News Calendar

August 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 1 2 3 4 5 6
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გააუქმა ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ტურნირი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში იყო დანიშნული ბუდაპეშტში. გაიმართა ახალი, 2020-21 სეზონის წილისყრაც. კაცთა 2019-20 სეზონის ფინალური ოთხეულის ტურნირი გეგმის მიხედვით, 28-29 დეკემბერს გაიმართება კიოლნში. 

ორივე შეჯიბრება მარტში, პლეიოფის დაწყებამდე შეწყდა. კაცთა ტურნირში ფედერაციამ პირდაპირ, მერვედფინალისა და მეოთხედფინალის გარეშე გამოავლინა ნახევარფინალისტები: პსჟ, ბარსელონა, კილი და ვესპრემი - ამ ოთხმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო შედეგები აჩვენა.

ქალთა ტურნირის ფინალური ოთხეული მაისიდან სექტემბერში გადაიტანეს და ამ დროსვე აპირებდნენ არა მარტო ნახევარფინალისა და ფინალის, არამედ მეოთხედფინალის გამართვასაც, მაგრამ ფედერაციის აღმასკომმა მიიჩნია, რომ პანდემიის საშიშროება კიდევ არსებობს და 2019-20 სეზონი გაუქმებულად გამოაცხადა, თუმცა, ახალი, 2020-21 წლის გათამაშების დაწყებას ერთ კვირაში, 12 სექტემბერს გეგმავს.

ქალთა და კაცთა ჩემპიონთა ლიგა ამ სეზონიდან ახალი ფორმატით ტარდება. მონაწილეობს ორ-ორ ჯგუფად დაყოფილი 16-16 გუნდი. ქალები ჯგუფურ ეტაპს 12 სექტემბრიდან 14 თებერვლამდე ითამაშებენ. ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი პირდაპირ გავა მეოთხედფინალში, ხოლო მე-3-6 ადგილზე გასული გუნდები მეოთხედფინალში მოსახვედრად პლეიოფს ითამაშებენ. პლეიოფი 6/7 და 13/14 მარტსაა, მეოთხედფინალი - 3/4 და 10/11 აპრილს, ხოლო ფინალური ოთხეულის ტურნირი, ანუ ნახევარფინალი და ფინალი, 29-30 მაისსაა დანიშნული ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე.

შეიცვალა გუნდების შერჩევის წესიც. ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ დაუშვეს მხოლოდ ევროპული რეიტინგის 8 მოწინავე ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო რეიტინგის პირველმა ნომერმა, დანიამ, ორი გუნდის გამოყვანის უფლება მიიღო. ეს 9 გუნდია: ესბიერგი, ოდენსე (დანია), მეცი (საფრანგეთი), ბორუსია დორტმუნდი (გერმანია), დიორი (უნგრეთი), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), კრისტიანსანდი (ნორვეგია), რამნიკუ ვალჩეა (რუმინეთი), როსტოვი (რუსეთი). ამათგან ოდენსეს, დორტმუნდისა და კრისტიანსანდის გარდა დანარჩენი 6 გუნდი ბოლო სეზონის მეოთხედფინალისტი იყო.

ჯგუფური ეტაპის დანარჩენი მონაწილეები ევროპის ხელბურთის ფედერაციამ შეარჩია და 7 ვაილდ-ქარდი დაარიგა. სულ შეტანილი იყო 12 განაცხადი, რომელთაგან EHF-მ აირჩია: ბოლო სეზონის 2 მეოთხედფინალისტი CSM ბუკურეშტი (რუმინეთი) და ბრესტ-ბრეტონი (საფრანგეთი), ასევე - ფერენცვაროში (უნგრეთი), ბიტიგჰაიმი (გერმანია), პოდრავკა ვეგეტა (ხორვატია), კრიმ მერკატორი (სლოვენია), ცსკა (რუსეთი).

ვაილდ-ქარდის განაცხადი შეტანილი ჰქონდა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, მედეა ჩოხელის კლუბს, კუმანოვოს. მაკედონიის ჩემპიონატის შეწყვეტამდე ეს კლუბი 15 თამაშიდან 15 მოგებით ლიდერობდა, მედეა კი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.  კუმანოვო, ისევე როგორც შვედეთის ჰოორსი, ნორვეგიის სტორჰამარი, თურქეთის კასტამონუ და ჩეხეთის ბანიკ მოსტი ითამაშებენ რანგით მეორე ევროტურნირში, ევროპის ხელბურთის ლიგაში, რომელიც ამ სეზონში პირველად იმართება. 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ასეთია:

ჯგუფი: მეცი (საფრანგეთი), როსტოვი (რუსეთი), კრისტიანსანდი (ნორვეგია), ესბიერგი (დანია), ფერენცვაროში (უნგრეთი),CSM ბუკურეშტი (რუმინეთი), ბიტიგჰაიმი (გერმანია), კრიმ მერკატორი (სლოვენია)

B ჯგუფი: რამნიკუ ვალჩეა (რუმინეთი), დიორი (უნგრეთი),ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), ბორუსია დორტმუნდი (გერმანია), ცსკა (რუსეთი),ბრესტ-ბრეტონი (საფრანგეთი), ოდენსე (დანია), პოდრავკა ვეგეტა (ხორვატია)

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal