News Calendar

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის ფინალშია. ნახევარფინალში ხელბურთის ეროვნულმა გუნდმა 28-21 მოუგო დიდ ბრიტანეთს და ხვალ, 20 საათზე, სპორტის სასახლეში, ფინალში ეთამაშება კუბას.

მეორე ნახევარფინალში კუბამ დამატებით დროში 39-36 მოუგო ბულგარეთს, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ამოცანა შეასრულა: მონაწილე 6 ევროპულ ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის, პლეიოფის საგზური მოიპოვა.

15 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო - დიდი ბრიტანეთი 28-21

საქ: თევზაძე 14/34, ცინცაძე 0/1 - ცხოვრებაძე 9/8 (6 პასი), ჩიქოვანი 8/4, გოგოლაძე 8/4, ორჯონიკიძე 6/3, რუსტამოვი 3/3, კბილაშვილი 3/2 (6 პასი), არსენაშვილი 4/2, დიხამინჯია 2/2, მიქავა 1/0, მერკვილაძე 1/0, კალანდაძე, იმნაძე - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ბრი: ინსოუ 8/33, მაკლელანდი 1/4 - ედგარი 7, ნეგრეტე 4, და სილვა 3, პოლინი 2, ტაილერი 2, ვაითი 2, გრინი 1, მორლი ჰოვარდი, თომასი, პრაისი, ვენეიბლზი

მსაჯები: ჰერმანი, მადსენი (დანია)

სამდივნო: სოდალი (ნორ) - რაიზინგერი (ავს), ფულეოვა (ტუნ) - დვალიშვილი, ბოჭორაძე (საქ)

საქართველოს ნაკრებს ამ ტურნირზე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ბრიტანეთმა გაუწია. მეტოქის მწვრთნელებს ჩვენი გუნდი კარგად ჰყავდათ შესწავლილი - ბრიტანეთმა თავიდანვე 5-1 დაცვის თამაში დაიწყო, თან ეს მცველი საკმაოდ მაღლა იყო აწეული, რაც, ნიშნავდა, რომ ბრიტანელებს ირაკლი ჩიქოვანის მაქსიმალურად შეზღუდვა ჰქონდათ მიზნად. მეათე წუთზე ჩვენი მეტოქე 4-2 დაწინაურდა.

ანგარიში მალე გავათანაბრეთ და ტაიმი 13-10 მოვიგეთ, ამ ცამეტიდან კი 7 ბურთი გიორგი ცხოვრებაძეს ჰქონდა გატანილი. ბრძოლა მეორე ნახევარშიც გაგრძელდა, დასრულებამდე 15 წუთით ადრე სხვაობა 2 ბურთი იყო (18-16).

ამ მომენტში ძალიან საჭირო გოლები გაიტანეს დიხამინჯიამ, რომლებიც მწვრთნელებმა ჩვეულ, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენეს, რუსტამოვმა და არსენაშვილმა (21-16) - ბრიტანეთი საბოლოოდ გატყდა, მატჩს წერტილი ჩიქოვანისა და ცხოვრებაძის გათამაშებულმა ლამაზმა კომბინაციამ დაუსვა 28-21, ხოლო ცხოვრებაძემ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.

გიორგი ცხოვრებაძე: - ძალიან გამიხარდა რომ მოვიგეთ, ვამაყობ ჩემი გუნდით. პირველი ტაიმი იყო დაძაბული, ბევრი შეცდომები დავუშვით. პირველი ტაიმი დავასრულეთ სამი ბურთის მოგებით, მეორე ტაიმში უფრო მეტად მოვინდომეთ, რის შედეგადაც გავიმარჯვეთ. ჯერ არ ვიცითნ ვინ იქნება ჩვენი მოწინააღმდეგე ფინალში, თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ თამაშში და ვეცდებით გავიმარჯვოთ.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი რიკარდო ვასკონსელოსი: - კმაყოფილი არ ვარ, რადგან ყოველთვის მეტი მინდა, მაგრამ იმავდროულად მეტოქის ძალასაც ობიქტურად ვაფასებ. საქართველომ ამ ტურნირის მოსაგებად ბევრი გაიღო და ვფიქრობ დღევანდელ შეხვედრაშიც ძლიერმა გაიმარჯვა. ჩვენ ყველა ასპექტზე გვაქვს სამუშაო და სწორედ ამიტომ ვართ აქ და გვიხარია რომ ასეთ მეტოქეებთან ასეთ გადამწყვეტ შეხვედრებს ვატარებთ. ეს ჩვენ უეჭველად წაგვწევს წინ. ხვალ, მესამე ადგილისთვის დიდი ბრძოლა გველის და გამარჯვებისთვის ყველა ღონეს ვიხმართ.

დღის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ მატჩში, 9-12 ადგილებისთვის პლეიოფში, ინდოეთმა და ირლანდიამ ფრედ, 32-32 ითამაშეს. ფრე იყო შვიდმეტრიანების პირველი სერიის შემდეგ (35-35) და მხოლოდ მეათე დარტყმამ გამოავლინა გამარჯვებული - ინდოეთმა 39-38 მოიგო. ხვალ ფინალი 8 საათზეა, იქამდე კი, დილის 10 საათიდან, სპორტის სასახლეში გამოვლინდება ყველა ადგილის მფლობელი მეთორმეტიდან მესამემდე.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

15 ივნისი, ნახევარფინალი

9-12 ადგ: აზერბაიჯანი – მალტა 37-32

9-12 ადგ: ირლანდია – ინდოეთი 38-39 (შვიდმეტრიანებით, ძ.დ. 32-32)

5-8 ადგ: ჩინეთი – ნიგერია 28-24

5-8 ადგ: აშშ – კოლუმბია 42-32

1-4 ადგ: საქართველო – ბრიტანეთი 28-21

1-4 ადგ: კუბა – ბულგარეთი 39-36 დ.დ (32-32)

16 ივნისი, ფინალი

10:00 11-12 მალტა - ირლანდია

12:00 9-10 აზერბაიჯანი - ინდოეთი

14:00 7-8 ნიგერია - კოლუმბია

16:00 5-6 ჩინეთი - აშშ

18:00 3-4 ბრიტანეთი - ბულგარეთი

20:00 1-2 საქართველო - კუბა

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

https://competition.ihf.info/

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

გ  ა  დ  ა  ი  დ  ო
წყალტუბო  -  გორი
სამტრედია  -  პეგასი
სამტრედია  -  გორი
წყალტუბო  -  პეგასი
 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal