facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატი მოიგო ფარერის კუნძულების ნაკრებმა, რომელმაც ფინალში, გეტებორგის სკანდინავიუმში, 36-29 დაამარცხა მასპინძელი შვედეთი, ხოლო საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ნიკოლოზ კალანდაძემ 67 გოლით ბომბარდირთა შორის მეორე ადგილი დაიკავა. 

ტურნირის ბოლო მატჩის, ფინალის წინ კალანდაძე 8 გოლით უსწრებდა ფარერელთა გუნდის ლიდერს, ელიას სკიპაგოტუს, რომელსაც 59 გოლი ჰქონდა, მაგრამ ფინალში ფარერელთა გამთამაშებელმა ათჯერ გაიტანა და ბომბარდირობასთან ერთად ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მოიგო.

ნორვეგიასა და ისლანდიას შორის მდებარე, დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი კუნძულოვანი ტერიტორიის მოსახლეობა სულ 50 000 ადამიანია. გუნდის მწვრთნელი იულიან იონსონი ფინალის შემდეგ აღელვებული იყო: „ამ ერთმა კვირამ ქარივით ჩაიქროლა ფარერის კუნძულებზე. მთელი ქვეყანა ამ ტურნირს ადევნებდა თვალს. ისეთი რამე მოხდა, რაც დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ ესპანეთი, ნორვეგია, უნგრეთი და შვედეთი! ეს რაღაც ახალის დასაწყისია მთელი ქვეყნისთვის“.

გეტებორგის ტურნირი ნაწილია უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასისა, რომელიც წლეულს ორმოცდამეათედ გაიმართა. შეიკრიბა 12 ასაკობრივი კატეგორიის ათასზე მეტი გუნდი და ათიათასზე მეტი ხელბურთელი. შეჯიბრებაზე არის ერთადერთი ტურნირი, რომელშიც სანაკრებო დონეზე ტარდება: კენტ წლებში ეს იყო 19-წლამდელთ ჭაბუკთა, ლუწ წლებში კი 18-წლამდელ გოგონათა ჩემპიონატები. 2017 წლიდან ასაკობრივი კატეგორიები შეიცვალა: 17-წლამდელი ჭაბუკები და 16-წლამდელი გოგონები და რადგანაც ამ ასაკში ოფიციალური ჩემპიონატები არ იმართებოდა, გეტებორგის ტურნირებმა ევროპის ჩემპიონატის სტატუსი მიიღო. 2017 წელს ჩემპიონი შვედეთის ჭაბუკთა, ხოლო შარშან - უნგრეთის გოგონათა ნაკრებები გახდნენ.

2015 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ხელბურთს ფედერაციამ გეტებორგში ზედიზედ მეხუთედ მიავლინა ნაკრები. 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ცხოვრებაძემ ორი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო - გახდა ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მარჯვენა ინსაიდი, რის შემდეგაც საფრანგეთის მონპელიესთან გააფორმა კონტრაქტი.

ფარერის კუნძულებმა სკიპაგოტუს ორი პრიზის გარდა კიდევ ორი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო: საუკეთესო მეკარე გახდა პაული იაკობსენი, ხოლო მარჯვენა გარემარბი - ჰაკუნ ტეიგუმი. სკიპაგოტუ, იაკობსენი, ტეიგუმი და ნიკოლოზ კალანდაძე ერთი წლის წინ თბილისში, ევროპის ჩემპიონატშიც თამაშობდნენ ორი წლით უფროსებს შორის და სკიპაგოტუმ თბილისის ჩემპიონატზე საუკეთესო გამთამაშებლის ჯილდოც მიიღო.

გეტებორგში საქართველოსა და ფარერის კუნძულების გუნდები პირველ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და ჩვენებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში, 23-28 წააგეს. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო,. გუნდს 2020 წელს ევროპის 18-წლამდელთ ჩემპიონატი ელის, ხოლო 2019 წლის ზაფხულის სანაკრებო სერიალს საქართველოს გოგონათა ორი ნაკრები გააგრძელებს: 15-21 აგვისტოს 19-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატი აქვთ კლაიპედაში, ლიეტუვა, ხოლო 3-11 აგვისტოს 17-წლამდელ გოგონათა ანალოგიურ შეჯიბრებას თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ხელბურთი. ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი

ფინალები. 1-2 ფარერები-შვედეთი 36-29, 3-4 ისლანდია-ბელარუსი 30-29, 5-6 უნგრეთი-ჩეხეთი 38-28, 7-8 ესპანეთი-იტალია 36-24, 9-10 ნორვეგია-შვეიცარია 23-20, 11-12. სლოვაკეთი-რუსეთი 26-21, 13-14. მონტენეგრო-ისრაელი 24-19, 15-16. პოლონეთი-რუმინეთი 30-26

17-20 ადგილები. 17. ფინეთი 5, 18. ჰოლანდია 5, 19. საქართველო 2, 20. ლუქსემბურგი 0

21-24 ადგილები. 21. ავსტრია 5, 22. ბელგია 4, 23. ესტონეთი 3, 24. ბრიტანეთი 0

საქართველოს 17წ ნაკრები გეტებორგში           

მეკარეები: 1. ლუკა გორგოძიანი (პეგასი 2002, 182), 12. ნაზიმ ალიევი (ქარიშხალა, 2003, 187)

მარცხენა გარემარბები: 2. გიორგი შუბითიძე (პეგასი, 2002, 183 – 7 გოლი), 3. დავით გაბაიძე (აჭარა, 2002, 175 – 1 გოლი ),

მარჯვენა გარემარბები: 4. ნოდარ კოხრეიძე (პეგასი, 2002, 182 – 11 გოლი), 5. მალხაზ ადამია (სამტრედია, 2003, 180 – 1 გოლი)

უკანა ხაზი:  6. გიორგი ხომერიკი (სამტრედია, 2002, 175 – 10 გოლი), 7. აკაკი პატაშური (პეგასი, 2002, 186 – 2 გოლი), 8. გოჩა თურმანიძე (BSB ბათუმი, 2004, 182 – 25 გოლი), 9. გიორგი ბჟალავა (ფოთი, 2002, 187), 10. ნიკოლოზ კალანდაძე (პეგასი, 2002, 197 – 67 გოლი), 11. გიორგი აფრიდონიძე (სამტრედია, 2002, 184 – 6 გოლი), 15. დავით ფანცულაია (ფოთი, 2002, 171), 18. თორნიკე ნაწილაშვილი (ყვარელი, 2002, 182 – 4 გოლი)

ხაზის მოთამაშეები: 13. დავით ჟვანია (პეგასი, 2002, 190 – 19 გოლი), 14. გიორგი მუკბანიანი (ქარიშხალა, 2002, 187 – 3 გოლი)

მწვრთნელები: გიორგი გვაზავა, გიორგი ხელისუფალი, გიორგი სახვაძე ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი

პირველი ეტაპი. C ჯგუფი. ფარერები 8, ესპანეთი 8 - ნორვეგია 6, ისრაელი 6 - საქართველო 2 - ესტონეთი 0

1 ივლისი. ესპანეთი - საქართველო 33-21, საქართველო - ისრაელი 26-29

2 ივლისი. საქართველო - ნორვეგია 13-26

3 ივლისი. საქართველო - ფარერები 23-28, საქართველო - ესტონეთი 18-16

მეორე ეტაპი. 17-20 ადგილები. 17. ფინეთი 5, 18. ჰოლანდია 5, 19. საქართველო 2, 20. ლუქსემბურგი 0

4 ივლისი. საქართველო - ლუქსემბურგი 21-13, საქართველო - ჰოლანდია 19-22

5 ივლისი, საქართველო - ფინეთი 15-23

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე. თბილისი
10 დეკემბერი 
12:00 გორი - წყალტუბო
14:00 პეგასი - სამტრედია
11 დეკემბერი
16:00 გორი - სამტრედია
18:00 პეგასი - წყალტუბო
 5 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 5 5 0 0 223-161 10  
  BSB ბათუმი 5 4 0 1 188-131 8  
  პეგასი 5     3     0     2     159-153     6    
  იმედი სტუ 5 3 0 2 131-116
6  
  სამტრედია 5 3 0 2 155-169 6  
  სპორტუნი 5     1     0     4     108-137     2    
  გორი 5 1 0 4 150-199 2  
  წყალტუბო 5 0 0 5 111-174 0  

უმაღლესი ლიგა. ქალები
გაგრძელდება იანვარში
 29 ნოემ.
      სხვ
  ქარიშხალა 5   5   0   0 141-118 10
  ყვარელი 5   4   0   1 150-109 8
  სამტრედია 5   3   0   2 79-77
6
  აჭარა
5   2   1   2 115-96 5
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5
  მამული 5   2   0   3 112-124 4
  პეგასი 5   1   0   4 106-134 2
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0

გოგონები 2004-05
 25 ნოემ.
      სხვ
  სამტრედია 12   12   0   0 301-138 24
  ყვარელი 12   11   0   1 294-168 22
  ტყიბული 12   10   0   2 239-171 20
  მამული
12   8   1   3 254-209 17
  პეგასი 12   8   0   4 252-196 16
  ფოთი 12   6   1   5 195-159 13
  BSG ბათუმი 12   6   1   5 200-201 13
  ქარიშხალა 12   5   1   6 225-223 11
  გორი 12   4   0   8 193-245 8
  წყალტუბო 12   3   0   9 160-235 6
  თელავი 12   2   0   10 191-276 4
  აჭარა 12   1   0   11 105-240 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
მეორე წრე 2020 წელს

ჭაბუკები 2004-05
გაგრძელდება 2020 წელს
 8 დეკ.
      სხვ  
  აჭარა 7   7   0   0 304-115 14  
  ფოთი 7   6   0   1 177-111 12  
  სამტრედია 7   5   0   2 182-129 10  
  პეგასი 4   4   0   0 93-42 8  
  წყალტუბო 7   4   0   3 154-149 8  
  ქარიშხალა 4   3   0   1 84-59 6  
  ზუგდიდი 7   3   0   4 125-120 6  
  თელავი
4   2   0   2 61-89 4  
  ქუთაისი 7   2   0   5 102-140 4  
  რუსთავი 4   1   0   3 65-79 2  
  სენაკი 7   1   0   6 77-217 2  
  ქარელი 4   0   0   4 57-91 0  
  ტყიბული 7   0   0   7 45-185 0  

გოგონები 2006-07
გაგრძელდება თებერვალში
 17 ნოემ.
სხვ
 ტყიბული
3 3 0 0 38-11 6
  ფოთი 3 3 0 0 37-10 6
  ზუგდიდი 4 3 0 1 22-12 6
  თელავი
2 2 0 0 36-8 4
  აჭარა 4 2 0 2 21-29 4
  პეგასი
3 2 0 1 13-23 4
  გორი 1 1 0 0 11-3 2
  წყალტუბო
4 1 0 3 31-31 2
  ქარიშხალა 2 1 0 1 18-19 2
  BSG ბათუმი
3 1 0 2 9-13 2
  სამტრედია 4 0 1 3 8-33 1
  ქუთაისი 3 0 1 2 7-34 1
  53 სკოლა 2 0 0 2 5-15 0
  მამული 2 0 0 2 4-19 0

ჭაბუკები 2006-07
გაგრძელდება 2020 წელს
 3 ნოემ.
      სხვ  
  ქარიშხალა 3   2   1   0 37-23 5  
  BSB ბათუმი 2   2   0   0 39-12 4  
  პეგასი 3   2   0   1 29-27 4  
  გორი 3   1   1   0 34-30 3  
  სამტრედია
2   1   0   1 27-23 2  
  ყვარელი 3   0   0   3 19-39 0  
  ქუთაისი 2   0   0   2 4-35 0  





Our partners:

Jakofm  lelo  popsport  sportal