News Calendar

September 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე, ამჯერად ლატვიასთან - 24-21 და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. 8 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გვაქვს შვეიცარიასთან.

თამაში ძალიან მძიმე იყო. თავიდან 8-4 დავწინაურდით, მაგრამ აქ წინა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, ლიზა ჩხაიძე კონტრშეტევაში წასულ მეტოქეს უნებურად შეეჯახა, წააქცია და წითელი ბარათი მიიღო. ლატვიის მაღალმა უკანახაზელებმა, სტანკევიჩამ და ციბულსკამ ანგარიშის შემცირება დაიწყეს - 8-7, თუმცა, ტაიმი მაინც ორბურთიანი უპირატესობით დავასრულეთ - 11-9.

კრიტიკული მომენტი დადგა მეორე ნახევარში, როდესაც 13-10 ვიგებდით, მაგრამ ზედიზედ გავუშვით 5 გოლი, 42-ე წუთზე კი ლატვია სამი ბურთითაც დაწინაურდა - 17-14. უკანახაზელების დანაკლისის გამო (ჩხაიძის გარდა გვაკლდა ჯგერენაია, რომელიც  პირველ მატჩში დაშავდა) მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, ორი ხაზის მოთამაშით ეთამაშათ.

და მაინც, თამაში შემოაბრუნეს ანა ჩხაიძემ რომელიც 8 გოლით ყველაზე შედეგიანი იყო; გამთამაშებელმა თამარ ბურკაძემ, ნინო გაგნიძემ, რომელმაც მნიშვნელოვან მომენტებში აუღელვებლად შეაგდო ორი შვიდმეტრიანი და, რა თქმა უნდა, მეკარე ჯიქურაშვილმა, რომელსაც 14 მოგერიებული ბურთი დაუგროვდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.

საბოლოოდ წინ გაგვიყვანა ანა ჩხაიძემ 22-21, ამის შემდეგ ოთხჯერ გვქონდა ორი ბურთით დაწინაურების შანსი და მხოლოდ ლანა გოგიას მიერ გატანილი ოცდამესამე გოლის შემდეგ გახდა ცხადი, რომ ვიგებდით. ბოლო ბურთი, ზედ ბოლო წამზე, ჩხაიძემ გაიტანა.

ჩვენს ჯგუფში შვეიცარიამ 42-15 მოუგო ფინეთს და ლიეტუვასა და საქართველოსთან ერთად 4 ქულა აქვს, ოღონდ ჩვენ ერთი თამაშით მეტი  გვაქვს. ნახევარფინალში გასასვლელად მინიმუმ ქულა გვჭირდება ჯგუფის აშკარა ფავორიტ შვეიცარიასთან,  ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლიტვა წააგებს ფინეთთან. ამოცანა ურთულესია, მით უფრო, რომ ლიზა ჩხაიძე შვეიცარიასთან მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს. სხვა შემთხვევაში ჩვენი გუნდი ბრძოლას მე-5-8 ადგილებისთვის განაგრძობს.

A ჯგუფში უკრაინამ 30-20 მოუგო ბულგარეთს, ხოლო ფარერის კუნძულებმა და საბერძნეთმა 23-23 ითამაშეს. აქ ნახევარფინალისტები გამოვლინდება უკრაინა-სერბეთისა (7 აგვისტო) და უკრაინა-ფარერების (8 აგვისტო) მატჩების შემდეგ.

ხვალ ჩემპიონატზე დასვენების დღეა, შეჯიბრება 7 აგვისტოს განახლდება, თუმცა ამ დღეს საქართველოს ნაკრები ისვენებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი 8 აგვისტოს, შვეიცარიის წინააღმდეგ, გამართავს. დასაწყისი 16 საათზე.  სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟისა თუ ჩანაწერის ნახვა რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:

https://www.youtube.com/user/handballgoergia

https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.

თბილისის სპორტის სასახლე, 5 აგვისტო 

საქართველო - ლატვია 24-21

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ა. ჩხაიძე 8, ბურკაძე 4, გაგნიძე 4, გოგია 4, ე. ჩხაიძე 3, დვალიშვილი 1, კორძაია, ქ. ცინცაძე, საბაშვილი, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქამაშიძე, კომახიძე

ლატ: ოცვირკა, ჰანსონე - სტანკევიჩა 6, ციბულსკა 4, ვაინბერგა 3, შტრელე 3, პრუსე 3, პრუტაუენა 1, რიბციკა 1, დრაბო, მინოვა, სავჩენკო, ბუივიდე, ზაროვსკა, ოვსიუკა

მსაჯები: ხრზანი, იანასი (პოლ), დელეგატები: ვიზიციუ (მლდ), ასქეროვი (აზე)

ფინეთი - შვეიცარია 15-42

ბულგარეთი - უკრაინა 20-30

ფარერები - საბერძნეთი 23-23

B ჯგუფი----------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

შვეიცარია-------2---2---0---0---81-35---4

ლიეტუვა--------2---2---0---0---56-37---4

საქართველო----3---2---0---1---66-71---4

ფინეთი----------2---0---0---2---37-65---0

ლატვია----------3---0---0---3---59-91---0

აგვ. ლიეტუვა - საქართველო 28-19, შვეიცარია - ლატვია 39-20

4 აგვ. საქართველო - ფინეთი 23-22, ლატვია - ლიეტუვა 18-28

A ჯგუფი---------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

სერბეთი--------2---2---0---0---54-39---4

უკრაინა---------2---2---0---0---49-38---4

ფარერები-------3---1---1---1---86-73---3

საბერძნეთი-----3---0---1---2---54-66---1

ბულგარეთი----2---0---0---2---40-67---0

აგვ. სერბეთი - ფარერები 30-26, უკრაინა - საბერძნეთი 19-18

4 აგვფარერები - ბულგარეთი 37-20, საბერძნეთი - სერბეთი 13-24

7 აგვისტო 

12:00 ბულგარეთი - საბერძნეთი

14:00 უკრაინა - სერბეთი

16:00 ფინეთი - ლატვია

18:00 შვეიცარია - ლიეტუვა

8 აგვისტო 

12:00 უკრაინა - ფარერები

14:00 სერბეთი - ბულგარეთი

16:00 შვეიცარია - საქართველო

18:00 ლიეტუვა - ფინეთი

10 აგვისტო, ნახევარფინალი 

11:00 (9-10) A5-B5

13:00 (5-8) A3-B4

15:00 (5-8) B3-A4

17:00 (1-4) A1-B2

19:00 (1-4) B1-A2

11 აგვისტო, ფინალი 

12:00 (7-8)

14:00 (5-6)

16:00 (3-4)

18:00 (1-2)

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal