჩაივლის უმაყურებლოდ, უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით - კოვიდ-ინსტრუქციის მიხედვით.

მონაწილეობს 8 კლუბი.  უმაღლესი ლიგის 6 გუნდს ემატება ფოთის ოქროს ვერძი და თბილისის ქარიშხალა. შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით იმართება, ოღონდ, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდებს დიდი ხანია, სატურნირო პრაქტიკა არ ჰქონიათ, გათამაშდება ყველა ადგილი - ანუ რვავე მონაწილე კლუბს გარანტირებული 3 თამაში ექნება.

ხვალ, გლდანის ხელბურთის აკადემიაში, დილის 10 საათიდან გაიმართება 4 მეოთხედფინალური მატჩი:  BSB ბათუმი - ქარიშხალა, იმედი-სტუ - ფოთი, ქუთაისი - სამტრედია, პეგასი - სპორტუნი.

11 ნოემბერს, იმავე არენაზე, ნახევარფინალებია მე-5-8 და 1-4 ადგილებისთვის. 12 ნოემბერს გლდანში გათამაშდება მე-5 და მე-7 ადგილები, ხოლო ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი დანიშნულია 13 ნოემბერს, სპორტის სასახლეში. ფინალი 15 საათზე დაიწყება, ხოლო ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე.

ხელბურთი. საქართველოს თასი 2020. კაცები

10 ნოემბერი, გლდანის აკადემია, მეოთხედფინალი

10:00 BSB ბათუმი - ქარიშხალა

12:30 იმედი-სტუ - ოქროს ვერძი ფოთი

15:00 ქუთაისი - სამტრედია

17:30 პეგასი - სპორტუნი

11 ნოემბერი, გლდანის აკადემია

10:00 5-8 ადგ. წაგებულები: ბათუმი/ქარიშხალა - სტუ/ფოთი

12:30 ნახევარფინალი. მოგებულები: ბათუმი/ქარიშხალა - სტუ/ფოთი

15:00 ნახევარფინალი. მოგებულები: ქუთაისი/სამტრედია - პეგასი/სპორტუნი

17:30 5-8 ადგილები. წაგებულები: ქუთაისი/სამტრედია - პეგასი/სპორტუნი

12 ნოემბერი, გლდანის აკადემია

13:00 მე-7-8 ადგილებისთვის

15:00 მე-5-6 დგილებისთვის

13 ნოემბერი, სპორტის სასახლე, ფინალი

13:00 მე-3-4 ადგილებისთვის

15:00 ფინალი

საქართველოს ჩემპიონატი
2020-21

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი
ქარიშხალა 27-26 წყალტუბო
BSB ბათუმი 38-14 ფოთი
პეგასი 27-42 ქუთაისი
11 დეკემბერი
BSB ბათუმი 40-20 წყალტუბო
ქარიშხალა 27-35 ფოთი
12 დეკემბერი
ფოთი 22-26 წყალტუბო
ქარიშხალა 20-54 ქუთაისი
BSB ბათუმი 38-25 სამტრედია
13 დეკემბერი
ქარიშხალა 33-38 სამტრედია
BSB ბათუმი 32-28 ქუთაისი
  13 დეკ.
                გატ-გაშ        
  BSB ბათუმი 4     4     0     0     148-87     8    
  ქუთაისი 3     2     0     1     124-79     4    
  სამტრედია 2     1     0     1     63-71     2    
  წყალტუბო 3     1     0     2     72-89     2    
  ფოთი 3     1     0     2     71-91     2    
  ქარიშხალა 4     1     0     3     107-153     2    
  პეგასი 1     0     0     1     27-42     0    
საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal