News Calendar

February 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი მოიგო - 22-21 დაამარცხა საბერძნეთი და ხვალ, 14 საათზე, მეხუთე ადგილისთვის ფარერის კუნძულებს შეხვდება.  

ჩვენი მეტოქე, საბერძნეთი, საკმაოდ ძლიერი გუნდია - ნახევარფინალისტ უკრაინასთან მხოლოდ 1 ბურთით დამარცხდა, ხოლო ფარერის კუნძულებს ფრედ ეთამაშა. სტუმრები თავიდან დაწინაურდნენ - 9-4.

ცუდი დასაწყისის შემდეგ ჩვენმა მწვრთნელებმა თამაშში ახალი ძალები ჩართეს - დებმა ცინცაძეებმა და ქამაშიძემ სიტუაცია დაასტაბილურეს, ქამაშიძემ ამ ტურნირზე პირველი გოლიც გაიტანა, ლიდერებს კი დასვენების საშუალება მიეცათ. მალე გაგნიძემ და ჩხაიძეებმა ანგარიში გაათანაბრეს - 9-9.

საბერძნეთმა 10-9 მოიგო ნახევარი თამაში, შესვენების შემდეგ კი 12-9 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, შეუჩერებელი იყო ლიზა ჩხაიძე, რომელმაც ჯამში 13 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა, რომ გვყავდა დღის მეორე გმირიც - მეკარე ჯიქურაშვილმა 15 დარტყმა მოიგერია!

ლიზას ზედიზედ 3 გოლის შემდეგ 16-14 დავწინაურდით, მაგრამ მეტოქე მალე დაგვეწია და თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე ანგარიში 20-20 იყო. აქედან მოყოლებული, ძირითადი დროის ბოლომდე გოლი არ გასულა!

ბოლო შეტევა საქართველოს ერგო - ანა ჩხაიძემ კუთხიდან ვერ გაიტანა, მაგრამ ბურთი მარიამ დვალიშვილს დარჩა - ბოლო წამზე მან ექვსი მეტრიდან დარტყმა მოასწრო, მაგრამ ძელს გაარტყა. 20-20, დაინიშნა შვიდმეტრიანების სერია.

აქ 9 დარტყმიდან სულ სამი გოლი გავიდა: ჩვენგან გაიტანეს ჩხაიძეებმა, მეტოქის გუნდიდან - კეპესიდუმ. ბერძნებმა სამი შვიდმეტრიანი ააცილეს, ერთი კი ჯიქურაშვილმა მოიგერია. საბოლოოდ, ჩვენებს ბოლო დარტყმა აღარც დასჭირდათ - 22-21!

ხატია ჯიქურაშვილი: - ძალიან მძიმე მატჩი იყო. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქესაც არ ეძინა. ანგარიში ძალიან ბევრჯერ იყო თანაბარი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ხვალაც ასე იქნება და ყველაფერს გავიღებთ კიდევ ერთი მატჩის მოსაგებად!

ჩვენმა ხვალინდელმა მეტოქემ ფარერებმა 33-22 დაამარცხა ფინეთი, რომელიც ხვალ მეშვიდე ადგილისთვის საბერძნეთს შეხვდება.

პირველ ნახევარფინალში ლიტვამ კარგა ხანი გაუწია წინაღმდეგობა სერბეთს, მაგრამ მაინც 26-32 დამარცხდა. შვეიცარიამ ბოლო წუთზე მოუგო უკრაინას, 22-21. 

ბულგარეთმა და ლატვიამ ჩემპიონატი დაასრულეს. მათი თამაში მე-9 ადგილისთვის ბულგარეთმა მოიგო, 33-24. კვირას ჩემპიონატის ბოლო დღეა. მატჩები 12 საათიდან დაიწყება.  სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟისა თუ ჩანაწერის შესაძლებელია ინტერნეტში: https://www.youtube.com/user/handballgoergiahttps://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.

თბილისის სპორტის სასახლე, 10 აგვისტო

ფინალი. 9-10 ადგილები

ბულგარეთი - ლატვია 33-24

ნახევარფინალი. 5-8 ადგილები

ფარერები - ფინეთი 33-22

საქართველო - საბერძნეთი 22-21

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 13, ა. ჩხაიძე 4, გაგნიძე 2, ქამაშიძე 1, დვალიშვილი 1, გოგია 1,  ბურკაძე, კორძაია, სურამლიშვილი, საბაშვილი, მ. ცინცაძე, ქ. ცინცაძე, კომახიძე

საბ: კუციმანი, ლეონიდუ - კეპესიდუ 9, ამვროსიადუ 4, სევდილი 3, საკიზლი 2, დომასკუ 2, ხრისოკენტი 1, გავრილიდუ, გ. პაპადოპულუ, ა. პაპადოპულუ, მურატიდუ, ვრამპა, კოტროციუ, კულური, პანუსი

მსაჯები: კული, ტინტი (ესტ), დელეგატები: მელქონიანი (სომ), კაზნიექსი (ლატ)

ნახევარფინალი. 1-4

სერბეთი - ლიტვა 32-26

შვეიცარია - უკრაინა 22-21

11 აგვისტო, ფინალი 

12:00 (7-8) ფინეთი - საბერძნეთი

14:00 (5-6) ფარერები - საქართველო

16:00 (3-4) ლიტვა - უკრაინა

18:00 (1-2) სერბეთი - შვეიცარია

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

ზესტაფონი
25 თებერვალი
14:00 წყალტუბო - სპორტუნი
15:30 სამტრედია - იმედი სტუ
26 თებერვალი
14:00 სამტრედია - სპორტუნი
15:30 წყალტუბო - იმედი სტუ
 18 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 10 7 0 3 318-264 14  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სამტრედია 10 4 0 6 298-360 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  სპორტუნი 10     2     0     8     308-374     4    
  წყალტუბო 10 0 0 10 241-346 0  

19-21 თებერვალი. სენაკი
19 თებერვალი
წყალტუბო 12-30 ფოთი
აჭარა 26-23 სამტრედია
20 თებერვალი
ფოთი 16-15 აჭარა
სამტრედია 33-11 წყალტუბო
21 თებერვალი
სამტრედია 16-17 ფოთი
წყალტუბო 21-36 აჭარა
 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0
გაგრძელდება 5 მარტს

გოგონები 2004-05
 16 თებ.
      სხვ
  სამტრედია 13   13   0   0 330-152 26
  ყვარელი 13   12   0   1 322-184 24
  ტყიბული 13   11   0   2 270-183 22
  პეგასი 13   9   0   4 292-212 18
  მამული
13   8   1   4 270-237 17
  ფოთი 13   7   1   5 216-175 15
  BSG ბათუმი 14   7   1   6 245-235 15
  ქარიშხალა 14   6   1   7 282-272 13
  გორი 14   5   0   9 235-308 10
  წყალტუბო 13   3   0   10 174-264 6
  თელავი 13   2   0   11 214-310 4
  აჭარა 14   1   0   13 130-300 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
გაგრძელდება 29 თებერვალს

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
22 თებერვალი. თელავი
თელავი 15-3 მამული
თელავი 14-2 სკოლა 53
გორი 7-3 ქარიშხალა
მამული 8-0 სკოლა 53
თელავი 7-7 გორი
23 თებერვალი. წყალტუბო
ზუგდიდი 6-0 ქუთაისი
ფოთი 15-4 ზუგდიდი
ტყიბული 6-0 ქუთაისი
ფოთი 11-12 ბათუმი
ტყიბული 13-5 ზუგდიდი
ბათუმი 6-0 ქუთაისი 
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  
დასრულდება 12-16 აპრილს

ჭაბუკები 2006-07
23 თებერვალი. გლდანი
11:00 გორი - პეგასი
11:45 ქარიშხალა - ყვარელი
12:30 გორი - რუსთავი
13:15 პეგასი - ქარიშხალა
14:00 რუსთვი - ყვარელი
14:45 გორი - ქარიშხალა
15:30 ყვარელი - პეგასი
16:15 პეგასი - რუსთავი
17:00 ყვარელი - გორი
17:45 რუსთავი - ქარიშხალა
 2 თებ.
სხვ
  BSB ბათუმი 6 6 0 0 92-32 12
  სამტრედია
6 5 0 1 83-55 10
  ქარიშხალა 6 3 1 2 68-46 7
  პეგასი 6 3 0 3 51-61 6
  გორი 6 2 1 3 66-62 5
  ყვარელი 6 1 0 5 37-75 2
  ქუთაისი 6 0 0 6 20-86 0
დასრულდება 27-29 მარტს

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  popsport  sportal