Error
  • The template for this display is not available. Please contact a Site administrator.

Home Page

პირველი გამარჯვება აზერბაიჯანთან

17-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრებმა გეტებორგში, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ პირველი საკონტროლო მატჩი გამართა აზერბაიჯანელ თანატოლებთან და მეტოქე 33-27 დაამარცხა. ხვალ და ზეგ გუნდები კიდევ ორჯერ ითამაშებენ გლდანის ხელბურთის აკადემიაში.

 ჩვენი გუნდი შვედეთში 29 ივნისს მიემგზავრება. ამ მატჩების შემდეგ მწვრთნელთა სამეული, გვაზავა-სახვაძე-ხელისუფალი დაასახელებს საბოლოო შემადგენლობას, დღეს კი შეკრებაზე მყოფმა ყველა ხელბურთელმა ითამაშა. დამწყები შვიდეული ასეთი იყო: გორგოძიანი, შუბითიძე, კალანდაძე, თურმანიძე, აფრიდონიძე, ადამია, ჟვანია. პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 16-14 მოიგო. 

აზერბაჯანის 17-წლამდელთა ნაკრები უკვე ერთი წელია, ემზადება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც ბაქოში იმართება 21-27 ივლისს. გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მოგება იოლი ნამდვილად არ ყოფილა.

მსაჯობდა EHF ახალგაზრდა არბიტრთა წყვილი - ძმები კევლიშვილები. 19 წლის ახალგაზრდებს საკმაო საერთაშორისო და საშინაო გამოცდილება დაუგროვდათ და უკვე პირველი ოფიციალური დანიშვნა მიიღეს  ევროპის ხელბურთის ფედერაციიდან - ივლისის დასაწყისში ისინი იმსაჯებენ პოლონეთში, ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე.

ხელბურთი. ამხანაგური მატჩი. გლდანი, 21 ივნისი

საქართველო (17) - აზერბაიჯანი (17) 33-27

საქ: გორგოძიანი, ალიევი, ანთიძე - კალანდაძე 9, პატაშური 5, აფრიდონიძე 4, ჟვანია 2, გაბაიძე 2, ადამია 2, შუბითიძე 1, ცხადაია 1, დუმბაძე 1, ბჟალავა 1, ხომერიკი 1, კოხრეიძე 1, ნაწილაშვილი 1, ფანცულაია 1, მდივანი 1, თურმანიძე, მუკბანიანი, ძამაშვილი, უთმელიძე - მწვ. გვაზავა, სახვაძე, ხელისუფალი

აზე: განდვანი, მურადოვი - იუსიფოვი 10, ალიევი 4, არიხოვი 3, მ. მამედოვი 3, რაჰიმლი 2, საფიევი 1, ისმაილოვი 1, სერხანოვი 1, გულიევი 1, ჰუსეინოვი 1, ჰასანოვი, ისაევი, არიგოზალოვი, ე. მამედოვი - მწვ. ალიევი, აგაევა

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი

ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი

A ჯგუფი. შვედეთი, ჩეხეთი, რუსეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბრიტანეთი

B ჯგუფი. ისლანდია, ავსტრია, ჰოლანდია, მონტენეგრო, რუმინეთი, იტალია

C ჯგუფი: ესპანეთი, ნორვეგია, საქართველო, ფარერები, ისრაელი, ესტონეთი

1 ივლისი. საქართველო - ესპანეთი, საქართველო - ისრაელი

2 ივლისი. საქართველო - ნორვეგია

3 ივლისი. საქართველო - ფარერები, საქართველო - ისრაელი

D ჯგუფი: უნგრეთი, ბელარუსი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ბელგია

მეორე ეტაპი, 4-5 ივლისი. 1-8, 9-16, 17-20, 21-24 ადგილები