თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბათუმის “შავი ზღვის ბიჭებმა“ 37-25 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს, ქუთაისმა კი 37-34 დაამარცხა სტუ-იმედი. ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ხვალ მორიგი ორი მატჩია.

ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა მეცამეტე მატჩში მეთორმეტე გამარჯვება მოიპოვა. სპორტის უნივერსიტეტი მხოლოდ დასაწყისში გაუძალიანდა ლიდერს: მეათე წუთზე ბათუმი მხოლოდ ერთი ბურთით იგებდა (7-6), მაგრამ ამის შემდეგ, შესვენებამდე, სხვაობა თერთმეტამდე გაზარდა -  24-13. 

მეორეში სტუდენტები ბევრით აღარ ჩამორჩნენ ბათუმელებს და სხვაობა იმაზე ნაკლები გამოვიდა, ვიდრე ამავე გუნდების პირველი წრის მატჩში - ბათუმმა მაშინ 45-28 მოიგო, დღეს - 37-25. ბათუმი 24 ქულით ლიდერია, სპორტუნმა მეხუთე ადგილი შეინარჩუნა. მოგებულ გუნდში ყველაზე მეტი, 8 გოლი ხაზის მოთამაშე გიორგი მიქავამ გაიტანა, სტუდენტებს შორისაც ამ ამპლუის მოთამაშე, ირაკლი ჩაკვეტაძე იყო ყველაზე შედეგიანი - 7 გოლი.  

უფრო საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი ცხრილში მეორე-მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს შორის. სტუ-იმედმა პირველ წრეში ქუთაისში დაამარცხა მეტოქე (40-38) და დღეს მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადაინაცვლებდა.

ქუთაისი თავიდანვე დაწინაურდა (4-1), მაგრამ ტრავმა მიიღო მათმა გამთამაშებელმა უჩა გამზარდიამ და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა - 3-4. მალე, ხუთბურთიანი, ჩამორჩენის შემდეგ (4-9), იმედის მწვრთნელ ირაკლი კეკელიძეს წუთშესვენების აღება მოუხდა. სხვაობა ორამდე დავიდა (9-11), რის შემდეგაც ტაიმაუტი უკვე ალექსანდრე ბოყოჩაძეს დასჭირდა.

მთელი ბრძოლა თითქოს წინ იყო, მგრამ მე-19 წუთზე წითელი ბარათი მიიღო იმედის მოთამაშემ, მეთოდე ჭელიძემ, ქუთაისი სწრაფად დაწინაურდა და შესვენებამდე სხვაობა გაიზარდა: 21-11.

საქმე გაკეთებული იყო, მეორე ნახევარში მოედანს დაუბრუნდა გამზარდიაც, იმედმა საქმე ნელ-ნელა გამოასწორა, მაგრამ ქუთაისელთა მოგება ეჭვქვეშ არ დამდგარა. საბოლოოდ, სახელბურთო კლუბმა ქუთაისმა მოიგო იმაზე მეტით, ვიდრე პირველ წრეში დამარცხდა (37-34), მეტოქეს 4 ქულით გადაასწრო და მეორე ადგილზე მტკიცედ დამკვიდრდა. 7-ტ გოლი გაიტანეს ქუთაისელმა უკანახაზელებმა, სტურუამ, გამზარდიამ და ფერაძემ, წაგებულ გუნდში ცხრაჯერ გამოიჩინა თავი დავით ყორიაულმა.

ხვალ ოლიმპიურ სასახლეში 16 საათზე ქუთაისი სპორტის უნივესრიტეტს შეხვდება, ხოლო 18 საათზე „შავი ზღვის ბიჭები“ - სტუ-იმედს.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 3 მარტი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი - BSB  ბათუმი 25-37

სპ: ხანდოლიშვილი - ჩაკვეტაძე 7, ბულბულაშვილი 6, იობაშვილი 5, ზურაბიანი 4, იმნაძე 2, გულდედავა 1, ჩიკვილაძე, დელიბაშვილი, აბდელდაიემი

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - მიქავა 8, გოგოლაძე 6, აბრამიშვილი 6, ტიელიძე 5, ტალახაძე 4, სიმონია 2, ლაპიაშვილი 2, გიორგაძე 1, მსხვილიძე 1, მჟავანაძე 1, ცხადაია 1, ბერძენიშვილი, სტოლბოვი, თურმანიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი

იმედი-სტუ - ქუთაისი 34-37

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი - ყორიაული 9, გავაშელიშვილი 6, ალანია 4, აბჟანდაძე 4, დოლმაზაშვილი 3, გოგალაძე 2, ჭელიძე 2, კორსანტია 2, ერისთავი 1, თიგიშვილი 1, გრიშიკაშვილი

ქუთ: გულეიშვილი, რუხაძე - სტურუა 7, გამზარდია 7, ფერაძე 7, ხაჟომია 5, რუსტამოვი 3, მერკვილაძე 3,  სურმავა 3, ზარნაძე 2, კობახიძე, აბულაძე, ჯუღელი, ლომიძე, იმნაძე

მსაჯები: თ. ბჟალავა, გ. გველესიანი

4 მარტი, ოლიმპიური სასახლე

16:00 სპორტუნი - ქუთაისი

18:00 იმედი-სტუ - BSB  ბათუმი

 3 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 13
12
0 1 505-345 24
 
  ქუთაისი 13
11
0 2 555-419 22
 
  იმედი სტუ 13 9 0 4 410-335 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 13     4     0     9     404-464     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  
საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal