თბილისის სპორტის სასახლეში ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა სამი მატჩი მოიგო და მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ისტორიაში ქართული გუნდის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.  

2002-03 წლებში დაბადებულ გოგონათა ნაკრები ამ შეჯიბრებისთვის 2 წელი ემზადებოდა. შარშან გუნდმა გეტებორგში იასპარეზა თავის პირველ ოფიციალურ შეჯიბრებაზე, ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე და იქ მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო აზერბაიჯანთან. ახალ სეზონში ამ ნაკრების წევრთა უმეტესობამ სერიოზული გამოცდილება მიიღო საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ერთობლივ ჩემპიონატში, სადაც. მთელი სეზონის განმავლობაში 16 მატჩი ითამაშა ასაკით უფროს მეტოქეებთან.

ამ ორ ტურნირზე გუნდის მწვრთნელები იყვნენ ანდრეი პორტნოი და ბექა ორჯონიკიძე, რომელთაც სერიოზული წვლილი აქვთ შეტანილი გუნდის მზადებაში, მაგრამ, აპრილში პორტნოის, პირადი მიზეზების გამო, უკრაინაში მოუხდა დაბრუნება, ორჯონიკიძე კი კაცთა ეროვნულ ნაკრებში დაინიშნა. მწვრთნელთა სტაფში ინა ჭკუასელსა და ლანა მარგიანს დაემატნენ ამ ასაკში საქართველოს ჩემპიონის, ფოთის „ოქროს ვერძის“ მწვრთნელი გელა ჟვანია და ეროვნული ნაკრების მეკარე გიგა ტორონჯაძე. ივლისში გუნდი წარმატებით გამოვიდა კლაიპედაში, ორი წლით უფროსებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ყველა მეტოქეს ებრძოლა და კოსოვოს ნაკრები დაამარცხა კიდეც.

თბილისში, პირველივე მატჩის დასაწყისში ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა უპირობო ლიდერი და კაპიტანი, ჯგერენაია მაგრამ გოგონებმა მოახერხეს მობილიზაცია და დაამარცხეს ფინეთი. ეს ბოლო დანაკარგი არ ყოფილა - ლატვიასთან მატჩის პირველ ნახევარში წითელი ბარათი მიიღო ჩვენმა საუკეთესო ბომბარდირმა, ლიზა ჩხაიძემ,  მაგრამ ეს თამაშიც მივიყვანეთ მოგებამდე, ხოლო პლეიოფში, ძალიან დრამატულ მატჩში მოვუგეთ საბერძნეთსაც, რომელიც აშკარა ფავორიტად ითვლებოდა.

ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა საქართველოს ნაკრების მარცხენა გარემარბი ანა ჩხაიძე, რომელმაც თავის პოზიციაზე მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ბომბარდირებში 36 გოლით ლიზა ჩხაიძემ მე-6-8 ადგილი გაიყო.

ნაკრებში წარმომადგენლობა ჰქონდა საქართველოს 5 ქალაქის 6 კლუბს: ფოთის ოქროს ვერძს, სამტრედიას, აჭარას, ყვარელს, თბილისის პეგასსა და ქარიშხალას. ამ ასაკში საქართველოს წლევანდელ ჩემპიონატში 9 გუნდი თამაშობდა და სეზონში ყველას 24-24 თამაში დაუგროვდა, რაც კიდევ ერთი წინაპირობა იყო ნაკრების წარმატებისა.

ამ ასაკის ნაკრებს მომდევნო ოფიციალური ტურნირი მხოლოდ 2021 წელს უწევს - 19-წლამდელთა  ევროპის ჩემპიონატი, გაისად კი ევროპულ ასპარეზზე გავა მომდევნო თაობა - 2004 წელს და გვიან დაბადებულები. წლევანდელ გუნდში მომდევნო ასაკობრივი კატეგორიის სამი ხელბურთელი თამაშობდა - ბურკაძე, სურამლიშვილი და საბაშვილი.

შეჯიბრების სპორტულ და საორგანიზაციო საკითხებზე გვესაუბრა ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი, EHF აღმასკომის წევრი, ერჟი ელიაში (პოლონეთი).

ერჟი ელიაში: - ჩემპიონატზე ოთხი გუნდი სხვებისგან გამოირჩოდა - შვეიცარია, სერბეთი, უკრაინა და ლიეტუვა, თუმცა ამ ოთხეულში შეიძლება ყოფილიყო საქართველო, პირველ ტურში ლიეტუვასთან ორთაბრძოლისას თქვენს ლიდერს ტრავმა რომ არ მიეღო. ამ გოგონამ მხოლოდ ათიოდე წუთი ითამაშა, მაგრამ ამ მცირე დროში სპეციალისტებს თავი დაგვამახსოვრა. იგი შესანიშნავად ხედავს მოედანს, ბურთებსაც კარგად ანაწილებს და კარშიც ზუსტად ურტყამს. დასანანია, რომ მას ტრავმამ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა. საერთოდ, როგორც ვიცი, თქვენთან ქალთა ხელბურთი ბოლო რამდენიმე წელიწადია, რაც გამოცოცხლდა. ამის მიუხედავად, წინსვლა საგრძნობია და დარწმუნებული ვარ, მალე თქვენი გოგონები ევროპელებისთვის კონკურენტებად იქცევიან. 

ჩემპიონატი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. მონაწილეებს ასპარეზობისა და აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობა ჰქონდათ. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ და მისმა თავკაცმა ზურაბ კაკაბაძემ ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ სტუმრებს კომფორტულად ეგრძნოთ თავი და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინათ. შემთხვევითი არ იყო, რომ ამას წინათ საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაიმსახურა საუკეთესო ორგანიზატორის წოდება. ევროპის ხელბურთის ფედერაცია ენდობა საქართველოს.

ხელბურთი. 17 წევროპის ჩემპიონატი 2019

თბილისის სპორტის სასახლე, 3-11 აგვისტო.

კლასიფიკაცია. 1. შვეიცარია 2. სერბეთი 3. უკრაინა 4. ლიეტუვა 5. ფარერები 6. საქართველო 7. საბერძნეთი 8. ფინეთი 9. ბულგარეთი 10. ლატვია

საქართველოს ნაკრების ყველა თამაში

3 აგვისტო. ლიეტუვა - საქართველო 28-19

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ა. ჩხაიძე 7, ე. ჩხაიძე 6, დვალიშვილი 2,  ბურკაძე 2, ჯგერენაია 1, სურამლიშვილი 1, გოგია, გაგნიძე, კორძაია, ქამაშიძე, საბაშვილი, კომახიძე, მ. ცინცაძე

4 აგვისტო . საქართველო - ფინეთი 23-22

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 8, გაგნიძე 6, დვალიშვილი 3,  ა. ჩხაიძე 2, ბურკაძე 2, საბაშვილი 1, გოგია 1, კორძაია, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე,

5 აგვისტო. საქართველო - ლატვია 24-21

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ა. ჩხაიძე 8, ბურკაძე 4, გაგნიძე 4, გოგია 4, ე. ჩხაიძე 3, დვალიშვილი 1, კორძაია, ქ. ცინცაძე, საბაშვილი, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქამაშიძე, კომახიძე

8 აგვისტო. შვეიცარია - საქართველო 31-18

საქ: ჯიქურაშვილი, კოპალეიშვილი, ქარჩავა - სურამლიშვილი 5, ბურკაძე 5, დვალიშვილი 3, გაგნიძე 2, გოგია 2, ა. ჩხაიძე 1, კორძაია, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე, ქ. ცინცაძე

10 აგვისტო. საქართველო - საბერძნეთი 22-21 (20-20)

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 13, ა. ჩხაიძე 4, გაგნიძე 2, ქამაშიძე 1, დვალიშვილი 1, გოგია 1,  ბურკაძე, კორძაია, სურამლიშვილი, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქ. ცინცაძე, კომახიძე

11 აგვისტო. ფარერები - საქართველო 30-16

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 6, სურამლიშვილი 3, გოგია 3, ა. ჩხაიძე 1, საბაშვილი 1, კორძაია 1, მ. ცინცაძე 1, გაგნიძე, დვალიშვილი, ბურკაძე, ქ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე

შემადგენლობა

GK: 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია - 6 მატჩი), 16. დიანა ქარჩავა (2002, აჭარა - 6 მატჩი), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი - 6 მატჩი)

LW: 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა - 6 მატჩი, 23 გოლი), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა - 6 მატჩი)

RW, RB: 25. ნინო გაგნიძე (2002, 6 მატჩი, 14 გოლი), 93. ლანა გოგია (2002, ფოთი - 6 მატჩი, 11 ), 23. ციცინო ბჟალავა (RW, 2003, ფოთი -/-) 

P: 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი - 6 მატჩი, 2 გოლი), 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა - 6 მატჩი, 10 გოლი)

LB, CB: 7. მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა - 6 მატჩი, 1 გოლი), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი - 1 მატჩი, 1 გოლი), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი - 6 მატჩი, 1 გოლი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა - 6 მატჩი, 1 გოლი), 18. ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი - 6 მატჩი, 9 გოლი), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია - 6 მატჩი, 13 გოლი), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი - 5 მატჩი, 36 გოლი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა - 5 მატჩი)

მწვრთნელები: ინა ჭკუასელი (1985), გელა ჟვანია (1990), გიგა ტორონჯაძე (1989)

ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990), მენეჯერი ლანა მარგიანი (1988)

ტურნირის ყველა ვარსკვლავი: GK სორაია შალერი (შვც) - LW ანა ჩხაიძე (საქ) - LB მილიცა პაპი (სრბ) - CB იანა მიტუნი (ფარ) - RB მალენ ალთჰერი (შვც) - RW დიანა დმიტრიშინი (უკრ) – P დებორა ანენი (შვც) - საუკეთესო მცველი მარია ილიჩი (სრბ) – MVP ალექსანდრა კრსტიჩი (სრბ) - ბომბარდირი მარი ტომოვა (ბულ, 55 გოლი)

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal