News Calendar

July 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატის ფინალში 31-21 დაამარცხა კუბა და ტურნირის გამარჯვებული შვიდიდან შვიდი მოგებით გახდა, ამასთან ერთად კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის, პლეიოფის საგზური მოიპოვა. 

16 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე. 2000 მაყურებელი

საქართველო - კუბა 31-21

საქ: თევზაძე 18/36, ცინცაძე 1/3 - ცხოვრებაძე 11/8, რუსტამოვი 7/6, არსენაშვილი 7/6, ჩიქოვანი 4/3 (7 პასი), დიხამინჯია 3/3, გოგოლაძე 2/2, კბილაშვილი 3/1, ორჯონიკიძე 2/1, კალანდაძე 1/1, მიქავა, მერკვილაძე, იმნაძე  - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

კუბ: სუარესი 6/36, მარტინესი 0/1 - ტოლედანო 5, ტაბოადა 5, როდრიგესი 4, გარსია 3, ხესუსი 2, ლაფორტანი 1, ვალიენტე 1, კორდიესი, ალმეიდა, ფაუსტო, ბასულტო,

მსაჯები: ბირო, კიში(უნგ)

სამდივნო: ნაჩევსკი (მკდ) - რაიზინგერი (ავს), ფულეოვა (სლკ) - იაშვილი, წივწივაძე (საქ)

თამაში იმით დაიწყო, რომ კუბელებმა პერსონალურად, მოედნის ცენტრში აიყვანეს ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენი მწვრთნელების პასუხი მომენტალური იყო - მათ მოხსნეს ხაზის მოთამაშსე, არსენაშვილი და გამთამაშებლად დაამატეს კბილაშვილი.  ამგვარად, ჩვენი შეტევისას თამაში ხუთი-ხუთზე მიდიოდა, რის შემდეგაც კუბელთა დაცვის ფრთები მოშიშვლებული იყო. ამით ისარგებლეს გოგოლაძემ (2 გოლი) და რუსტამოვმა, რომელმაც 4 დარტყმიდან 3 გოლი გაუტანა კუბელთა მეკარე სუარესს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მესამე - ჩვენმა მარცხენა გარემარბმა ინდივიდუალურად მოატყუა მეორვე, მეკარეს ბურთი დაუბზრიალა და სამი ბურთით დავწინაურდით - 9-6.

ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად იდგა და შოთა თევზაძეს თამაშს უადვილებდა, მაგრამ ზუსტად აქ კრიზისი დაგვეწყო  და კუბამ ზედიზედ ოთხჯერ გაგვიტანა - 9-10. თამაში თავი თავზე აიღო გიორგი ცხოვრებაძემ - მან ორი ინდივიდუალური გარღვევით დაგვაწინაურა, შემდეგ კი ძალიან კარგად შემოვიდა გიორგი „არველოდი“ დიხამინჯია - გოლი, მოპოვებული ორწუთიანი და შვიდმეტრიანი.

პირველ ტაიმში ბოლო სიტყვა ჩიქოვანმა თქვა - ის შეტევაში მხოლოდ რიცხვობრივი მეტობის ან სწრაფი გადატანის დროს მონაწილეობდა, ერთი გოლი თავად გატანა, ბოლო წამებზე კი კბილაშვილს გაატანინა 6 მეტრიდან - 14-10.

მეორე ნახევარი ჩიქოვანმა მარცხენა ინსაიდად დაიწყო, მის მეურვეობაზე კუბელებმა უარი თქვეს, მაქსიმოვიჩი დროდადრო თამამად ენდობოდა 17 წლის კალანდაძესაც, ორჯონიკიძეს კი ძირითადად დაცვაში უწევდა თამაში. დიხამინჯიამ, არსენაშვილმა და ჩიქოვანმა სხვაობა გაზარდეს, 17-11, თევზაძემ ორი შვიდმეტრიანი მოიგერია, რუსტამოვმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა, ცხოვრებაძემ კი ორჯერ გააძევებინა მეტოქე - 19-12.  

მაგრამ, ორჯერ წავიდა ორწუთიანში დიხამინჯია, კუბამ სხვაობა შეამცირა და მეტსაც იზამდა, ორჯერ ცარიელ კარში რომ არ აეცილებინა, თევზაძეს კი პირისპირ გასული მეტოქისთვის არ ეჯობნა. 20-15 - ეს ანგარიში  კარგახანს, 45-ე წუთამდე ენთო ტაბლოზე, სანამ ჩიქოვანმა სწრაფ გარღვევაში არ გაუშვა რუსტამოვი, შემდეგ კი ორჯერ ცხოვრებაძე გაიქცა - 23-16.

52-ე წუთზე კალანდაძემ მეორედ მიაწოდა საგოლე პასი არსენაშვილს - სხვაობა 8 ბურთი გახდა, 25-17.  ამით ყველაფერი გაირკვა, საბოლოოდ 31-21, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 36 დარტყმიდან 18 მოგერიებით შოთა თევზაძე გახდა.

ტურნირის საუკეთესო მარცხენა ინსაიდი გახდა თეიმურაზ ორჯონიკიძე, ხოლო გიორგი ცხოვრებაძემ ორი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო მარჯვენა შუამარბისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის. 

რაც შეეხება ევრო 2022 კვალიფიკაციას, პლეიოფში პირველის შესარჩევი რაუნდიდან გავიდნენ ლუექსემბურგი და კვიპროსი, მათ კი დაემატა საქართველო. ეს სამი გუნდი წილისყრით დაუწყვილდება ევრო 2022 მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე სამ გუნდს. საკვალიფიკაციო ტურნირი დღეს დასრულდა ამ სამეულის ვინაობაც გაირკვა: ესტონეთი, ფინეთი და ბელგია. პლეიოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში, სამი გამარჯვებული კი მიიღებს ევრო 2022 მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს.

იქამდე, 2019 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ნაკრები მოფლიოს 2021 წლის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

ტურნირის ოლ-სტარი. GK მაგნოლ სუარესი, კუბა - LW ჰუან პეიძი, ჩინეთი LB თეიმურაზ ორჯონიკიძე, საქართველო - CB კრისტიან ვასილევი, ბულგარეთი - RB გიორგი ცხოვრებაძე, საქართველო - RW სვეტლინ დიმიტროვი, ბულგარეთი - P ედუარდო ვალიენტე, კუბა - MVP გიორგი ცხოვრებაძე, საქართველო - ბომბარდირი სებასტიან ედგარი, ბრიტანეთი 66 გოლი

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

16 ივნისი, ფინალი

11-12 ირლანდია - მალტა 39-18

9-10 ინდოეთი - აზერბაიჯანი 46-28

7-8 ნიგერია - კოლუმბია 33-31

5-6 აშშ - ჩინეთი 35-27

3-4 ბულგარეთი - ბრიტანეთი 47-31

1-2 საქართველო - კუბა 31-21

საქართველოს ნაკრები

GK22. შოთა თევზაძე (1981, 200 სმ, ფოჩანი, რუმ), 12. ზურაბ ცინცაძე (1996, 185, იმედი-სტუ თელავი) - 16. გიგა ტორონჯაძე (1989, 190, BSB ბათუმი)

LW7. ხაზეინ რუსტამოვი (1998, 178, ქუთაისი), 2. ჯემალ იმნაძე  (2001, 184, ქუთაისი)

LB8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 198, კონსტანცა, რუმ) 14. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, ფერენცვაროში, უნგ) - 17. დავით ყორიაული (1998, 199, იმედი-სტუ თელავი)

CB10. ირაკლი კბილაშვილი (1998, 188, ოდესა, უკრ), 5. ნიკოლოზ კალანდაძე (2002, 197, პეგასი)

RB11. გიორგი ცხოვრებაძე (2001, 193, მონპელიე, საფ) 31. გიორგი დიხამინჯია (1997, 189, სტრუგა, მკდ)

RW24. ირაკლი გოგოლაძე (1996, 177, BSB ბათუმი), 19. გიორგი მერკვილაძე (1998, 183, ქუთაისი) - 23. რევაზ ჭანტურია (1982, 177, სტრუგა, მკდ),
P
 20. ერეკლე არსენაშვილი (1998, 2000), 9. გიორგი მიქავა (1998, 196, იმედი-სტუ თელავი)

მთავარი მწვრთნელი: ნიკოლა მაქსიმოვიჩი (1978, სერბეთი), მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე (1972) ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990)

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





Our partners: