News Calendar

February 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში 28-25 დაამარცხა ტურნირის მასპინძელი, იტალია და ხვალ, კოსოვოსთან მატჩის შემდეგ თბილისში დაბრუნდება და მოემზადება ფინეთთან უმნიშვნელოვანესი თამაშებისთვის - უკვე ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად.

ამ მატჩამდე რუმინეთმა 32-21 მოუგო კოსოვოს და 4 ქულა დააგროვა. ამის შემდეგ საქართველოს ჯგუფში პირველობის შანსი აღარ დარჩა, რადგანაც 4 ქულის აღების შემთხვევაში რუმინეთი, რომელთანაც გუშინ მძიმე ბრძოლაში დავმარცხდით, პირადი მოგებით გვაჯობებს.

სამაგიეროდ, პირველობის შანსი და მოგების დიდი მოტივაცია ჰქონდა იტალიას - მას სჭირდებოდა მინიმუმ ქულა საქართველოსთან, რათა ბოლო ტურში რუმინეთთან მოგებით დაეკავებინა პირველი ადგილი და ბრძოლა გაეგრძელებინა. პროგნოზი თავიდანვე ასეთი იყო, რომ ჯგუფის გამარჯვებულს ბოლო დღეს, იტალია-რუმინეთის მატჩი გაარკვევდა.

მაგრამ ეს მოლოდინი გააბათილა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ იტალიაზე უკეთესი გუნდია და გამარჯვების სურვილიც არანაკლები ჰქონდა.

ნიკოლა მაქსიმოვიჩმა სასტარტო შვიდეული შეცვალა - მარჯვენა კუთხეში თამაში ჭანტურიამ დაიწყო, ხაზზე -არსენაშვილმა, ხოლო გამთამაშებლად - კბილაშვილმა.

ანგარიში გიორგი ცხოვრებაძემ გახსნა და ცოტა ხანში კბილაშვილმა კიდევ ერთხელ დაგვაწინაურა. მალე ამ ორმა კიდევ თითო გოლი გაიტანა 4-2. ჩვენს გამარჯვებას საფუძველი ჩაუყარა შოთა თევზაძემ, რომელმაც დასააწყისშივე მოიგერია შვიდმეტრიანი, პირველ ტაიმში ექვსი მოგერიება ჰქონდა, მატჩის ბოლოსკენ კი ათამდეც ავიდა.

მალე ჩიქოვანმა და არსენაშვილმა უფრო დაგვაწინაურეს 6-3, მეტოქე თითქმის დაგვეწია (6-5), მაგრამ თემო ორჯონიკიძემ გაიტანა სამი გოლი, ცხოვრებაძემ მეტოქის დაცვა გაარღვია, რუსტამოვი კი კონტრშეტევაში გაიქცა. 11-6 და იტალიის მწვრთნელ ტრილინის წუთშესვენება დასჭირდა.

კბილაშვილმა კიდევ ერთხელ დაგვაწინაურა ხუთით (12-7), მაგრამ ცხოვრებაძის ორწუთიანი გაძევება სამ გოლად დაგვიჯდა - მეტოქემ ჯერ შვიდმეტრიანი გაიტანა და შემდეგ კიდევ ორჯერ გამოიყენა მეტობა - 12-10.

ორჯონიკიძე და რუსტამოვი კარგად გაიქცნენ სწრაფ გარღვევაში, მაგრამ მასპინძლებმა ზედ შესვენების წინ მაინც დაიყვანეს სხვაობა ორამდე - ტაიმი საქართველომ 13-11 მოიგო.  

პირველ ტაიმში მაქსიმოვიჩმა სულ 9 მოთამაშე გამოიყენა - მარცხენა ინსაიდისა და გამთამაშებლის პოზიციაზე ერთმანეთს ორჯონიკიძე, ჩიქოვანი და კბილაშვილი ენაცვლებდნენ, ხაზზე კი მცირე ხნით უჩა მაისურაძე გამოვიდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში ცხოვრებაძისა და ორჯონიკიძის გოლების შემდეგ ორჯერ ავედით სამბურთიან სხვაობაზე (14-11, 15-12), მაგრამ მალე ზონერერმა კუთხიდან გაგვიტანა და ანგარიში 15-14 გახადა. ეს იყო თამაშის  ერთადერთ კომპონენტი, რომელშიც მეტოქემ გვაჯობა - იტალიამ საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანა ორივე კუთხიდან, ჩვენი 6 დარტყმიდან კი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ზუსტი, ისიც ბოლო წუთზე, როდესაც თამაში უკვე მოგებული იყო.

აქ დაცვაში გამოსვლა დაიწყო ლექსო წითელიშვილმა და ამ კომპონენტში გუნდის მწყობრი გააძლიერა. ჩიქოვანმა მშვნიერი პასი მიაწოდა ცხოვრებაძეს, შემდეგ კი კბილაშვილმა ორჯერ კარგად დაინახა არსენაშვილი: 18-14! 

აქამდე საქართველოს ნაკრების უპირატესობა არავითარ ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ იტალია 5-1 დაცვაზე გადავიდა, კბილაშვილმა კუნთი დაიჭიმა და მოედნის დატოვება მოუხდა. თევზაძის ორი კარგი მოგერიების მიუხედავად, არჩიერიმ კუთხიდან გაათანაბრა - 18-18, რჩება 17 წუთი და თამაში უკვე ერთბურთიანი სხვაობის რეჟიმში გადადის.

ცხოვრებაძეს და ჩიქოვანს კიდევ ორჯერ გავყავართ წინ, იტალია ორჯერ ათანაბრებს. კარში უკვე ცინცაძე დგას და ორჯერ იგერიებს დარტყმას, რომელთა შემდეგაც მასპინძლებს უკვე დაწინაურება შეეძლოთ! და მაინც, ტურკოვიჩს დასრულებამდე 10 წუთით ადრე პირველად გაჰყავს წინ იტალია 20-21! 

ახლა უკვე ქართველები ათანაბრებენ - ჯერ ჩიქოვანი და შემდეგ ცხოვრებაძე. 22-22. ირაკლი ჩიქოვანი გვიბრუნებს ლიდერობას, 23-22, მაგრამ იტალიელთა ლიდერი დეიან ტურკოვიჩი შვიდმეტრიანის ხაზზეა. კარში შოთა თევზაძე ბრუნდება და მეორე თამაშში მეოთხე შვიდმეტრიანს იგერიებს, ამის შემდეგ კი მოედანზე პირველად გამოსული მიქავა იღებს ჩიქოვანის პასს და მშვიდად გააქვს 6 მეტრიდან, 24-22, რჩება 4 წუთი და კულმინაცია ჯერ არ დამდგარა!

ტურკოვიჩს ისევ დაჰყავს სხვაობა მინიმიმამდე, ცხოვრებაძე მორიგ გოლს აჭედებს 9 მეტრიდან და აქ უმძიმეს ბურთს იგერიებს ზურაბ ცინცაძე - რომელმაც სულ 17 წუთი ითამაშა, 12 დარტყმიდან 6 მოიგერია და დიდი წვლილი შეიტანა მოგებაში.

და ამ მოგერიების შემდეგ თემო ორჯონიკიძე გარბის გარღვევაში 26-23, რჩება 2 წუთი და თამაში მოგებულია, ჩიქოვანს გააქვს ცარიელ კარში და წერტილს სვამს დიხამინჯია მარჯვენა კუთხიდან.

28-25 - ყველა პროგნოზი გაბათილებულია, იტალია-რუმინეთის მატჩს არავითარი აზრი აღარა აქვს, საქართველო კი ხვალ, 19 საათზე კოსოვოს ეთამაშება ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და ფინეთთან მატჩებისთვის უკეთესი განწყობის შესაქმნელად.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

3 ჯგუფი. პალა ტედესკი, ბენევენტო, იტალია (გამარჯვებული გავა პლეიოფში)

რუმინეთი 4 ქულა, საქართველო 2, იტალია 1, კოსოვო 1

11 იანვარი. კოსოვო - რუმინეთი 21-32

კოს: გერბესკი, ბერიშა - ჩუკა 7, აჰმეტი 4, ტერზიჩი 3, ფეტაჰუ 2, იუპა 2, დრილონ ტაჰირუკაი 2, გეგაი 1, დედაი, დრენიტ ტაჰირუკაი, აბდულაი, ბეშირი, ჩუნი, რამოსაი, პრეკაზი

რუმ: პოპესკუ, იანკუ - ბოტეა 7, ასოლტანეი 6, გრიგორაში 4, მოკანუ 4, ჰუმეტ გამინდე 3, კაბუცი 2, დუმიტრუ 2, ბუჟორი 1, ჩოგი 1, ფენიჩი 1, ტალმაიერი 1, სიმიკუ, ფოტაკე, სავენკო

მსაჯები: პეტურსონი-პრასტარსონი (ისლ)

საქართველო - იტალია 28-25

საქ: თევზაძე (10 მოგერიება), ცინცაძე (6) - ცხოვრებაძე 8, ჩიქოვანი 5, ორჯონიკიძე 5, კბილაშვილი 3, არსენაშვილი 3, რუსტამოვი 2, მიქავა 1, დიხამინჯია 1, ჭანტურია, მაისურაძე, წითელიშვილი, აბრამიშვილი,  კალანდაძე, გოგოლაძე

იტა: ვოლარევიჩი, კოლელუორი - სკატარი 7, ტურკოვიჩი 5, ბულძამინი 4, ზონერერი 4, სავინი 3 ,არჩიერი 1, პერეირა 1,  ე. იბალი, დანტინო,  სტაბელინი, პარიზინი, დარიპანი, დოლდანი, მენგონი,

მსაჯები: არძირიდისი-მუტასი (კვი)

დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)

12 იანვარი

19:00 კოსოვო - საქართველო, 21:00 იტალია - რუმინეთი

1 ჯგუფი. ლიტვა 4, სლოვაკეთი 4, ლუქსემბურგი 0, ფარერის კუნძულები 0

11 იან. სლოვაკეთი - ფარერები 27-26, ლიტვა - ლუქსემბურგი 32-22

2 ჯგუფი. ისრაელი 9, საბერძნეთი 8, ფინეთი 5, კვიპროსი 0

6 ტური. 11 იან. ისრაელი - საბერძნეთი 24-22, 12 იან. კვიპროსი - ფინეთი

4 ჯგუფი. დასრულდა - 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

ოლიმპიური სასახლე. თბილისი
3 მარტი
სპორტუნი - BSB ბათუმი
იმედი სტუ - ქუთაისი
4 მარტი
სპორტუნი - ქუთაისი
იმედი სტუ - BSB ბათუმი
ზესტაფონი
10 მარტი
წყალტუბო - გორი
სამტრედია - პეგასი
11 მარტი
სამტრედია - გორი
წყალტუბო - პეგასი
 26 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 12 9 0 3 376-298 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 12     4     0     8     379-427     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

5 მარტი
ფოთი - პეგასი
წყალტუბო - ქარიშხალა
6 მარტი
ფოთი - ქარიშხალა
წყალტუბო - პეგასი
 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
29 თებერვალი. ყვარელი
13:00 პეგასი - ყვარელი
14:00 მამული - ქარიშხალა
15:00 თელავი - ყვარელი
16:00 გორი - მამული
 
1 მარტი. სენაკი
13:00 აჭარა - სამტრედია
14:00 წყალტუბო - ფოთი
15:00 ტყიბული - სამტრედია
16:00 ქუთაისი - BSG ბათუმი
17:00 ფოთი - ტყიბული
 16 თებ.
      სხვ
  სამტრედია 13   13   0   0 330-152 26
  ყვარელი 13   12   0   1 322-184 24
  ტყიბული 13   11   0   2 270-183 22
  პეგასი 13   9   0   4 292-212 18
  მამული
13   8   1   4 270-237 17
  ფოთი 13   7   1   5 216-175 15
  BSG ბათუმი 14   7   1   6 245-235 15
  ქარიშხალა 14   6   1   7 282-272 13
  გორი 14   5   0   9 235-308 10
  წყალტუბო 13   3   0   10 174-264 6
  თელავი 13   2   0   11 214-310 4
  აჭარა 14   1   0   13 130-300 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
გაგრძელდება 7 მარტს

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
22 თებერვალი. თელავი
თელავი 15-3 მამული
თელავი 14-2 სკოლა 53
გორი 7-3 ქარიშხალა
მამული 8-0 სკოლა 53
თელავი 7-7 გორი
23 თებერვალი. წყალტუბო
ზუგდიდი 6-0 ქუთაისი
ფოთი 15-4 ზუგდიდი
ტყიბული 6-0 ქუთაისი
ფოთი 11-12 ბათუმი
ტყიბული 13-5 ზუგდიდი
ბათუმი 6-0 ქუთაისი 
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  
დასრულდება 12-16 აპრილს

ჭაბუკები 2006-07
1 მარტი. გლდანი
12:00 ქარიშხალა - აკადემია
12:45 რუსთავი - ყვარელი
13:30 გორი - აკადემია
14:15 პეგასი - ქარიშხალა
15:00 ყვარელი - აკადემია
15:45 პეგასი - რუსთავი
16:30 გორი - ქარიშხალა
 23 თებ.
სხვ
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  ქარიშხალა 10 7 1 2 103-52 15
  გორი 11 7 1 3 115-89 15
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  პეგასი 11 7 0 4 97-79 14
  ყვარელი 11 3 0 8 64-108 4
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 11 1 0 10 17-73 2
  აკადემია 10 0 0 10 2-67 0
დასრულდება 27-29 მარტს

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  popsport  sportal