News Calendar

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა თასზე 37-17 დაამაცხა ირლანდია და 3 თამაშიდან 6 ქულა აქვს. ნახევარფინალისტების ვინაობა თბილისის სპორტის სასახლეში 12 და 13 ივნისს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი ტურის შემდეგ გაირკვევა. 

10 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე

საქართველო - ირლანდია 37-17

საქ: თევზაძე 11/18, ცინცაძე 8/18 (1 გოლი) - ცხოვრებაძე 10/7, გოგოლაძე 6/5, მიქავა 4/4, არსენაშვილი 4/4, ორჯონიკიძე 4/3 (4 ჩაჭრა), კბილაშვილი 5/3, დიხამინჯია 5/3, რუსტამოვი 3/2, კალანდაძე 5/2 (7 პასი), ჩიქოვანი 6/1, ჭანტურია 2/1, იმნაძე 2/1 - მწვ. მაქსიმოვიჩი, ორჯონიკიძე

ირლ: ბონაგვიდი 8/34, შ. ორეილი 1/9 - თილი 4,  ვანდუივენვორდე 4, თომპსონი 4, კულეში 1, ქ. ორეილი 1, ჯ. კრონ-გრეისი 1, თ. კრონ-გრეისი 1, გეგანი 1, დარსი, ბაუერი

მსაჯები: იოვანდიჩი, სეკულიჩი (სერბეთი)

სამდივნო: ნაჩევსკი (მკდ) - რაიზინგერი (ავს), აბიდი (ტუნ) – შახულოვი, წივწივაძე (საქ)

ნაკრების მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა თამაში ამჯერად ძირითადი შვიდეულით დაიწყო. ანგარიში ირლანდიამ გახსნა და მეათე წუთზე ფრე იყო 4-4. შოთა თევზაძემ, რომელიც მატჩის ბოლოს 11 სეივით საუკეთესოდ დასახელდა, რეგულარულად დაიწყო მეტოქის დარტყმების მოგერიება და საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა დაიწყო წინ გასვლა. ამას მოჰყვა რეზო ჭანტურიას ტრავმა, მოთამაშეებს შორის გაწევ-გამოწევა, მსაჯთან რეგულარული კამათი და საკმაოდ ბევრი გაძევება - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაშის ნახევარი უპირობოდ, 18-7 მოიგო,  პირველი ტაიმის საერთო ფონი მაინც დაძაბული იყო.

მეორე ტაიმში საქმე ბოლომდე მიიყვანა მეორე შვიდეულმა - ჭანტურია მშვენივრად შეცვალა ირაკლი გოგოლაძემ, პივოტის პოზიციიდან არსენაშვილი 4 გოლს 4 დაუმატა მიქავამ, შოთა თევზაძის საქმე წარმატებით გააგრძელა ზურაბ ცინცაძემ და გოლიც კი გაიტანა. გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშემ, ნიკოლოზ კალანდაძეს კი 7 საგოლე პასი დაუგროვდა.

საბოლოოდ, 37-17. ამხელა სხვაობის მიუხედავად, მეორე ტაიმიც საკმაოდ ხმაურიანი იყო, მაგრამ ეს უკვე სპორტის სასახლეში შექმნილმა მშვენიერმა სპორტულმა ატმოსფერომ გამოიწვია - ქართული სპორტის ქომაგებმა, ხელბურთის ფანკლუბმა, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივმა ნაკრებებმა, ირლანდიელ ქომაგთა ხმაურიანმა ჯგუფმა და მატჩის წამყვანებმა - ვირტუოზმა ესპანელმა ანონსერმა და დიჯეიმ, ლუის ტორესმა და მისმა ხელბურთელმა მეწყვილემ, ირაკლი ხიდეშელმა, ორივე გუნდმა, ერთობლივი ძალისხმევით მშვენიერი სანახაობა შექმნეს.

საქართველოს ნაკრებმა სამი თამაში მოიგო, მაგრამ ნახევარფინალი ჯერ არ გაუნაღდებია და წინაც უფრო ძლიერი მეტოქეები ჰყავს - აშშ და ბულგარეთი.  ჩვენი მომდევნო მეტოქე, აშშ ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არაა, მით უფრო, რომ მესამე ტურში ამერიკელებმა 3 მოთამაშე დაიმატეს. პირველი ორი შეხვედრა მათ 11 კაცით ითამაშეს, დღეს კი შემადგენლობაში ჰყავდათ თბილისში მოგვიანებით ჩამოფრენილი, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის სამი მოთამაშე: ძმები უეტერები (ბაიერ დორმაგენი) და პოლ სკუპურა (რაინ ვიკინგსი).

A ჯგუფში მთავარი ფავორიტი კუბაა, რომელმეც დღეს მესამე მატჩი მოიგო, ამჯერად კოლუმბიასთან, 31-24. კუბელებს დარჩენილი ორი შეხვედრა აზერბაიჯანთან და ინდოეთთან აქვთ. 4-4 ქულით არიან ბრიტანეთი და ჩინეთი და მომდევნო ტურში, 12 ივნისს ერთმანეთს ხვდებიან. შესაძლოა, ეს გადამწყვეტი მატჩი იყოს ნახევარფინალში გასავლელად. ჩინეთმა დღეს ინდოეთი დაამარცხა, 40-29, ხოლო ბრიტანეთმა მძიმე ბრძოლაში მოუგო აზერბაიჯანს, 36-35. 

ხვალ ჩემპიონატზე დასვენების დღეა. ჯგუფური ეტაპი 13 ივნისს დასრულდება. 15 და 16 ივნისს პლეიოფია. ჩემპიონობის გარდა, შეჯიბრებაში მონაწილე 6 ევროპულ გუნდს ცალკე ანგარიში აქვს: მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე გავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში.

ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი

8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე

10 ივნისი

აზერბაიჯანი - ბრიტანეთი 35-36

კოლუმბია - კუბა 24-31

ინდოეთი - ჩინეთი 29-40

აშშ - მალტა 44-10

საქართველო - ირლანდია 37-17

ნიგერია - ბულგარეთი 19-27

ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

საქართველო----3---3---0---0--103-44---6

ბულგარეთი-----3---3---0---0--103-67---6

აშშ----------------3---2---0---1--116-80---4

ნიგერია----------3---0---1---3---64-85---1

ირლანდია-------3---0---1---2---80-105--1

მალტა------------3---0---0---3---36-121--0

8 ივნ. მალ-ბულ 13-38, ნიგ-საქ 14-27, აშშ-ირლ 37-32

9 ივნ. ბულ-აშშ 38-35, მალ-საქ 13-39, ირლ-ნიგ 31-31

ჯგუფი--------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

კუბა--------------3---3---0---0---96-75---6

ჩინეთი-----------3---2---0---1---92-84---4

ბრიტანეთი------3---2---0---1--101-98---4

აზერბაიჯანი----3---1---0---2--110-100--2

კოლუმბია-------3---1---0---2---84-89---2

ინდოეთი--------3---0---0---3---86-123--0

8 ივნ. კოლ-ჩინ 25-28, ინდ-აზე 29-45, კუბ-ბრი 35-27

9 ივნ: კოლ-აზე 35-30, ჩინ-კუბ 24-30, ბრი-ინდ 38-28

12 ივნისი

10:00 აზერბაიჯანი - კუბა

12:00 ბრიტანეთი - ჩინეთი

14:00 კოლუმბია - ინდოეთი

16:00 ირლანდია - ბულგარეთი

18:00 საქართველო - აშშ

20:00 მალტა - ნიგერია

13 ივნისი

10:00 ჩინეთი - აზერბაიჯანი

12:00 ბრიტანეთი - კოლუმბია

14:00 კუბა - ინდოეთი

16:00 ირლანდია - მალტა

18:00 ბულგარეთი - საქართველო

20:00 აშშ - ნიგერია

15 ივნისი, ნახევარფინალი

10:00 9-12: A5–B6

12:00 9-12: B5–A6

14:00 5-8 A3 – B4

16:00 5-8 B3 – A4

18:00 1-4 A1 – B2

20:00 1-4 B1 – A2

16 ივნისი, ფინალი

10:00  11-12

12:00   9-10

14:00   7-8

16:00   5-6

18:00   3-4

20:00   1-2

ყველა თამაშის რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://emerging2019.geohandball.ge/ka/

https://competition.ihf.info/

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

გ  ა  დ  ა  ი  დ  ო
წყალტუბო  -  გორი
სამტრედია  -  პეგასი
სამტრედია  -  გორი
წყალტუბო  -  პეგასი
 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal