Error
  • The template for this display is not available. Please contact a Site administrator.

Home Page

გოგონათა ნაკრები 3 აგვისტოს იწყებს

3 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 17-წლამდელ გოგონათა შორის. ხვალ, 1 აგვისტოს, 11 საათზე, საქართველოს ნაკრები მედიისთვის ღია ვარჯიშს გამართავს საშეჯიბრო არენაზე. 

ნაკრებში 18 ხელბურთელია საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქის 6 კლუბიდან. მათგან მწვრთნელები 2 აგვისტოს, ტექნიკურ შეხვედრაზე, თექვსმეტს შეიყვანენ ძირითად განაცხადში, ორი კი სათადარიგო იქნება.

3 აგვისტოს, 16 საათზე ტურნირის საზეიმო გახსნაა, ხუთის ნახევარზე კი საქართველო-ლიტვის მატჩია. ჯგუფური ეტაპის დანარჩენ 3 მატჩს ჩვენი გუნდი ერთსა და იმავე დროს, 16 საათზე დაიწყებს. 4-5 აგვისტოს ვეთამაშებით ფინეთსა და ლატვიას, ამის შემდეგ გუნდს ორდღიანი დასვენება აქვს, 8 აგვისტოს კი შვეიცარიასთან მატჩია.  10 აგვისტოს ტურნირზე ნახევარფინალებია, 11 აგვისტოს კი - ფინალი.

გოგონათა ნაკრებს წვრთნიან ინა ჭკუასელი, გელა ჟვანია, გიგა ტორონჯაძე და ლანა მარგიანი. 28 ივლისიდან გუნდი შეკრებაზეა სასტუმრო ბომონდ გარდენში და ორჯერადი ვარჯიშები აქვს გლდანის ხელბურთის აკადემიაში, ხვალიდან კი სპორტის სასახლეში გადაინაცვლებს. 

გუნდი უკვე ორი წელია, ემზადება მთავარი ტურნირის, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონსტიათვის და სერიოზული მზადებაც გაიარა. 2018 წელს იასპარეზა გეტებორგში, 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, 2018-19 წლების სეზონში კი ითამაშა საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატში, სადაც ზრდასრული ასაკის მეტოქეებთან უწევდა თამაში. ამას დაუმატეთ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპინატი კლაიპედაში, საიდანაც გუნდი ახლახან დაბრუნდა. გოგონებმა ორი წლით უფროს მოწინააღმდეგეებთან სერიოზულად იბრძოლეს, კოსოვოს საკმაოდ ძლიერ გუნდთან მოგებულმა თამაშმა კი თავდაჯერებაც გააორმაგა.

ნაკრებმა 2 წლის განმავლობაში დიდი სატურნირო გამოცდილება დააგროვა, სერიოზული პროგრესი განიცადა და მიზანიც გამოიკვეთა -  თბილისში აქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასაძლევად და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალი იქნება, ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი რამდენიმე პლატფორმით იქნება შესაძლებელი:

https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.youtube.com/user/handballgoergia

https://www.ehftv.com/int/

საქართველოს ნაკრები

GK: 1. ნატო კოპალეიშვილი (2002, სამტრედია), 16. დიანა ქარჩავა (2002, აჭარა), 61. ხატია ჯიქურაშვილი (2002, პეგასი)

LW: 11. ანა ჩხაიძე (2003, ქარიშხალა), 22. ნინო კომახიძე (2003, აჭარა),

RW, RB: 23. ციცინო ბჟალავა (2003, ფოთი),  25. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 93. ლანა გოგია (2002, ფოთი)

P: 3. ნინო საბაშვილი (2005, პეგასი), 17. მარიამ დვალიშვილი (2002, აჭარა)

LB, CB: 2. ანა სურამლიშვილი (2004, ყვარელი), 7. მარიამ ცინცაძე (2002, ქარიშხალა), 8. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 9. ანა კორძაია (2003, პეგასი), 13. ხატია ქამაშიძე (2002, აჭარა), 19. თამარ ბურკაძე (2004, სამტრედია), 20. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი), 21. ქეთევან ცინცაძე (2002, ქარიშხალა)

მწვრთნელები: გელა ჟვანია (1990), ინა ჭკუასელი (1985), გიგა ტორონჯაძე (1989)

ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990), მენეჯერი ლანა მარგიანი (1988)

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ. 3-11 აგვისტო, თბილისი

A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ფარერები, საბერძნეთი

B ჯგუფი: ლიეტუვა, ფინეთი, შვეიცარია, საქართველო, ლატვია

3 აგვისტო 

12:00 სერბეთი - ფარერები

14:00 უკრაინა - საბერძნეთი

16:00 გახსნა

16:30 ლიეტუვა - საქართველო

18:30 შვეიცარია - ლატვია

4 აგვისტო 

12:00 ფარერები - ბულგარეთი

14:00 საბერძნეთი - სერბეთი

16:00 საქართველო - ფინეთი

18:00 ლატვია - ლიეტუვა

5 აგვისტო 

12:00 ბულგარეთი - უკრაინა

14:00 ფარერები - საბერძნეთი

16:00 საქართველო - ლატვია

18:00 ფინეთი - შვეიცარია

7 აგვისტო 

12:00 ბულგარეთი - საბერძნეთი

14:00 უკრაინა - სერბეთი

16:00 ფინეთი - ლატვია

18:00 შვეიცარია - ლიეტუვა

8 აგვისტო 

12:00 უკრაინა - ფარერები

14:00 სერბეთი - ბულგარეთი

16:00 შვეიცარია - საქართველო

18:00 ლიეტუვა - ფინეთი

10 აგვისტო, ნახევარფინალი 

11:00 (9-10) A5-B5

13:00 (5-8) A3-B4

15:00 (5-8) B3-A4

17:00 (1-4) A1-B2

19:00 (1-4) B1-A2

11 აგვისტო, ფინალი 

12:00 (7-8)

14:00 (5-6)

16:00 (3-4)

18:00 (1-2)