facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მზადების მორიგი ეტაპი გამართა მოახლოებული მნიშვნელოვანი შეჯიბრებების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირების წინ. ორივე ეს ტურნირი იანვარში გაიმართება.

პირველი ეტაპი იყო ერთკვირიანი შეკრება მაკედონიაში, ოქტომბრის ბოლოს, რომლის დროსაც გუნდმა ორი ამხანაგური მატჩიც გამართა ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან. ამჯერად, ივარჯიშეს ნაკრების საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებმა, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების რამდენიმე ხელბურთელთან ერთად -  15 კაცი 5 დღით შეიკრიბა სასტუმრო ბატესტაში და ორჯერადი ვარჯიშები ჰქონდა ოლიმპიურ სასახლეში. 

სავარჯიშო პროცესს უძღვებოდნენ დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე და გიორგი გვაზავა.  სერბმა მწვრთნელმა სტოიანოვიჩმა შარშან უკვე უკვე ჩაატარა საწვრთნელი კემპი ჩვენს ჭაბუკთა და გოგონათა ნაკრებებთან, მას შემდეგ ის სკოპიეს მეტალურგში მუშაობდა, ხოლო ახლახან დაინიშნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად და ამავე დროს არის ეროვნული გუნდის სამწვრთნელო სტაფშიც.

შეკრების შესახებ გვესაუბრება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე:

- იანვარში ჩვენს გუნდს ორი მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ვეთამაშებით იტალიას, რუმინეთსა და კოსოვოს. ეს სამი მატჩი გაიმართება 10-12 იანვარს, იტალიის ქალაქ ბენევენტოში, ნეაპოლის მახლობლად. ამის შემდეგ გვაქვს ორი უსერიოზულესი მატჩი ფინეთთან, 16 იანვარს თბილისში და 19 იანვარსს - მეტოქის მოედანზე. ამ ორმა შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს, ვითამაშებთ თუ არა ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, სადაც გამოვა 32 უძლიერესი გუნდი და გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის 20 საგზური. 

მზადების პირველ ეტაპზე, ოქტომბერში, ოფიციალური სანაკრებო კვირეულის დროს, ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა მაკედონიაში და ორჯერ სერიოზული ბრძოლაც გავუმართეთ ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს (21-25 და 28-29 სკოპიეში). ოქტომბრის  შემდეგ სანაკრებო ფანჯარა უკვე იანვარშია, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ნოემბერში თბილისში შეგვეკრიბა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ხელბურთელები, ეროვნული გუნდის კანდიდატები.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი უცხოურ კლუბებში თამაშობს. დასამალია არაა, რომ დანარჩენები მათ ჩამოუვარდებიან უპირველესად ფიზიკური მომზადების დონით, სავარჯიშო პირობებითა და, შესაბამისად, სათამაშო კლასით, იანვარში კი 10 დღეში გველის 5 უმძიმესი თამაში. ამიტომაც გადაწყდა ამ შეკრების ჩატარება, რომ მთელი გუნდი სრულ მზადყოფნაში იყოს.

სულ შეკრებაზე გვყავდა ეროვნული გუნდის 12 კანდიდატი. კიდევ სამი, სამწუხაროდ ტრავმის გამო დაგვაკლდა, ჩვენთან ერთად იყო ასევე ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების 3 ხელბურთელი. ორივე ამ გუნდს 2020 წელს ევროპის ჩემპიონატი აქვს სათამაშო.

სულ გავმართეთ 9 ვარჯიში. თითქმის ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ამით თავიდან ავიცილეთ მონოტონურობა. ვერ ვიტყვი, რომ ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებას დაეთმო - ვმუშაობდით გუნდურ ურთიერთქმედებაზე, ინდივიდუალურ ტექნიკაზე, კოორდინაცის გაუმჯობესებაზე, მაგრამ ვარჯიშები იყო ინტენსიური და მაქსიმალურად მიახლოებული სათამაშო რიტმს, ასე რომ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებასაც მოიცავდა.

შემდეგი გეგმები ასეთია: დეკემბერში ნაკრების ყველა კანდიდატს საქართველოს ჩემმპიონატის 4 მატჩი აქვს სათამაშო. 20 დეკემბერს თბილისში ჩამოვა ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და საქმეს შეუდგება. ამის შემდეგ გუნდს დაემატებიან ლეგიონერები, მთავარი მწვრთნელი ნიკოლა მაქსიმოვიჩი და ჩვენი მთავარი კონსულტანტი, დრაგან ჯუკიჩი. იანვრის პირველი რიცხვებიდან გუნდი ოფიციალურ შეკრებაზე გადავა. ვფიქრობ, რომ მოსამზადებელი გეგმა კარგადაა შედგენილი და ნაკრები ოფიციალურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება. რაღა დაგიმალოთ და, შედეგსაც მაქსიმალურს ველით.

საქართველოს ნაკრების საწვრთნელი შეკრება. 14-19 ნოემბერი, 2019

ზურაბ ცინცაძე (GK, იმედი-სტუ), ხაზეინ რუსტამოვი (LW, ქუთ), ზურაბ აბრამიშვილი (LW, BSB ბათუმი), ვლადიმერ ბაძაღუა (LW, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (RW, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (RW, ქუთაისი), შალვა სტურუა (CB, ქუთაისი), გივი გიორგაძე (LB, BSB ბათუმი), გიგა ზარნაძე (CB, ქუთაისი), გიორგი მიქავა (P, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (P), გიორგი დიხამინჯია (RB, RW), იური სილაგაძე (GK, წყალტუბო, ახალგაზრდული ნაკრები), მირიან გავაშელიშვილი (CB, იმედი-სტუ, ახალგაზრდული ნაკრები), გოჩა თურმანიძე (CB, BSB ბათუმი, ჭაბუკთა ნაკრები) - მწვრთნელები: დამირ სტოიანოვიჩი, ბექა ორჯონიკიძე, გიორგი გვაზავა

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

იანვარი 2020. გამარჯვებული გავა პლეიოფში

3 ჯგუფი. იტალია, რუმინეთი, კოსოვო, საქართველო. 10-12 იანვარი, ბენევენტო, იტალია

10 იან. რუმინეთი-საქართველო, 11 იან. საქართველო-იტალია, 12 იან. კოსოვო - საქართველო

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

იანვარი 2020. გამარჯვებულები გავლენ მთავარ შესარჩევ რაუნდში

16 იანვარი, სპორტის სასახლე. საქართველო-ფინეთი

19 იანვარი. ფინეთი - საქართველო

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ქუთაისის სპორტის სასახლე
3 დეკემბერი
BSB ბათუმი 52-30 გორი
ქუთაისი 40-35 პეგასი
4 დეკემბერი
BSB ბათუმი 35-24 პეგასი
ქუთაისი 62-42 გორი
 5 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 5 5 0 0 223-161 10  
  BSB ბათუმი 5 4 0 1 188-131 8  
  პეგასი 5     3     0     2     159-153     6    
  იმედი სტუ 5 3 0 2 131-116
6  
  სამტრედია 5 3 0 2 155-169 6  
  სპორტუნი 5     1     0     4     108-137     2    
  გორი 5 1 0 4 150-199 2  
  წყალტუბო 5 0 0 5 111-174 0  

უმაღლესი ლიგა. ქალები
ხელვაჩაური
28 ნოემბერი
სამტრედია 0-10 ყვარელი
აჭარა 29-19 მამული
29 ნოემბერი
სამტრედია 0-10 მამული
აჭარა 26-31 ყვარელი
 29 ნოემ.
      სხვ
  ქარიშხალა 5   5   0   0 141-118 10
  ყვარელი 5   4   0   1 150-109 8
  სამტრედია 5   3   0   2 79-77
6
  აჭარა
5   2   1   2 115-96 5
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5
  მამული 5   2   0   3 112-124 4
  პეგასი 5   1   0   4 106-134 2
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0

გოგონები 2004-05
 25 ნოემ.
      სხვ
  სამტრედია 12   12   0   0 301-138 24
  ყვარელი 12   11   0   1 294-168 22
  ტყიბული 12   10   0   2 239-171 20
  მამული
12   8   1   3 254-209 17
  პეგასი 12   8   0   4 252-196 16
  ფოთი 12   6   1   5 195-159 13
  BSG ბათუმი 12   6   1   5 200-201 13
  ქარიშხალა 12   5   1   6 225-223 11
  გორი 12   4   0   8 193-245 8
  წყალტუბო 12   3   0   9 160-235 6
  თელავი 12   2   0   10 191-276 4
  აჭარა 12   1   0   11 105-240 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
მეორე წრე 2020 წელს

ჭაბუკები 2004-05
8 დეკემბერი. ზესტაფონი
სენაკი 17-37 წყალტუბო
ზუგდიდი 16-47 აჭარა
ქუთაისი 19-47 წყალტუბო
30 ნოემბერი. ზესტაფონი
ტყიბული 5-30 სამტრედია
ფოთი 22-32 აჭარა
ტყიბული 10-48 აჭარა
ზუგდიდი 16-28 სამტრედია
ტყიბული 9-28 ფოთი
ზუგდიდი 10-0 ქუთაისი
გაგრძელდება 2020 წელს
 8 დეკ.
      სხვ  
  აჭარა 7   7   0   0 304-115 14  
  ფოთი 7   6   0   1 177-111 12  
  სამტრედია 7   5   0   2 182-129 10  
  პეგასი 4   4   0   0 93-42 8  
  წყალტუბო 7   4   0   3 154-149 8  
  ქარიშხალა 4   3   0   1 84-59 6  
  ზუგდიდი 7   3   0   4 125-120 6  
  თელავი
4   2   0   2 61-89 4  
  ქუთაისი 7   2   0   5 102-140 4  
  რუსთავი 4   1   0   3 65-79 2  
  სენაკი 7   1   0   6 77-217 2  
  ქარელი 4   0   0   4 57-91 0  
  ტყიბული 7   0   0   7 45-185 0  

გოგონები 2006-07
გაგრძელდება თებერვალში
 17 ნოემ.
სხვ
 ტყიბული
3 3 0 0 38-11 6
  ფოთი 3 3 0 0 37-10 6
  ზუგდიდი 4 3 0 1 22-12 6
  თელავი
2 2 0 0 36-8 4
  აჭარა 4 2 0 2 21-29 4
  პეგასი
3 2 0 1 13-23 4
  გორი 1 1 0 0 11-3 2
  წყალტუბო
4 1 0 3 31-31 2
  ქარიშხალა 2 1 0 1 18-19 2
  BSG ბათუმი
3 1 0 2 9-13 2
  სამტრედია 4 0 1 3 8-33 1
  ქუთაისი 3 0 1 2 7-34 1
  53 სკოლა 2 0 0 2 5-15 0
  მამული 2 0 0 2 4-19 0

ჭაბუკები 2006-07
გაგრძელდება 14 დეკემბერს
 3 ნოემ.
      სხვ  
  ქარიშხალა 3   2   1   0 37-23 5  
  BSB ბათუმი 2   2   0   0 39-12 4  
  პეგასი 3   2   0   1 29-27 4  
  გორი 3   1   1   0 34-30 3  
  სამტრედია
2   1   0   1 27-23 2  
  ყვარელი 3   0   0   3 19-39 0  
  ქუთაისი 2   0   0   2 4-35 0  





Our partners:

Jakofm  lelo  popsport  sportal